საზოგადოება მარტვილში 16 წლის გოგომ თავი ჩამოიხჩო 2019, 10 ივნისი, 0:11 მარტვილში სოფელი ნალეფსაოში 16 წლის გოგომ თავი ჩამოიხჩო. მისი ცხედარი როგორც მეზობლები ამბობენ სახლის ბოსელში იპოვეს. იგი მეათე კლასის მოსწავლეა. მის ვინაობას მედია საშუალებები გამიზნულად არ ასაჯაროებენ.
![]() მეზობლების ინფორმაციით გოგონას ფინანსურად ძლიერი ოჯახი ჰყავს. შესაბამისად, თვითმკვლელობის მოტივად სოციალურ ფაქტორებს გამორიცხავენ. ოჯახისთვის თვითმკვლელობის მოტივი უცნობია. „ყველანი საშინელ დღეში აღმოვჩნდით, დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. გაოგნებულები ვართ“, - ამბობენ მეზობლები. შსს-ს ინფორმაციით მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 178 შეფასება არ არის
|