x
image
ზოგადი განათლება
''მოსწავლეს კიდევ რაღაცას გააგებინებ... მაგრამ მშობელთან თანამშრომლობა შეუძლებელია''
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორ ბერიკა შუკაკიძისგანცხადებით, სამოქალაქო განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანია და ქვეყანაში თაობების განვითარებას და ცვლილებას უნდა შეუწყოს ხელი. ამის შესახებ მან სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე ისაუბრა, სადაც საქართველოს მასშტაბით 300-მდე მასწავლებელი იმყოფებოდა.



image


„საგნის განსაკუთრებულობა გამომდინარეობს ჩვენი ისტორიული წარსულიდან, ჩვენ გვჭირდება ავტორიტეტები პატარა თემში, სკოლაში, რაიონში, გვჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებიც რაღაცას შეცვლიან. სხვათა შორის, ეს ბავშვები, შეიძლება იქცნენ ცვლილებების აგენტებად თავიანთ შინა მეურნეობებში. ჩვენ, ვინც განათლების სისტემაში ამდენი წელი ვმუშაობთ, ვიცით, რომ ერთი პრობლემაა ბავშვებთან გამკლავება საკლასო ოთახში, მეორე, უფრო რთულია მათ მშობლებთან გამკლავება, ეს არის პრაქტიკულად შეუძლებელი. მოსწავლეს კიდევ რაღაცას გააგებინებ, ითანამშრომლებ, მაგრამ მშობელთან თანამშრომლობა პრაქტიკულად შეუძლებელია. არიან მშობლები, რომლებიც ხშირად დადიან და ნერვებს გვიშლიან, არიან მშობლები, რომლებიც საერთოდ არ დადიან, გენიოსები რომ ჰყავთ და ზარმაცები, ნუ ეს ისედაც ვიცით. თქვენი საგნის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს და ვიტყვი, რომ ის რასაც თქვენ აკეთებთ, არის რაც დღეს გვჭირდება, მე არ ვამბობ, რომ ფიზიკა და ქიმია არ გვჭირდება, მაგრამ იმისათვის, რომ დემოკრატიულ ქვეყანად ვიქცეთ და დასავლურ ღირებულებებს ვეზიაროთ და შევცვალოთ ძველი თაობები ჩემი თაობის ჩათვლით, ამისთვის გვჭირდება მეტი სამოქალაქო აქტივობა“, – განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ სიტყვით გამოსვლისას.




2019 წლის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ყოველწლიურ ღონისძიებაზე რეგიონების მიხედვით, სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლები დააჯილდოვეს და სპეციალური საჩუქრები გადასცეს. კონფერენცია-გამოფენა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური უზრუნველყოფით ჩატარდა.



3
203
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
203
  
2019, 29 მაისი, 21:24
სამწუხაროდ სულ ეგეთები ზის დღეს თანამდებობებზე ..კვალიფიციური კადრების ,,დეფიციტია "მთავრობასა და საჯარო სამსახურებში...
გეთანხმებით ნატო,
ეს ადამიანი, ერთი ცნობილი ფილმის პერიფრაზა რომ ვიხმაროთ, არის"თანამდებობისთვის შეუფერებელი".
2019, 28 მაისი, 9:49
არ ვიცი ვინ არის ეგ ადამიანი საერთოდ ,მაგრამ ვთვლი რომ ეს განათლებაზე ვერ უნდა საუბრობდეს,რადგანაც პირადად მას ელემენტარულ ეთიკაზე წარმოდგენა საერთოდ არ გააჩნია.რას ნიშნავს
მშობელთან თანამშრომლობა შეუძლებელია? კეთილი ინებოს და განმარტოს და ისიც განმარტოს რას ნიშნავს მშობლები დადიან და ნერვებს გვიშლიან.ეს კაცი იმ პოზიციაზე არ უნდა მუშაობდეს სადაც მუშაობს ,აშკარად იკვეთება მისი არაკვალიფიციურობა
0 1 3