x
image
ვიზა კოხაძე
ვარსკვლავური წყვილის თანაცხოვრება გაყრის პირასაა ( + ბევრი ფოტო )

image33 წლის რუსი მოდელის, ირინა შეიკის და ჰოლივუდის ვარაკვლავის, 44 წლის ბრედლი კუპერის ურთიერთობა როგორც ჩანს, დასასრულამდე მიდის. როგორც ცნობილი გახდა, ირინამ მეუღლის სახლი უკვე დატოვა და საცხოვრებლად საკუთარ ბინაში დაბრუნდა. ვარსკლავური წყვილის დაშორებას უკვე რამდენიმე თვეა განიხილავენ, თუმცა ბოლო თვეა აქტიურად მიდის საუბრები მათი ურთიერთობის გართულებაზე. როგორც ვარაუდობენ მალე გავრცელდება ოფიციალური ინფორმაცია ირინასა და ბრედლის დაშორების თაობაზე.imageimageimageსუპერმოდელი ძალიან მხიარულად გამოიყურებოდა, როდესაც ის თავის მცირეწლოვან გოგონასთან, ლეისთან ერთად პარკში სასეირნოდ იმყოფებოდა და ინსაიდერების ცნობით, ის ბავშვს მხიარულად ეთამაშებოდა ფეხბურთს.33 წლის მოდელმა დემონსტრირება მოახდინა თავისი მოდური სპორტული ჩაცმულობით ფეხბურთის მოედანზე ლოს-ანჯელესში კალიფორნიის შტატში. პოდიუმის "დედოფალმა" უმნიშვნელო აქსესუარებით და კვადრატული ფორმის მზის სათვალითაც მიიქცია ყურადღება. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ გოგონას დედამ ანუ მოდელმა მეგობარი მამაკაცის 4 მილიონ 500 ათასი დოლარის ღირებულების სახლი დატოვა და თავის ბინას დაუბრუნდა, სადაც გათხოვებამდე ცხოვრობდა. imageimageimageimageimageimageროგორც წყარო წერს, წყვილი ბოლომდე შეეცადა ურთიერთობის შენარჩუნებას პატარა ლეას ხათრით, მაგრამ ამაოდ.წყარომ "Sun" განუცხადა: – " ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში არ იყვნენ კარგ ოჯახურ დამოკიდებულებაში და ირინამ გადაწყვიტა, რომ საუკეთესო იქნებოდა, თუ ის საკუთარ ბინას დაუბრუნდებოდა. არაერთხელ ითქვა, რომ წყვილი დღემდე კავშირს ინარჩუნებდა მხოლოდ და მხოლოდ ქალიშვილის ფაქტორით. მათი ურთიერთობა ისედაც ძაფზე ეკიდა და არც ერთი არ იყო ბედნიერი". მოგეხსენებათ, თებერვალში გამართულმა ძალიან ინტიმურმა დუეტმა ლედი გაგასთან გამოიწვია მათზე სიყვარულის ჭორები, მიუხედავად იმისა, რომ მხარდასაჭერად ირინაც დაესწრო ცერემონიას.imageimageimageimageსავარაუდოდ, სუპერმოდელის გაღიზიანება გამოიწვია სატელევიზიო ტოქშოუში ლედი გაგას განცხადებამ იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენდა ეს სიმღერა მისთვის, რომელიც ცერემონიიდან სამი დღის შემდეგ Jimmy Kimmel გადაცემაში თქვა მომღერალმა.



0
1016
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
1016
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0