x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე სასარგებლო რჩევები ქალბატონებისთვის... და არა მარტო
image

image

ჰოროსკოპი ქალბატონებისთვის: გაიგეთ რომელი დედოფალი ხართ (დაბადები თვის მიხედვით)


image


როგორც ამბობენ, ყველა ქალი დედოფალია და რაზეც ოცნებობს, ყველაფერს იმსახურებს! ასე, რომ, ქალბატონებო, გვირგვინები გაისწორეთ და «დედოფლების მეჯლისს» ეწვიეთ. გთავაზობთ იმაში გარკვევას, თუ რომელი დედოფალი ბრძანდებით, დაბადების თვის მიხედვით. გაგრძელება >>>



ახალგაზრდობის გახანგრძლივება «ჰოლივუდურად»


image


ამერიკელ ექიმ-დერმატოლოგს ჰაროლდ ლანსერს თავის სახეს ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე, სკარლეტ იოჰანსონი და ბევრი სხვა ვარსკვლავი და ცნობილი ადამიანი ანდობს.

აქ თავის მოვლის 20 მთავარ რეკომენდაციას გთავაზობთ, აშშ-ში ყველაზე ცნობილი დერმატოლოგ-კოსმეტოლოგისგან: გაგრძელება >>>



კანი ახალშობილივითსასწაულმოქმედი პროცედურა სახლის პირობებში



image


რაში მდგომარეობს ამ ნიღბის საიდუმლო?

ეს წყალია, რომლის გარეშე, არ არსებობობს არაფერი დედამიწაზე და მათ შორის, არც ლამაზი, მკვრივი და ხავერდოვანი კანი.

ისეთი კანის მისაღებად, როგორიც ახალშობილებს აქვთ, ჯერ ორგანიზმი შიგნიდან უნდა გავაჯეროთ წყლით. 1, 5-2 ლ. წყლის დალევა, ერთი დღის მანძილზე, სავსებით საკმარისი იქნება. გაგრძელება >>>



5 ფაქტორი, რომელიც ნაადრევ სიბერეს იწვევს


image


გაუწყლოება, არასწორი კვება, სტრესი და შფოთვა ასუსტებს იმუნიტეტს და შეუძლია ჩვენი ორგანიზმის სიბერის პროცესის დაჩქარება.

დღემდე არ არსებობს რაიმე სახის სამეცნიერო აღმოჩენა, არც საოცარი ელექსირი, რომელიც შეძლებდა დროის შეჩერებას. სიბერე – ადამიანის ორგანიზმისთვის ბუნებრივი პროცესია, რომელიც უნდა მივიღოთ ისე, როგორც საჭიროა – არ დავკარგოთ სიმშვიდე და ოპტიმიზმი. ამასთან, დამტკიცებულია იმ ფაქტორების არსებობა, რომელთაც შეუძლიათ სიბერის შეჩერება ან დაჩქარება. ეს გულისხმობს ჩვენს ჩვევებს, ცხოვრების წესს, რომელსაც ვეწევით. როდესაც არასაკმარისად ვზრუნავთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, უფრო ადრე ჩნდება ნაოჭები, კანი კი სიმკვრივეს კარგავს. აგრძელება >>>



10 ჩვევა, რის გამოც ნაოჭები ჩნდება


image


ყველა ჩვენგანი იმაზე ფიქრობს, რომ რაც შეიძლება დიდხანს გვქონდეს ახალგაზრდული და ელასტიური კანი. უამრავ ფულს ვხარჯავთ ძვირადღირებულ თავის მოვლის საშუალებებზე და სასწაულმოქმედ კრემებზე. თუმცა, მთელი ეს ძალისხმევა ამაოა, თუ ის მავნე ჩვევები გვახასიათებს, რაც ხელს უწყობს სიბერის პროცესს. გაგრძელება >>>



როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი სხეული 40 წლის შემდეგექსპერტთა რჩევები


image


რაც უფრო გვემატება ასაკი, მით უფრო რთულია მკაცრი დიეტების დაცვა და კილომეტრების გარბენა ზედმეტი კილოგრამებისაგან გასათავისუფლებლად. ჰორმონალური ცვლილებები, დაღლილობა, დასვენების სურვილი და სტრესის გამო, სამსახურში თუ პირად ცხოვრებაში, რაიმე გემრიელის ჭამა – ლამაზი სხეულის მუდმივი მოწინააღმდეგეები არიან. გაგრძელება >>>



