x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გაზის დეტექტორების დაყენება სავალდებულო გახდება

image

გაზის დეტექტორების დაყენება, რომელიც ბუნებრივი აირის გაჟონვის შემთხვევაში განგაშს ატეხს სავალდებულო გახდება, როგორც ახალ, ასევე ძველ საცხოვრებელ კორპუსებში 2019 წლის ბოლომდე, ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა .


ეს გადაწყვეტილება ბოლო ხანებში მომატებულმა ტრაგიკულმა შემთხვევებმა გამოიწვია, რომელიც გაზის მოწყობილობების არასწორი ექსპლუატაციით არის გამოწვეული.


სალომე ვარდიაშვილმა ისიც დასძინა, რომ გაზის დეტექტორების შეძენის დროს მოსახლეობას სპეციალური შეღავათების სისტემა დაუწესდებათ.


ორიოდე დღის წინ კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა საბურთალოზე, კერძოდ ჭილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა.გაზის გაჟონვის შედეგად დაშავადა სამი ადამიანი, რომლებსაც მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ.


მეზობლების განცხადებით ბინა გაქირავებული იყო



აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ ღიად დატოვებული გაზქურის ონკანი გახდა.

0
137
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0