x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ძირეული განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის

image


განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის ფუნდამენტალური არის. გენდერული თავისებურებები აისახება როგორც ფიზიკურ, ისე ნეირონულ დონეზე.

imageტვინი

image

დანიელმა მეცნიერმა ბერტ პაკენბერგმა დაადგინა, რომ მამაკაცის ტვინში 4 მილიონით მეტი უჯრედია, ვიდრე ქალის ტვინში, მაგრამ ტესტების მიხედვით, ქალებს 3% უკეთესი შედეგები აქვთ, ვიდრე კაცებს.
აღმოჩნდა, რომ ამის მიზეზი ე. წ. კორძიანი სხეული არის, რომელიც «სადენის» ფუნქციას ასრულებს თავის ტვინის ორ ნახევარსფეროს შორის. ქალებს ეს სხეული უფრო სქელი აქვთ, ვიდრე კაცებს, შესაბამისად, ქალის ტვინის ნახევარსფეროებს შორის კავშირი 30% უფრო დიდია.

მამაკაცის ტვინი სპეციალიზირებული და დაყოფილია ცალკეულ განყოფილებებად. იმის გამო, რომ მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს შორის კავშირი დიდი არ არის, მამაკაცს შეუძლია, ხარისხიანად, მხოლოდ ერთი რამის კეთება და მასზე სრულად კონცენტრირება. მაგ., მეომარი კარგად ერკვევა საბრძოლო ტაქტიკაში, მონადირე ნადირობაში და ა. შ. ხოლო დიასახლისს შეუძლია დაალაგოს, სადილი მოამზადოს, რამე გამოაცხოს, ბავშვებს მიხედოს, თუ საჭიროა, ავადმყოფს მოუაროს, ქსოვოს ან კეროს. და თუ ქალი მუშაობს, მის ამ საქმიანობას სახლის საქმეებიც ემატება.

დამატებითი კავშირების გამო, ქალს შეუძლია მანქანის მართვასთან ერთად ისაუბროს და ეს არანაირად არ იმოქმედებს მანქანის მართვაზე, ხოლო მამაკაცი მსგავს სიტუაციაში, დუმილს ამჯობინებს. ის მთლიანად მანქანის მართვაზე არის კონცენტრირებული.
თუ კაცი კითხულობს, თითქმის არაფერი ესმის, თუ რა ხდება მის ირგვლივ. ხოლო თუ მას იმ მომენტში დაელაპარაკებიან, როდესაც პირს იპარსავს, იმის შანსი რომ კანს გაიჭრის, თითქმის 100%.
რაც შეეხება ქალს, ის როდესაც კითხულოს, ირგვლივ ყველას და ყველაფერს აკონტროლებს.

მამაკაცების ტვინის ელექტროაქტივობა ძილში 70%-ით ეცემა, ხოლო ქალის – მხოლოდ 10%-ით, იმიტომ რომ ის გამუდმებით სახლს და შვილებს «დარაჯობს».

imageმეტყველება

imageმამაკაცს ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში აქვს ცენტრი, რომელიც მეტყველებაზე არის პასუხისმგებელი, და თუ ის ტვინის ამ ნახევარსფეროს ტრამვას მიიღებს, ლაპარაკს ვეღარ შეძლებს.

ქალის შემთხვევაში, მეტყველებაზე პასუხისმგებლობა ორ ცენტრს აკისრია: უფრო მეტი – მარცხენა ნახევარსფეროს, ნაკლები – მარჯვენას. ქალი რომ დადუმდეს, თავის ტვინის სერიოზული ტრამვა უნდა მიიღოს.
მამაკაცის მეტყველება ტერმინების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მაშინ როდესაც ქალის მეტყველება უფრო მეტად ინტონაციური და ემოციური არის. ურთიერთობის აწყობა საუბრით – წმინდა ქალური საქმე არის, ამის გამო ისინი კარგი ადვოკატები, მასწავლებლები და აღმზრდელები არიან. ქალი ყოველთვის თანამოსაუბრესთან საუბრობს, ხოლო კაცი – საკუთარ თავთან... და ამ დროს დუმს.

ქალს შეუძლია დღეში 8 000 სიტყვა თქვას, 3 000 ბგერა და 10 000-მდე არავერბალური სიგნალი გამოსცეს. მამაკაცი დღეში 4 000 სიტყვას ამბობს, გამოსცემს 2 000 ბგერას და აკეთებს 3 000-მდე ჟესტს.

