სიახლეები შვედეთში მსოფლიოში ყველაზე პატარა "მაკდონალდსი" ააშენეს...ფუტკრებისთვის 2019, 24 მაისი, 14:12 შვედეთში სწრაფი კვების რესტორნის- „მაკდონალდსის“ შემცირებული ვერსია შექმნეს, რომელიც ფუტკრებისთვისაა გათვალისწინებული. როგორც გამოცემა Adweek-ი წერს, ეს არის „მაკდონალდსის“ ბრენდის ყველაზე პატარა შენობა მსოფლიოში. კონსტრუქციაში ათასი ფუტკარი ეტევა. შიგნით ფუტკრის დაახლოებით 10 ფიჭაა. მინიატურული ზომის მიუხედავად, არაჩვეულებრივი სკა მთლიანად იმეორებს რესტორნის დიზაინს. სკა ფუტკრების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 20 მაისს აჩვენეს. მისი დიზაინერია ნიკლას ნილსონი( Nicklas Nilsson), შვედეთში „მაკდონალდსის" მფლობელები აპირებენ ასეთი სკები ზოგიერთი რესტორნის სახურავზე განათავსონ. გასული წლის მაისში ამერიკელ უოლეს ლიზერვუდს((Wallace Leatherwood) საკუთარი სატვირთოთი კონტეინერით გასაყიდად გადაჰყავდა 3 000 ფუტკარი, გზად იგი საჭმელად გადავიდა, უკან როდესაც დაბრუნდა, აღმოაჩინა, რომ მანქანა.ის კაბინა ფუტკრებით იყო სავსე, ისინი კონტეინერებიდან გამოსულიყვნენ. მამაკაცმა გარისკა და ფუტკრებთან ერთად გზა განაგრძო, ასე გაიარა 65 კილომეტრი. "არ მინდოდა ფუტკრების დაკარგვა, 165 დოლარი ღირს ყოველი ყუთი"-აღიარა მოგვიანებით მამაკაცმა. 152 4-ს მოსწონს
|