ქალი და მამაკაცი მექალთანე ბრედლი კუპერი და მისი "მეგობარი გოგონები" (+ ვიდეო და ბევრი ფოტო ) 2019, 9 ივნისი, 10:19 რამდენიმე დღეა ყვითელი პრესა აქტიურად განიხილავს ჰოლივუდის ვარსკვლავის ბრედლი კუპერისა და რუსი სუპერმოდელის ირინა შეიკის გაყრის ამბავს.დღეს კი სოციალურ ქსელში მოდის სამყაროს ბრწყინვალე ვარსკვლავმა ირინა შეიკმა "მარტოსულის" ფოტო გამოაქვეყნა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე, სადაც 33 წლის მოდელი ცდილობს სამყაროს კიდევ ერთხელ შეახსენოს თავისი სამოდელო წარმატებების შესახებ და ის ახლახანს გაფრინდა ისლანდიაში ქმართან დაშორების შემდეგ და პირველ ფოტოსესიას აწყობს სკაფტაფეტლის ნაციონალურ პარკში.რუსმა ლამაზმანმა კიდევ ერთხელ აჩვენა თაყვანისმცემლებს უნაკლო ფიგურა იტალიური ბრენდის "Falconeri" დემონსტრირებით.ახლა კი რაც შეეხება ბრედლი კუპერს: - 44 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედლი კუპერი პირველად დაქორწინებული იყო ესპანელ მსახიობზე ჯენიფერ ესპოზიტოზე, რომელთანაც 4 თვე ცხოვრობდა. წყვილი მაისში დაქორწინდა და ოქტომბერში მათი გაყრა იხილა ყველამ.თუმცა 2007 წელს "ოქროს გლობუსზე" ვარსკვლავური წყვილი წითელ ხალიჩაზე ერთად პოზირებდა.2008 წელს მსახიობმა შეხვედრები დაიწყო მსახიობ ჯორდანა ბრიუსტერის დასთან იზაბელთან.ამ დროს იზაბელი მსოფლიოში ცნობილი მხატვრების აგენტი იყო და ბევრი მის ურთიერთობას ბრედლისთან არასერიოზულად უყურებდა.ისინი ერთმანეთს 2009 წელს დაშორდნენ და ცოტა ინფორმაცია მოიპოვება მათ შესახებ.2009 წელს მსახიობმა რომანი გააბა თავის კოლეგასთან რენე ზელვეგერთან. წყვილი ოფიციალურად არასოდეს აღიარებდა ურთიერთობას, მაგრამ წყაროს ინფორმაციით ისინი 2 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს.2011 წლიდან კი მექალთანე მსახიობმა ჯენიფერ ლოპესის გული მოინადირა და ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც მომღერალმა ქმართან მარკ ენტონისთან გაყრა გააფორმა.რომანი მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა, სანამ ბრედლი კუპერმა ახალ ობიექტზე მსახიობ ზოე სალდანაზე არ გადაინაცვლა.ზოე სალდანასთან დაშორებიდან ორ თვეში მსახიობმა რომანი გააბა მოდელთან სუკი ვატერჰოუზთან 2013 წლის მარტში, რომელთა შორის ასაკობრივი სხვაობა 17 წელი იყო. რომანი ორი წელი გაგრძელდა 2015 წლამდე.სწორედ აქედან დაიწყო ბრედლი კუპერმა ირინა შეიკის გულის მონადირება და გამოუვიდა კიდეც, რომ არა ეპატაჟური მომღერალის ლედი გაგას გამოჩენა მათ ცხოვრებაში. ზოგადად მსახიობი განვლილი ბოლო 14 წლის მანძილზე სიყვარულში არა ერთ ვარსკვლავთან ასოცირდებოდა და ამიტომაც მას დამსახურებულად უწოდებენ "ჰოლივუდის მექალთანეს". 287 3-ს მოსწონს
|