x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
9 მითი ქალების შესახებ, რომლისაც ბევრს სჯერა

რა უნდათ ქალებს — დღემდე, ამ საკითხთან დაკავშირებით, აზრი ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული. თუმცა, მიუხედავად ამისა, არსებობს უამრავი სტერეოტიპი და მითი ქალების შესახებ. მეცნიერებმა, ექსპერიმენტების და კვლევების ