საზოგადოებრივი ზაბახა 2019, 30 მაისი, 0:03 ძვ.წ. მე-12 საუკუნეში ჩამოყალიბდა ერთ-ერთი უძველესი ქართველურ ტომთა სახელმწიფოებრივი გაერთიანება - ზაბახა. რამდენიმე უძველეს წერილობით წყაროსთან ერთად ის მოიხსენიება ძვ.წ. 785 წლის ურარტუს მეფის - არგიშთი I-ის წარწერაში. ზაბახა მოიცავდა დღევანდელი საქართველოს რეგიონის - სამცხე-ჯავახეთის და ასევე თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე არტაანის პროვინციის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიებს. ის არსებობდა უძველესი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანებების გვერდით, მაგალითად ზაბახას სამხრეთით მდებარეობდა დიაოხი, დასავლეთით კოლხეთი, ხოლო აღმოსავლეთით - კურიანი. ზაბახა მოიცავდა ტერიტორიებს მტკვრის ზედა ნაწილში ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან ჩილდირამდე და უგურულდაკის მთებამდე. ამ ქართული სახელმწიფოს არსებობის შესახებ ინფორმაციას გვაძლევს არა მხოლოდ არტეფაქტები და არქეოლოგიური მასალა, არამედ უძველესი ასურული და ურარტული წერილობითი წყაროები. ამასთანავე ურარტული წყაროები შეიცავს უამრავ ონომასტიკურ მასალას, რომელიც ქართველთა ეთნოგენეზის შესასწავლად უმნიშვნელოვანეს ცნობებს გვაწვდის. ზაბახას სახელმწიფო ასევე მოხსენიებულია ურარტუს მეფის მენუას (ძე იშფუინისა, მეფობდა ძვ.წ. 810-786) წარწერებში, სადაც აღწერილია თუ როგორ დალაშქრა მან ქართველური სახელმწიფოები: დიაოხი, ლუშა, ზაბახა, ვიტერუხი, ქათარზა, მუსასირი, ბარშუი და სხვ. საინტერესოა ასევე ჩრდილის ტბასთან (ისტორიული საქართველოს ტერიტორია, კერძოდ ჯავახეთის, დღევანდელი თურქეთი) აღმოჩენილი ე.წ. "ტაშქოფრუს ურარტული წარწერა", სადაც ლურსმნული დამწერლობით არის მოთხრობილი თუ როგორ დალაშქრა ზაბახა ურარტუს მეფემ - სარდურ II-მ (მეფობდა ძვ.წ. 764-735 წლებში). სხვა ქართული სახელმწიფოები (არასრული სია):1. კოლხეთის სამეფო 2. დიაოხის სამეფო 3. იბერიის სამეფო 4. დიდნაურის ქალაქ-სახელმწიფო 5. ლაზიკას სამეფო 6. აფხაზთა სამეფო 7. კახეთის სამეფო 8. ჰერეთის სამეფო 9. კახეთ-ჰერეთის სამეფო 10. კახეთის სამთავრო 11. ჰერეთის სამთავრო 12. ქართლის საერისმთავრო 13. ქართლ-კახეთის სამეფო 14. თბილისის საამირო 15. ქართველთა სამეფო 16. სამცხე-საათაბაგო 17. იმერეთის სამეფო 18. ქართლის სამეფო 19. სვანეთის სამთავრო 20. გურიის სამთავრო 21. აფხაზეთის სამთავრო 22. სამეგრელოს სამთავრო 23. საქართველოს სამეფო კრებულები:1. საქართველო2. მეცნიერება3. ქართული მითოლოგია4. რელიგია5. ჰიტლერი6. ნაციზმი7. კავკასიური პროტოცივილიზაციებიავტორი: თორნიკე ფხალაძე591 2-ს მოსწონს
|