"აი ეს არაადამიანი , ეს არარაობა, ეს ბოროტება ქუთაისის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარეა" - აღშფოთებული სამოქალაქო საზოგადოება ნანა კოსტავას სტატუსზე
ხელისუფლება ცდილობს კიდევ ერთხელ შეიყვანოს შეცდომაში საზოგადოება და მცდარ განცხადებას ავრცელებს საკრებულოს დეპუტატ ნანა კოსტავაზე. ცნობისათვის ის მხოლოდ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს სიძულვინის ენის გამოყენებისთვის, თუმცა კოსტავა რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ქსენოფობიური, ჰომოფობიური და სიძულვილის შემცველი განცხადებების გამო დაუპირისპირდა "ქართული ოცნების" ფრაქციის წევრად და დეპუტატად კვლავ რჩება საკრებულოში.გენდერულმა საბჭომაც იმსჯელა კოსტავას სტატუსზე და მას საბჭო ერთხმად დაატოვებინეს.მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება გაავრცელა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, სადაც ვკითხულობთ: - " ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს (31.05.2019) გამართულ სხდომაზე მიიღეს. ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს."ზუსტად იმ დღეს როდესაც ჟურნალისტ სალომე ბარკერის 16 წლის და ტრაგიკულად დაიღუპა ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიის დროს, ვინმე ნანა კოსტავამ ნიშნისმოგებით ასეთი სტატუსი გამოუქვეყნა სალომე ბარკერს, რამაც სრულიად ქართული საზოგადოების აღშფოთება და სიბრაზე, მრისხანება გამოიწვია.
ამის შემდეგ როცა ყველამ აიტაცა კოსტავას ამაზრზენი და ოჯახის წევრებისათვის გამანადგურებელი სტატუსი, მან სტატუსი წაშალა და თავის მართლებას შეეცადა საზოგადოების წინაშე, სადაც ეს ქალბატონი წერდა: - " ჩემი თანამდებობიდან და მენტალობიდან გამომდინარე ყოველთვის ვაფასებ და ვიცავ ისეთ ღირებულებებს და ფასეულობებს, რომელზეც ქართული სახელმწიფო დგას და მისი შეურაცხყოფის უფლებას არავის მივცემ. არავის მივცემ მართლმადიდებლობისა და პატრიარქის შეურაცხყოფის უფლებას. სალომე ბარკერის ეს ვიდეო არ მომეწონა და დავდე, არ ვიცოდი მისი ტრაგედია. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი მის დას. ვუსამძიმრებ ოჯახს და ვიზიარებ მისი დედის ტრაგედიას".
რა თქმა უნდა ეს აღარავინ აღარ დაიჯერა, რადგან მანამდე იგივე შინაარსის სტატუსებით გფამოირჩეოდა კოსტავა, როცა მან რამდენიმე წლის წინ ჟურნალისტ მაია ასათიანს შვილის გარდაცვალების შემდეგ დაუწერა: - " შვილის დაკატგვა დიდი უბედურებაა...ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად".!["აი ეს არაადამიანი , ეს არარაობა, ეს
ბოროტება ქუთაისის საკრებულოში
ფრაქციის თავმჯდომარეა" - აღშფოთებული
სამოქალაქო საზოგადოება ნანა
კოსტავას სტატუსზე image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019053112051730087.jpg)
აი როგორ ეხმაურებოდა სოციალური მედია ამ ქალბატონის ქსენოფობიურ სტატუსს:
Rusudan Tsirekidze17 h · სასწრაფოდ მოაშორეთ ეს არსება საკრებულოს კი არა, საკუთარ შვილებსაც.ეკლესიაში დაეთრევაო და იქნებ იქ მიხედონ- ექსორციზმის პროცესია დასაწყები აშკარად.ეს ადამიანი არ არის. ეს ორი წლის წინ, მაია ასათიანის შვილის გარდაცვალებისას დაუწერია.
Rusudan Tsirekidze20 h · აი ეს არაადამიანი, ეს არარაობა, ეს ბოროტება ქუთაისის საკრებულოში ქართული ოცნება-კონსერვატორების ფრაქციის თავმჯდომარეა. კედელი სავსე აქვს რელიგიური თემაზე სტატუსებით და იქვე ასეთი ბოროტებით. თმებით უნდა გამოათრიო ეს სიმახინჯე საკრებულოდან.P.S. თუ ვინმემ არ იცის, სალომე ბარკერის 16 წლის და, ანგელოზი, არის ის გოგონა, რომელიც ლაგოდეხში ექსკურსიისას ჩანჩქერში ჩავარდა და დაიხრჩო.ამ ენით აუწერელ უბედურებას რომ ნიშნის მოგებით შეხვდე, მართლა დემონი უნდა იყო.ზვიად ძიძიგური გამოათრევთ ამას საკრებულოდან თუ ჩვენ დაგველოდებით.
Tamara Chergoleishvili19 h · ეს ადამიანი შეიძლება შერაცხადიც არაა და პასუხსაც ვერ აგებს თავის სიტყვებზე.პასუხისმგებელი ქართული ოცნებაა ეს რომ თავის რიგებში დეპუტატად ყავს და სხვა მოქალაქეების ბედს აწყვეტინებს საკრებულოში.
ელისო კილაძე13 h · ძალიან მრცხვენია, ნანა კოსტავა რომ ჩემი ქალაქის საკრებულოს დეპუტატია !იმედია, ხვალიდან აღარ იქნება !სამარცხვინო ქოცნახირი !!["აი ეს არაადამიანი , ეს არარაობა, ეს
ბოროტება ქუთაისის საკრებულოში
ფრაქციის თავმჯდომარეა" - აღშფოთებული
სამოქალაქო საზოგადოება ნანა
კოსტავას სტატუსზე image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019053112301230087.jpg)