ქალი და მამაკაცი ქალის მოხიბვლის გაკვეთილები ადრეანო ჩელენტანოსგან 2015, 7 ივლისი, 19:47 - ჩვენ ვიცნობთ ერთნანეთს? - არა, მაგრამ თქვენი გაცნობა მინდა. - არა, მე ამ თვეში უკვე ბევრი გოგონა გავიცანი. - შენ ლამაზი ხარ... მაგრამ, მე უფრო ლამაზი ვარ! - თქვენ რამდენი წლის ხართ? - არ მახსოვს. - მე უფრო ნაკლებს მოგცემდით. - თქვენ საკუთარ თავში ყოველთვის ასეთი დარწმუნებული ხართ? - მხოლოდ სამშაბათობით. ან მაშინ, როდესაც ლამაზ გოგონასთან მაქვს საქმე. - ლამაზად მთვლი? - საერთოდ, დღეს სამშაბათია. - მე თუ ამაზე დაგთანხმდები, მაშინ ორივე არასწორები ვიქნებით. - არ შეგიძლია ვინმე სხვა აწვალო? - არა, მე უკვე შენ აგირჩიე. - რატომ გაინტერესებს დასვენების დღეების გატარებას სად ვაპირებ? - აი ვფიქრობ, სად უნდა წავიდე, რომ შემთხვევით არ გადაგეყარო. - ე. ი. შენთვის სულ ერთია, ჩაცმული ვიქნები თუ გახდილი? - სულ ერთია! - მაშინ დღეს საღამოს ასე ვისეირნებ, მოგწონს? - არა! - ჩემს მაგივრად გრცხვენია? - არა, შენს მაგივრად მცივა. - ქალები მე ძალიან მომწონს! მაგრამ, ყველაზე დიდი საშინელება იცი რა არის? - რა? - მე მათ ძალიან მოვწონვარ! - მე მხოლოდ შენთან მინდა ყოფნა! - მერე პრობლემა რაშია? - არ ვიცი, დანარჩენებს რა ვუყო? - ცოლად გამომყევი. - კაცი, რომელსაც მე ცოლად გავყვები, გამბედავი და საზრიანი უნდა იყოს. - მერე? არ გახსოვს წყალში რომ იხრჩობოდი და გადაგარჩინე? - კარგი, თანახმა ვარ, რომ გამბედავი ხარ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზრიანიც ხარ. - შენ როგორ ფიქრობ, ნავი ვინ გადააბრუნა? - როგორი იქნება შენი დადებითი პასუხი? - რას აკეთებ? - ისეთ სახეს ვიღებ, თითქოს შენი ფეხებით ვარ დაინტერესებული. სინამდვილეში, ვამოწმებ, იცი თუ არა ცეკვა. - როდის ვეტყვით მამას ყველაფერს? ქორწილის შემდეგ? - არა, მხოლოდ მესამე შვილის შეძენის შემდეგ. - ალო, საყვარელო შენა ხარ? - დიახ. მაგრამ, ვინ ლაპარაკობს? - მე წარმოდგენაც არ მქონდა, რომ შენ ასეთი შესანიშნავი კაცი იყავი. - მერე, ჩემთვის გეკითხა და გეტყოდი. - მე შენ მიყვარხარ. - მადლობა. - მე სხვა პასუხს ველოდი. - დიდი მადლობა. - 20 წლის შემდეგ, შენ 40-ის იქნები... მაგრამ, მე ამას გადავიტან. - შენ მე გიყვარვარ? - მიყვარხარ. - როგორ გიყვარვარ? - სიკვდილამდე. - მე ვიფიქრე, რომ უფრო ძლიერ გიყვარდი.
696 11-ს მოსწონს |
-დიახ მაგრამ ვინ ლაპარაკობს?]
ეს მაგარია ყველაზე