ვამსხვრევთ მითებს კოსმეტიკის შესახებ


image


ძალიან ხშირად, თავის მოვლის საშუალებების შერჩევისას ყველაზე დიდ გავლენას რეკლამა ან თვალისმომჭრელი შეფუთვა ახდენს. თუმცა, ვიზაჟისტი და კოსმეტოლოგიის ექსპერტი პაულა ბეგუნი თვლის, რომ მწარმოებლების ნდობა ბოლომდე არ შეიძლება, რადგან მათ მყიდველებზე ზემოქმედების უამრავი ხრიკი და ბერკეტი აქვთ. მათ შორის 10–ს აქ წარმოგიდგენთ: გაგრძელება >>>



შხაპის მიღებისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა დავივიწყოთ


image


შხაპი – ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მომადუნებელი პროცედურაა. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ზოგიერთი რამ, რომლის კეთებასაც, შხაპის მიღებისას, ჩვევად გვაქვს, უფრო მეტ ზიანს გვაყენებს, ვიდრე სარგებლობა მოაქვს. დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ გადავეჩვიოთ ამ მავნე ჩვევებს, თუ ჯანმრთელი კანის და თმის შენარჩუნება გვინდა.

აქ წარმოგიდგენთ ყველაზე ხშირად დაშვებულ 9 შეცდომას, რომელიც სასწრაფოდ უნდა დავივიწყოთ: გაგრძელება >>>



თმის მოვლის 7 ოქროს წესი


image


№ 1 თავი იმდენად ხშირად დაიბანეთ, რამდენადაც ამის საჭიროება გექნებათ

ვირის მანძილზე თავის და შესაბამისად, თმის დაბანის სიხშირე — თითოეული ადამიანის ინდივიდუალურად მისაღები გადაწყვეტილება არის, რომელიც თმის ტიპზე, თავის კანის მდგომარეობაზე და წლის სეზონზე არის დამოკიდებული. შამპუნი თავის კანის ტიპზე უნდა იყოს მორგებული, რადგაი სწორედ მასზე გროვდება ცხიმი — თმის დაბინძურების ძირითადი მიზეზი. მაგრამ, ნუ იფიქრებთ, რომ ცხიმი თქვენი მტერია და არა ღირს მეტისმეტად აგრესიული შამპუნის შერჩევა – კანის ცხიმი თმას დაზიანებისგან იცავს, ხოლო თავის კანს გამოშრობისგან. გაგრძელება >>>



ჩაცმის სტილი 160 სმ-მდე სიმაღლის გოგონებისთვის და ქალბატონებისთვის


image


მინიატურული გოგონები – მშვენიერები არიან (მაღლების საწყენად არ არის ნათქვამი). გავიხსენოთ კაილი მინოუგი (155 სმ), სალმა ჰაიეკი (157 სმ), შაკირა (150 სმ), დები ოლსონები (155 სმ), მადონა (158 სმ) და ბევრი სხვა ვარსკვლავი, რომლებიც «პატარები» არიან, მაგრამ ყველაზე მეტად «ანათებენ».
სიდაბლე პრობლემა არ არის, მაგრამ ისეც ხდება, რომ დროდადრო დაბალ გოგობებსაც უნდათ, რომ ცოტა მაღლები გამოჩნდნენ, თუნდაც მხოლოდ ვიზუალურად. როგორ უნდა შეარჩიონ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომ იმაზე მაღლები გამოჩდნენ, ვიდრე სინამდვილეშ არიან (ფეხსაცმლის ქუსლები არ ითვლება)? რა უნდა ჩაიცვან და რაზე უნდა თქვან უარი? გაგრძელება >>>



სამოსთან დაკავშირებული 20 ელემენტარული ხრიკი, რომლის არცოდნა სირცხვილია


image


მდიდრული და ელეგანტური გარეგნობა – მხოლოდ ტრენდებზე არ არის დამოკიდებული და შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ არის დამოკიდებული. მთავარია სამოსის სწორედ შერჩვა და კომბინირება, როგორც სამოსის სხვა ელემენტებთან, ისე აქსესუარებთან! სწორედ შერჩეული ტანსაცმლით, შეიძლება საკუთარი სხეულის ღირსების წარმოჩენა, და ასევე, ნაკლის დამალვა. გაგრძელება >>>



გინდათ, რომ მოდურად გამოიყურებოდეთ?


image


იმისთვის, რომ მოდური ტრენდების შესახებ ინფორმაცია მიიღოთ, მხოლოდ მოდური ჟურნალების თვალიერება საკმარისი არ არის. დღეს სულ უფრო მეტი დიზაინერი აცმევს და აქსესუარებით ამარაგებს კინოგმირებს და შეიძლება ითქვას, რომ კინო ერთგვარ პოდიუმადაც იქცა.

კინო, თავისი შექმნის დღიდან, საზოგადოებაში მოდური ტენდენციების, სტილის და იდეების დამკვიდრებას უწყობს ხელს. ხშირ შემთხვევაში, წარმატებული ეკრანული იმიჯის შემდეგ, მსახიობები მხოლოდ პოპულარულები კი არა, მიბაძვის ობიექტებიც ხდებიან, რადგან მათი გმირების სამოსი, ისევე კარგად ამახსოვრდება მაყურებელს, როგორც ფილმები, მათი მონაწილეობით. გაგრძელება >>>



თუ გინდათ, რომ ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებოდეთ, სამოსის შერჩევის ეს წესები გაითვალისწინეთ!


image


სამოსის შერჩევა, რომ საპასუხისმგებლო საქმეა, — სუსტი სქესის ყველა წარმომადგენელმა იცის. ხარისხიანი და ლამაზი ნივთების შეძენაზე უფრო მნიშვნელოვანი, ის არის, რომ ის თქვენი სხეულის წყობას, - გარეგნობას შეესაბამებოდეს.
სამოსის შერჩევისას, შეცდომა რომ არ დაუშვათ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი სხეულის ტიპი უნდა დაადგინოთ და ბრძნული რეკომენდაციები გაითვალისწინოთ, თუ როგორი სამოსის შერჩევა ღირს, რომ თავი დედოფლად იგრძნოთ! გაგრძელება >>>



როგორ გავარჩიოთ ბრენდული სამოსი, კარგი ხარისხის ან იაფფასიანი პატენტისგან?


image


1. უპირველეს ყოვლისა, უნდა შევამოწმოთ ქსოვილის ხარისხი. ამის გაკეთება, მისი სინათლესთან მიტანით შეიძლება.

რაც უფრო თხელია ქსოვილი, მით უფრო მაღალია სამოსის ხარისხი!

2. ქსოვილის ხარისხის შემოწმების მეორე ეტაპზე, მუჭაში მოაქციეთ ის, მუშტი მჭიდროდ შეკარით და რამდენიმე წამი მოჭმუჭნილ მდგომარეობაში გააჩერეთ.

ხელის გაშვების შემდეგ, თუ ქსოვილი მაშინვე გასწორდა, ე. ი. კარგი ხარისხის არის. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე წამიან მოჭმუჭვნას ვერ გაუძლო და დაიჭმუჭნა, სავარაუდოდ, მალე გაცვდება. გაგრძელება >>>



სამკაულის და სხვა აქსესუარების ტარების 10 წესი


image


ყველანი ადამიანები ვართ და ყველა ვუშვებთ შეცდომებს და ხანდახან, ეს დასაშვებ ჩარჩოებს სცილდება. ძალიან გვიყვარს ნაირ-ნაირი სამშვენისები, რომლებიც ჩვენი აზრით, ძალიან უხდება სამოსს… მაგრამ, შეიძლება, ისე ვერ შევარჩიოთ აქსესუარები, როგორც საჭიროა.
აქ წარმოგიდგენთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს, რომლებსაც ხშირად უშვებენ, აქსესუარების შერჩევის დროს: გაგრძელება >>>



12 მოდური ვარცხნილობა, რომელიც ყველას უხდება!


