x
image
ზოგადი განათლება
მრავალი ჯილდოს მქონე მწერალს თურქეთის პროკურატურის მიერ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
თურქეთმა ნოველისტის, ელიფ შაფაქის მიმართ გამოძიება დაიწყო. პროკურატურა მწერლის ნაწარმოებებში ბავშვების შევიწროებისა და სექსუალური ძალადობის თემატიკას ეძებს.



image


ბრალდების მიხედვით, მრავალი ჯილდოს მქონე მწერალს თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.



გამოძიების დაწყების საფუძველი “ტვიტერის“ პოსტი გახდა, სადაც მწერალი ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობაზე წერდა, შემდეგ კი პროკურატურამ მისი წიგნების შესწავლა დაიწყო, მათში ბავშვთა ძალადობის ფაქტების აღმოჩენის მიზნით.




“ტვიტერზე” ელიფ შაფაქმა თურქი მწერლის, აბდულა შევკის რომანის პირველი გვერდი გააზიარა, რაც მის მიმართ ბრალდებების საფუძვლად იქცა.



თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა აღნიშნულ პოსტზე საჩივარი დაწერა. თურქეთის ერთ-ერთმა ასოციაციამ კი მთავრობას წიგნის აკრძალვა, ასევე მწერლის და გამომცემლის დასჯა მოსთხოვა. შედეგად შევკიც და წიგნის გამომცემელიც დააპატიმრეს.



საზოგადოებას ამ წიგნის შესახებ ინფორმაცია შაფაქთან ერთად, სხვა თურქმა მწერლებმაც გააცნეს, რის გამოც მათ მსგავსი ბრალდება წაუყენეს.



შაფაქის თქმით, მან ბოლო ორი დღის განმავლობაში ბევრი შეურაცხმყოფელი შეტყობინება მიიღო ხალხისგან, თუმცა ნოველისტი თურქეთის ხელისუფლებას სხვა პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს.



“გამოძიება აპირებს შეისწავლოს მთელი თურქული ლიტერატურა, ისინი მათში ბავშვზე ძალადობის ფაქტებს ეძებენ, ირონიაა ეს ყველფერი იმ ფონზე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში უამრავი ფაქტია ქალსა და ბავშვების ძალადობაზე, თუმცა თურქული კანონები არ იცვლება, ისინი არაფერს აკეთებენ მათ აღმოსაფხვრელად, ასე რომ მწერლების დევნას ჯობია ჯერ ეს პრობლემები მოაგვარონ“, - ამბობს ელიფ შაფაქი.



ცნობილი თურქი მწერალი ელიფ შაფაქი 1971 წლის 25 ოქტომბერს საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში დაიბადა. დაამთავრა ანკარის ტექნიკური უნივერსიტეტი. მშობლიური თურქულის გარდა წერს ინგლისურად. აქტიურად თანამშრომლობს ამერიკულ და ევროპულ პრესასთან. მისმა რომანებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მთელს მსოფლიოში.





0
96
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0