x
image
ვიზა კოხაძე
"აი ეს არაადამიანი , ეს არარაობა, ეს ბოროტება ქუთაისის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარეა" - აღშფოთებული სამოქალაქო საზოგადოება ნანა კოსტავას სტატუსზე

imageხელისუფლება ცდილობს კიდევ ერთხელ შეიყვანოს შეცდომაში საზოგადოება და მცდარ განცხადებას ავრცელებს საკრებულოს დეპუტატ ნანა კოსტავაზე. ცნობისათვის ის მხოლოდ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს სიძულვინის ენის გამოყენებისთვის, თუმცა კოსტავა რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ქსენოფობიური, ჰომოფობიური და სიძულვილის შემცველი განცხადებების გამო დაუპირისპირდა "ქართული ოცნების" ფრაქციის წევრად და დეპუტატად კვლავ რჩება საკრებულოში.გენდერულმა საბჭომაც იმსჯელა კოსტავას სტატუსზე და მას საბჭო ერთხმად დაატოვებინეს.მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება გაავრცელა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, სადაც ვკითხულობთ: - " ქუ­თა­ი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია „ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა- კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბის“ წევ­რე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ნანა კოს­ტა­ვამ და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის გა­დად­გო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ფრაქ­ცი­ის წევ­რებ­მა დღეს (31.05.2019) გა­მარ­თულ სხდო­მა­ზე მი­ი­ღეს. ფრაქ­ცი­ას დღე­ი­დან ძელ­ქვი­ა­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ნი­კო­ლოზ ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი უხელ­მძღვა­ნე­ლებს."ზუსტად იმ დღეს როდესაც ჟურნალისტ სალომე ბარკერის 16 წლის და ტრაგიკულად დაიღუპა ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიის დროს, ვინმე ნანა კოსტავამ ნიშნისმოგებით ასეთი სტატუსი გამოუქვეყნა სალომე ბარკერს, რამაც სრულიად ქართული საზოგადოების აღშფოთება და სიბრაზე, მრისხანება გამოიწვია.imageამის შემდეგ როცა ყველამ აიტაცა კოსტავას ამაზრზენი და ოჯახის წევრებისათვის გამანადგურებელი სტატუსი, მან სტატუსი წაშალა და თავის მართლებას შეეცადა საზოგადოების წინაშე, სადაც ეს ქალბატონი წერდა: - " ჩემი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და მენ­ტა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ყო­ველ­თვის ვა­ფა­სებ და ვი­ცავ ისეთ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და ფა­სე­უ­ლო­ბებს, რო­მელ­ზეც ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო დგას და მისი შე­უ­რა­ცხყო­ფის უფ­ლე­ბას არა­ვის მივ­ცემ. არა­ვის მივ­ცემ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბი­სა და პატ­რი­არ­ქის შე­უ­რა­ცხყო­ფის უფ­ლე­ბას. სა­ლო­მე ბარ­კე­რის ეს ვი­დეო არ მო­მე­წო­ნა და დავ­დე, არ ვი­ცო­დი მისი ტრა­გე­დია. უფალ­მა და­უმ­კვიდ­როს სა­სუ­ფე­ვე­ლი მის დას. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს და ვი­ზი­ა­რებ მისი დე­დის ტრა­გე­დი­ას".

რა თქმა უნდა ეს აღარავინ აღარ დაიჯერა, რადგან მანამდე იგივე შინაარსის სტატუსებით გფამოირჩეოდა კოსტავა, როცა მან რამდენიმე წლის წინ ჟურნალისტ მაია ასათიანს შვილის გარდაცვალების შემდეგ დაუწერა: - " შვილის დაკატგვა დიდი უბედურებაა...ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად".image

აი როგორ ეხმაურებოდა სოციალური მედია ამ ქალბატონის ქსენოფობიურ სტატუსს:
Rusudan Tsirekidze17 hსასწრაფოდ მოაშორეთ ეს არსება საკრებულოს კი არა, საკუთარ შვილებსაც.ეკლესიაში დაეთრევაო და იქნებ იქ მიხედონ- ექსორციზმის პროცესია დასაწყები აშკარად.ეს ადამიანი არ არის. ეს ორი წლის წინ, მაია ასათიანის შვილის გარდაცვალებისას დაუწერია.
Rusudan Tsirekidze20 hაი ეს არაადამიანი, ეს არარაობა, ეს ბოროტება ქუთაისის საკრებულოში ქართული ოცნება-კონსერვატორების ფრაქციის თავმჯდომარეა. კედელი სავსე აქვს რელიგიური თემაზე სტატუსებით და იქვე ასეთი ბოროტებით. თმებით უნდა გამოათრიო ეს სიმახინჯე საკრებულოდან.P.S. თუ ვინმემ არ იცის, სალომე ბარკერის 16 წლის და, ანგელოზი, არის ის გოგონა, რომელიც ლაგოდეხში ექსკურსიისას ჩანჩქერში ჩავარდა და დაიხრჩო.ამ ენით აუწერელ უბედურებას რომ ნიშნის მოგებით შეხვდე, მართლა დემონი უნდა იყო.ზვიად ძიძიგური გამოათრევთ ამას საკრებულოდან თუ ჩვენ დაგველოდებით.
Tamara Chergoleishvili19 hეს ადამიანი შეიძლება შერაცხადიც არაა და პასუხსაც ვერ აგებს თავის სიტყვებზე.პასუხისმგებელი ქართული ოცნებაა ეს რომ თავის რიგებში დეპუტატად ყავს და სხვა მოქალაქეების ბედს აწყვეტინებს საკრებულოში.
ელისო კილაძე13 hძალიან მრცხვენია, ნანა კოსტავა რომ ჩემი ქალაქის საკრებულოს დეპუტატია !იმედია, ხვალიდან აღარ იქნება !სამარცხვინო ქოცნახირი !image
0
70
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0