საზოგადოება "გიჟი მამაა, როგორც ყველა და მის მდგომარეობაში ბედმა არავინ ამყოფოს" - გოჩა მირცხულავას ფეისბუქსტატუსი ( + ვიდეო ) 2019, 10 ივნისი, 13:59 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარმა სასტიკმა მკვლელობამ სრულიად საქართველო შეძრა, რომელსაც მეთერთმეტე კლასელები ლევან დადუნაშვილი და დათუნა სარალიძე შეეწირნენ. თითქმის წელიწად ნახევარია გასული და სარალიძის მკვლელი ( რომელსაც 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული) დღემდე ბოლომდე გაუგებარი და გამოუძიებელია. მოგეხსენებათ, დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მთელი ამ ხნის მანძილზე ქუჩაში აპროტესტებდა უსამართლობას და არა ერთხელ გამოსულა ქართული საზოგადოება რუსთაველზე მის დასაცავად. ბოლო დროს გაუბედურებული მამა აქციებზე აღარ ჩნდებოდა და ჟურნალისტების ზარებსაც აღარ პასუხობდა. მათ შორის გაზეთ "ქრონიკა +" - ის რედაქტორს ელისო კილაძეს, რომელიც თვეების მანძილზე შვილმკვდარი მამების გვერდით იდგა, ასევე ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის არც დირექტორს და არც ჟურნალისტებს.განაწყენებულმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში სტატუსიც კი მიუძღვნა ამ ფაქტს, რასაც თავის მხრივ ზაზა სარალიძის გამოხმაურება მოჰყვა და "კვირის აქცენტებში" წამყვანებსა და დაზარალებულ ზაზა სარალიძეს შორის უმწვავესი დაპირისპირება და დებატები მოჰყვა. მომხდარმა პირდაპირმა ეთერმა ქართული საზოგადოების მრისხანება და გაღიზიანება გამოიწვია, რასაც სოციალურ ქსელში მათი სტატუსებით და კომენტარებით ვგებულობთ. აი რას წერს გოჩა მირცხულავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე: -" ასჯერ რომ დაეცეს, იმ გზაზე რასაც შვილის მკვლელების დასჯა ჰქვია, ათასჯერ რომ შეეშალოს, ათი ათასჯერ შეცდეს - ვერ გაკიცხავთ, ვერც ჭკუას დაარიგებთ! გიჟი მამაა, როგორც ყველა და მის მდგომარეობაში ბედმა არავინ ამყოფოს. ამიტომ, შეეშვით მისთვის ჭკუის სწავლებას. მისი ტკივილი ჩვენთვის გაუგებარია და შესაბამისად, მისი ბრძოლის ყველა მეთოდი გამართლებული. ვერავინ გაკიცხავს ვისაც მორალის ნატამალი გააჩნია. ჰო, ისე, ვის უნდა ესაუბროს გაყიდულის იარლიყი რომ არ ჰქონდეს? მას აქვს უფლება ისაუბროს ყველასთან და პირველ რიგში ესაუბროს, ითანამშრომლოს და ებრძოლოს ხელისუფლებას, ესაუბროს, გამოიყენოს და ადგილი მიუთითოს ოპოზიციას. Gocha Mirtskhulava ასჯერ რომ დაეცეს, იმ გზაზე რასაც შვილის მკვლელების დასჯა ჰქვია, ათასჯერ რომ შეეშალოს, ათი ათასჯერ შეცდეს - ვერ გაკიცხავთ, ვერც ჭკუას დაარიგებთ! გიჟი მამაა, როგორც ყველა და მის მდგომარეობაში ბედმა არავინ ამყოფოს. ამიტომ, შეეშვით მისთვის ჭკუის სწავლებას. მისი ტკივილი ჩვენთვის გაუგებარია და შესაბამისად, მისი ბრძოლის ყველა მეთოდი გამართლებული. ვერავინ გაკიცხავს ვისაც მორალის ნატამალი გააჩნია. ჰო, ისე, ვის უნდა ესაუბროს გაყიდულის იარლიყი რომ არ ჰქონდეს? მას აქვს უფლება ისაუბროს...519 4-ს მოსწონს
|