x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პასუხი კითხვაზე, თუ რა სურთ ყველაზე მეტად ქალებს?

image

image

ერთხელ მეფე არტური სხვა მეფემ დაიჭირა და ციხეში ჩასვა. შემდეგ, შეეცოდა და უთხრა, რომ გაათავისუფლებდა, თუ ერთ რთულ კითხვაზე გასცემდა პასუხს. არტურს ერთი წელი მისცა პასუხის მოსაძებნად. იმ შემთხვევაში, თუ დათქმული ვადის გასვლის შემდეგ, პასუხი არ ექნებოდა, მას სიკვდილით დასჯიდნენ. კითხვა კი ასეთი იყო: «რა უნდათ სინამდვილეში ქალებს?»
მეფე არტურმა, თავის სამეფოს ქალებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, მაგრამ ზუსტი პასუხი ვერავისგან მიიღო. ბოლოს უთხრეს, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ერთ მოხუც კუდიანს შეეძლო. მაგრამ, მისი ფასი ძალიან მაღალი იქნებოდა. მეფეს არჩევანი არ ჰქონდა და ჰკითხა კუდიანს, თუ რას ითხოვდა პასუხის სანაცვლოდ და მან უპასუხა, რომ მას, მის საუკეთესო რაინდზე – გავეინზე უნდოდა გათხოვება. კუდიანი საშინელი, საზიზღარი გარეგნობის იყო და მას მხოლოდ ერთი კბილი ჰქონდა.
– არა ამ საფასურს ვერ გადავიხდი – თქვა არტურმა. – უმჯობესია მოვკვდე და ამით დამთავრდეს ყველაფერი.
– არა, შენი სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია სამეფოსთვის და მე მზად ვარ მისი მოთხოვნა შევასრული – თქვა რაინდმა და მოხუცს გახედა.
ამის შემდეგ, კუდიანმა კითხვაზე, თუ «რა უნდათ სინამდვილეში ქალებს?», უპასუხა –რომ «ქალებს ყველაზე მეტად უნდათ, რომ თავიანთი ცხოვრების ბატონ-პატრონები იყვნენ».
არტური სიკვდილს გადაურჩა და სამეფოში ყველამ გაიხარა.
დადგა რაინდის და კუდიანის ქორწილის დღე. რაინდი გავეინი ნამდვილი ჯენტლმენივით იქცეოდა, მაშინ როდესაც, კუდიანს საზიზღარი მანერები ჰქონდა და მთელი ქორწილის მანძილზე, ხელით მიირთმევდა საჭმელს. მიუხედავად ამისა, რაინდს მისთვის ცუდი არაფერი უგრძნობინებია.
როდესაც დაღამდა და ქორწილი დასრულდა, გავეინი, გულის კანკალით, შევიდა საძინებელში. და იქ დახვდა ყველაზე ლამაზი ქალი, მათ შორის, ვინც ოდესმე უნახავს. გაკვირვებულმა რაინდმა იკითხა:
– რა მოხდა? ეს როგორ უნდა მომხდარიყო?
– ეს მადლიერება არის, შენს მიერ მახინჯი მოხუცისადმი გამოვლენილი კეთილგანწყობის გამო – უპასუხა კუდიანმა და დაამატა – მე თანახმა ვარ ნახევარი დღე ულამაზესი ქალი ვიყო, ხოლო მეორე ნახევარი – მახინჯი მოხუცი. შენ აირჩიე, ღამე გინდა რომ ლამაზი ვიყო თუ დღე?
რაინდი ცოტა ხანს დაფიქრდა და მას მისცა არჩევანის გაკეთების უფლება:
– შენ როგორც გინდა, ისე მოიქეცი – უთხრა მან ცოლს.
– რადგან არაფერში არ მზღუდავ, პატივს მცემ და ჩემი ცხოვრების მართვის უფლებას მაძლევ, ყოველთვის ლამაზი ვიქნები – უპასუხა მას, ქალებს შორის, ყველაზე ლამაზმა ქალმა.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

ძირეული განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის

ბედი და ბედისწერის «მექანიზმი». შემთხვევით არაფერი ხდება...

რეალური კომიქსები ოჯახური ცხოვრების შესახებ

წყვილის ურთიერთობა, ქორწილამდე და ქორწილის შემდეგ

20 ილუსტრაცია ცოლ-ქმრული სიყვარულის შესახებ

ქალის მოხიბვლის გაკვეთილები ადრეანო ჩელენტანოსგან

0
315
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0