image


არაფერი ამშვენებს ქალს ისე, როგორც კარგად შერჩეული ვარცხნილობა. მოდური და დახვეწილი ვარცხნილობა ხაზს გაუსვამს თქვენი სახის ღირსებებს და დამალავს ნაკლს (თუ გაქვთ), დაგეხმარებათ საკუთარი ინდივიდუალობის გამოხატვაში, ხოლო ყველაზე მთავარი ის არის, რომ თქვენც და ირგვლივ მყოფ ადამიანებს, ხასიათს გამოგისწორებთ! გაგრძელება >>>



მოდური ფერის ტონები და შეღებვის ტექნიკა მოკლე თმაზე


image


თმის ხელოვნური შეღებვით, ყველაზე ჩვეულებრივი ვარცხნილობის გალამაზება არის შესაძლებელი. ხან ისეც ხდება, რომ ქალბატონები ვარცხნილობის შეცვლისთვის მზად არ არიან (ზოგი ერთი ვარცხნილობით თითქმის მთელ ცხოვრებას ატარებს), მაგრამ ფერის შეცვლაზე ადვილად თანხმდებიან.

არსებობს მოკლე თმის შეღებვის უამრავი ტექნიკა და მეთოდი. ყოველი მათგანის გამოყენება ძირითადი აქცენტების განსაზღვრით ხდება. თმის ფერი ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ადამიანის გარეგნობას. მთავარია, ისეთი სტილისტის შერჩევა, რომელიც სწორედ შეარჩევს საღებავის ფერს და შეღებვის ტექნიკას. გაგრძელება >>>



ბედნიერი ქორწინების საიდუმლო


image


ცოლ-ქმარმა ერთთად დიდხანს და ბედნიერად იცხოვრა. მათ დაფარული არაფერი ჰქონდათ, უკლებლად ყველა საიდუმლოს ერთმანეთს უზიარებდნენ. მაგრამ, იყო ერთი რამ… ცოლმა ქმარს სთხოვა, რომ არასდროს ჩაეხედა ფეხსაცმილს ძველ კოლოფში, რომელიც მისი კარადის ზედა თაროზე ინახებოდა. ქმარს არც არასდროს უკითავს, მასში რა იყო. ის ფიქრობდა, რომ რაღაც პირადი, ქალური იქნებოდა… გაგრძელება >>>



სუნამო, ტუალეტის წყალი, პარფიუმიგანსხვავება და სურნელის ხანგრძლივობა


image


განსხვავება ამ სურნელოვან პარფიუმერიის ნაწარმებს შორის, მათ შემადგენლობაში არსებული ძირითადი კომპონენტის – ზეთის კონცენტრაციით განისაზღვრება.

სუნამოს, ტუალეტის წყალის და პარფიუმის შექმნის დროს, სურნელოვანი ნივთიერების (ზეთი) განზავება ხდება სპირტში და წყალში. რაც უფრო დიდია ზეთის კონცენტრაცია, მით უფრო ხანგრძლივია სურნელი, მისი მოხმარების დროს: გაგრძელება >>>



ქალის 10 სუნამო, რომელიც ნებისმიერ მამაკაცს აღაფრთოვანებს


image


არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ სურნელი ადამიანის ქვეცნობიერზე მოქმედებს. ამით შეუძლია ნებისმიერმა ქალმა ისარგებლოს, ვისაც საწინააღმდეგო სქესის მიზიდვა და მოხიბვლა სურს.

სტატიაში წარმოგიდგენთ სუნამოების ჩამონათვალს მშვენიერი ქალბატონებისთვის, რომელიც ნებისმიერ მამაკაცს მოხიბლავს. გაგრძელება >>>



რა უნდა მიირთვან ფეხმძიმეებმა მომავალი ბავშვის IQ ასამაღლებლად


image


კანადელი მეცნიერების კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ქალბატონების შვილების IQ გაცილებით მაღალია, რომლებიც ფეხმძიმობის დროს ყოველდღიურად იღებდნენ ხილს.

მეცნიერებმა ერთი წლის ჩვილების 688 მონაცემი გაანალიზეს; გამოიკვლიეს ფაქტორების მაქსიმალური რაოდენობა, რომელთაც მათ განვითარევაბაზე იქონიეს გავლენა. გაგრძელება >>>



სწორი ფრაზები ბავშვის სამართავად


image


«დაალაგე სათამაშოები!», «დაიბანე ხელები!», «ჩქარა წადი დასაძინებლად!» — ამ მითითებების შესრულებას ბავშვები რატომღაც არასოდეს ჩქარობენ. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მათ არ უნდათ დროის დახარჯვა ასეთ უინტერესო საქმეებზე. ერთადერთი საშუალება რომ ბავშვმა სწრაფად შეასრულოს დავალება ის არის, რომ ეს ყველაფერი, მათთვის საინტერესო გახადოთ. დაღლილი მშობლები იტყვიან: სამაგისოდ არა გვცალია, მაგის ძალა და ნერვები არა გვაქვს, არ ვიცით… რა თქმა უნდა იცით! უბრალოდ, თამაშში უნდა ჩაერთოთ. ბავშვსაც ესიამოვნება და თქვენც გახალისდებით. გაგრძელება >>>



ის, რაც ბავშვმა მშობლებისგან უნდა მოისმინოს


image


არის სიტუაციები, როდესაც ჩვენ არ ვიცით როგორ მოვექცეთ ბავშვებს, გამოვხატოთ ჩვენი მისადმი დიდი სიყვარული, გავხადოთ ის ბედნიერი, აღმოვაჩინოთ მასში ნიჭი და მივცეთ მას გასაქანი. ეს ყოველივე ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია! ფსიქოლოგებმა და გამოცდილმა პედაგოგებმა შეადგინეს ფრაზების (და არა მარტო) სია, რომელიც მშობლებს დაეხმარება ბავშვებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში. გაგრძელება >>>



ბავშვის აღზრდაში დაშვებული 7 მთავარი შეცდომა, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს მის მომავალზე


image


მშობლები უდიდეს ძალას და ენერგიას ხარჯავენ იმისთვის, რომ საკუთარ შვილებს არაფერი მოაკლონ და ყველაფერი საუკეთესო მისცენ. მაგრამ, სამწუხაროდ, მეტისმეტი სიყვარული და ზრუნვა, ხელს უშლის მათში დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობის და ლიდერის უნარების განვითარებას.

აღნიშნული საკითხი დეტალურად შეისწავლა ლიდერობის ამერიკელმა ექსპერტმა ტიმ ელმორმა (Tim Elmore) (25 აღმზრდელობითი წიგნის და არაერთი ბესტსელერის ავტორი, Growing Leaders («ლიდერის აღზრდა») ორგანიზაციის პრეზიდენტი) და მშობლების მიერ დაშვებული ტიპიური შეცდომები გამოავლინა, რომლებიც ხელს უშლის ბავშვს, მომავალში, წარმატების მოპოვებაში. გაგრძელება >>>



100-ზე მეტი იდეა ჩხირებით ქსოვის მოყვარულთათვის (მოდელები, სქემები, უზორები)


image


პირველი, რაც თავში მოსდის დამწყებ მქსოველს, — ეს, რა თქმა უნდა, არის აზრი, შარფის ან სნუდის მოქსოვის შესახებ. ქვემოთ წარმოდგენილია ამ სახის სამოსის რამდენიმე მოდელი, რომლის მოქსოვას, დამწყები ქსოვის მოყვარული აუცილებლად შეძლებს.

მას არც შალის, პალანტინის და პონჩოს ქოვის უნდა ეშინოდეს — რადგან, აქაც მოიძებნება მოდელები, რომლებსაც თავისუფლად გაუმკლავდება ის, ვინც სულ ცოტა ხნის წინ, აიღო ხელში ჩხირები.

და ბოლოს, თუ თქვენ არ გაშინებთ დიდი ზომის პროექტები, «კარიერის დასაწყისში», თავისუფლად შეგიძლიათ მოქსოვოთ პლედი. მაგრამ, თუ პლედი, მეტისმეტად მასშტაბურად გეჩვენებათ, შეგიძლიათ, მაგ., ბალიშის პირით ან ჩვილი ბავშვის საძილე ტომრით დაიწყოთ. გაგრძელება >>>



ყაისნაღით ქსოვა. პირველი გაკვეთილი, იდეები, მოდელები, სქემები, უზორები (მოცემულია 100-ზე მეტი ნიმუში)


image


ყაისნაღით ქსოვისთვის, აუცილებელია სპეციალური სიმბოლოების ცოდნა. ამის გარეშე ქსოვა, ფაქტიურად, შეუძლებელია. მაგრამ, სქემის კითხვას თუ ისწავლით, ჩათვალეთ, რომ ნახევარი საქმე მოგვარებული გაქვთ და მხოლოდ დრო იქნება საჭირო, უნიკალური და ორიგინალური სამოსის თუ აქსესუარების შესაქმნელად.
ყველა სქემა პირობითი ნიშნების ნაკრებს წარმოადგენს და ეს ნიშნები, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქვეყანაში ერთნაირი ფორმის და შინაარსის არის. თუმცა, შეიძლება, ოდნავ განსხვავდებოდეს კიდეც. მაგრამ, ყველა სქემაზე პირობითი ნიშნები და მისი შინაარსი მოცემულია, ისევე, როგორც გეოგრაფიულ რუკაზე ლეგენდა. აქ ყაისნაღით ქსოვის ძირითადი სიმბოლოები არის მოცემული, მოქმედების საფეხურებით და ეს სავსებით საკმარისია ქსოვის შესწავლის I ეტაპისთვის: გაგრძელება >>>



ხრიკები ქსოვის პროცესის გასამარტივებლად


image


ქსოვა რომ სიამოვნებაა და ნერვებსაც აწყნარებს, ამის შესახებ ყველამ იცის. მაგრამ, როგორც ამბობენ, უნაკლო არავინ და არაფერია. ქსოვა სიამოვნებაა, მაგრამ მანამდე, ვიდრე ძაფები აიხლართება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ქსოვისას არა ერთი, არამედ ერთდროულად, რამდენიმე ფერის ძაფი გამოიყენება.

აქ წარმოგიდგენთ რამდენიმე ხრიკს, რომელიც ქსოვის პროცესსაც გაგიმარტივებთ და მას უფრო სრულყოფილ «წამლად» აქცევს.

ძაფის გორგალი, ქსოვის დროს, რომ «არ გაიქცეს», სპეციალური სისტემის შექმნა შეიძლება... საკანცელარიო სამაგრის გამოყენებით. გაგრძელება >>>



მორჩენილი საქსოვი ძაფების გამოყენების იდეები. მეორადი (ნაშალი) ძაფის განახლების ხერხი


image


ქსოვის ყველა მოყვარულს, დროთა განმავლობაში, დიდი რაოდენობით მორჩენილი ძაფები უგროვდება და ჩნდება კითხვა — რაში შეიძლება ამ ძაფების გამოყენება? ამ სტატიას თვალს თუ გადაავლებთ, დარწმუნდებით, რომ ძაფების «კოლექციის» გამოყენების უამრავი ვარიანტი არსებობს! პატარ-პატარა გორგლებით უნიკალური აქსესუარების შექმნა შეიძლება, რომლებიც ცნობილი დიზაინერების პროექტებს არაფრით ჩამოუვარდება.

მაშ, ასე, რა შეიძლება მოვქსოვოთ და რითი დავიწყოთ? გაგრძელება >>>



ულამაზესი სამაჯურები, საყურეები და ყელსაბამები! სამკაულის 150 იდეა, ყაისნაღით და ჩხირებით ქსოვისთვის


image


უამრავი სახის სამკაული არსებობს: ძვირფასი, ნახევრადძვირფასი, მეტალის, ხის... მაგრამ, ყველაზე მრავალფეროვანი და ნაირსახოვანი, როგორც ტექსტურის, ისე ფერადოვანი თვალსაზრისით, ნაქსოვი სამკაული არის. ამ სფეროში დახელოვნებულმა დიზაინერებმა იციან, რომ მასში უდიდესი პოტენციალი და შესაძლებლობები არის. ხოლო, მათ, ვისაც ამ მხრივ, გამოცდილება არა აქვთ, შეუძლიათ სამკაულების კეთება საყურეებით დაიწყონ: გაგრძელება >>>