imageსივრცეში ორიენტირება

imageქალების უმრავლესობის სუსტი მხარე – სივრცეში ორიენტირება არის. ტროტუარის ახლოს, მის პარალელურად მანქანის პარკირება კაცების 82% შეუძლია, ამასთან, 71%-ს პირველსავე ცდაზე. ქალები ასეთი მაჩვენებლებით ვერ დაიკვეხნიან – მხოლოდ 22% შეუძლია მანქანის ტროტუართან პარკირება და ისიც, რამდენიმე ცდის შემდეგ.
სერიოზული პრობლემები აქვთ ქალებს გეოგრაფიულ რუკებთან დაკავშირებითაც. 1998 წელს ინგლისში ექსპერიმენტი ჩაატარეს: გამოუშვეს ბრიტანეთის ორი რუკა – ერთზე სტანდარტული რუკა იყო, მეორეზე – გადაბრუნებული გამოსახულება. გადაბრუნებული რუკა 15 000 ქალმა შეიძინა. მათ მოეწონათ, რომ სამხრეთში მოგზაურობის დროს, რუკის გადაბრუნება საჭირო არ იქნებიდა.image

მხედველობა

imageადამიანის თვალის ბადურაზე თითქმის 7 მილიონი რეცეპტორ–«კოლბები» არის, რომლებიც ფერს აღიქვამენ. მათ მუშაობაზე პასუხისმგებელი Х-ქრომოსომა არის. ქალებს ის ორი აქვთ –ХХ, და მათი ფერის აღქმის პალიტრა ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე კაცების.

ქალები ფერებზე საუბრის დროს ამბობენ: «ზღვის ტალღის ფერი», «ატმის ყვავილის ფერი», «რძიანი ყავის ფერი». ხოლო მამაკაცები ყოველთვის სტანდარტულ ფერებს ახსენებენ: ლურჯი, ყავისფერი, ვარდისფერი...
მამაკაცებს უფრო მეტად, გვირაბისებური მხედველობა აქვთ განვითარებული. ისინი ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ იმას ხედავენ, რაც უშუალოდ მათ წინ არის და ყურადღებას არ აქცევენ წვრილმანებს. სამაგიეროს, ისინი უკეთესად ხედავენ ღამე და ზუსტად განსაზღვრავენ მანძილს ობიექტამდე.

ქალებს კარგად აქვთ განვითარებული პერიფერიული მხედველობა. მათი უმრავლესობის ხედვის არე 180º-ს შეადგენს.

image

სმენა
image

ქალები უკეთესად არჩევენ მაღალი სიხშირის ბგერებს. ქალი, რომელსაც ახალშობილი ჰყავს, ყოველთვის გამოარჩევს საკუთარი შვილის ტირილს, სხვა ბავშვების ხმებისგან. ქალები ასევე, მამაკაცებზე უკეთესად, არჩევენ ხმის ტონის ცვლილებას. მათი სმენის ორგანო სიცრუის დეტექტორივით არის და ისინი ყოველთვის ხვდებიან, იტყუება თუ არა ადამიანი. მამაკაცები კი პიტიქით, კარგად აღიქვამენ დაბალი სიხშირის ბგერებს და უკეთესად «იგებენ» ხმის მიმართულებას. მაგ., თუ ქალმა და კაცმა ერთდროულად გაიგეს სუსტი კნავილი, მამაკაცი ზუსტად მიხვდება, თუ სად არის იმ მომენტში კნუტი.

imageშეხება, შეგრძნება,

imageქალის კანი 10-ჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე კაცის. ინგლისელი მეცნიერების კვლევებმა გამოავლინა, რომ ამ მხრივ, ყველაზე მგრძნობიარე მამაკაცის კანის მგრძნობელობა, უფრო დაბალია, ვიდრე ყველაზე დაბალი მგრძნობელობის ქალის მგრძბობელობა. სამაგიეროდ, მამაკაცს სქელი და ნაკლებად დანაოჭებული კანი აქვს. მამაკაცს ზურგზე კანი 4-ჯერ უფრო სქელი აქვს, ვიდრე მუცელზე. ხოლო როდესაც კაცი საქმით არის დაკავებული, მისი კანის მგრძნობელობა კიდევ უფრო მცირდება, და ის ტკივილს თითქმის ვერ გრძნობს.

imageგემო და ყნოსვა

imageმამაკაცები უკეთესად აღიქვამენ მწარეს და მლაშეს. ქალები კი ყველაზე კარგად ტკბილს შეიგრძნობენ.

რაც შეეხება სუნის აღქმას, ქალებს უფრო ძლიერ აქვთ განვითარებული ყნოსვის ორგანოები.

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

* Top -10 ფაქტი ადამიანის სხეულის შესახებ
* 20 რამ, რაც არ იცით საკუთარი სხეულის შესახებ
* 25 უჩვეულო ფაქტი ადამიანის სხეულის შესახებ
* 25 უჩვეულო ფაქტი თვალების შესახებ
* უჩვეულო და საინტერესო ფაქტები თავის ტვინის შესახებ

* საინტერესო ფაქტები ქალის მკერდის შესახებ
* გაიგეთ რა ფერის აურა გაქვთ და რას ნიშნავს მისი ფერი
* დადებითი და უარყოფითი ემოციები
* ძილი და სიზმრები. საინტერესო ფაქტები
* ბუნება თუ აღზრდა, რა უფრო მნიშვნელოვანია ადამიანის პიროვნების ფორმირებაში

0
607
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
607
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0