ბრაზილიური (3 D) ქარგვა (+ ვიდეო გაკვეთილი)


image


მოცულობითი ქარგვა (3 D) ანუ ბრაზილიური ნაქარგი – არის ზედაპირული ქარგვის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა და ახლაც სარგებლობს ბრაზილიაში. ქარგვის მოცულობითი სახეობა, ძირითადად, ყვავილების ქარგვისას გამოიყენება. გარდა ამისა, ბრაზილიური გვირისტულები ქარგვის სხვა სახეობებშიც არის გამოყენებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის ქარგვისას, გვირისტულები არა ერთი (როგორც ჯვრით ქარგვის დროს), არამედ, რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით იქმნება. გაგრძელება >>>



სამოსის 20 მოდელი, რომლის შესაქმნელად სპეციალური უნარ-ჩვევები საჭირო არ არის


image


ქალისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ის კი არ არის, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს, არამედ იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მსგავსი სამოსი სხვასაც არ ეცვას. ამიტომ, კარგი იქნება, კაბას მკერავთან თუ შეიკერავთ და კიდევ უფრო იაფად გამოხვალთ, თუ ამას თავად მოახერხებთ!

აქ წარმოდგენილი მოდელები ძალიან მარტივი შესაკერია და მათ შესაქმნელად, განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება საჭირო არ არის. გაგრძელება >>>



ფეხსაცმლის შეძენის და მოვლის წესები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს


image


ხშირად, როდესაც ახალ ფეხსაცმელს ვყიდულობთ, გვავიწყდება კომფორტის და იმის შესახებ, რომ ამ ფეხსაცმლით, მინიმუმ, ერთი სეზონი მაინც უნდა ვიაროთ. ამიტომ, ფეხსაცმელი მაქსიმალურად მოსახერხებელი უნდა იყოს. იმისთვის, რომ თქვენ მხოლოდ ლამაზი კი არა, კომფორტული ფეხსაცმელი შეიძინოთ, ქვემოთ მოცემული 5 ოქროს წესი უნდა გამოიყენოთ: გაგრძელება >>>



პრაქტიკული და კრეატიული იდეები თქვენი სახლის მოსაწყობად


image


ყველა ადამიანს უამრავი იდეა აქვს, თუ როგორი უნდა იყოს მისი საოცნებო სახლი. ზოგს უბრალოდ აუზი სურს, მაშინ როცა სხვებს საცხოვრებელი ჭკვიანი თანამედროვე დიზაინით უნდა ან ისე რომ ბუნების ელემენტებს შეიცავდეს. არა აქვს მნიშვნელობა რომელი დეტალი აქცევს თქვენი ოცნების სახლს უნიკალურად, აქ მთავარია თქვენ იგრძნოთ თავი კომფორტულად და ბედნიერად, რაშიც დაგეხმარებათ ის რამდენიმე რჩევა, რომელიც ამ სტატიაშია მოცემული. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა პრაქტიკული და მისაღები იყოს თქვენთვის, ზოგი – ნაკლებად. ეს თქვენს საჭიროებებზე და შინაგან მოთხოვნილებებზეა დამოკიდებული. გაგრძელება >>>



სასარგებლო იდეებიროგორ გამოვიყენოთ თავისუფალი სივრცე სახლში


image


ინტერიერის დიზაინის არსი მდგომარეობს სივრცის ჭკვიანურად გამოყენებასა და ავეჯის პრაქტიკულად და კომფორტულად მოწყობაში. ჩვეულებრივ, სახლებში ძალიან დიდი სივრცე რჩება აუთვისებელი. ამისათვის ამ სფეროს ექსპერტთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია, რათა სასურველი შედეგი მიიღოთ. მაგალითად, კიბის ქვეშა სივრცეს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, შესაბამისად უნდა ეცადოთ, რომ ის რაც შეიძლება გონივრულად გამოიყენოთ. გაგრძელება >>>

imageimageimage

image

image




2
139
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
139
  
2019, 24 მაისი, 22:56
მადლობა
2019, 24 მაისი, 9:19
ბრავო! როგორც ყოველთვის :-)
0 1 2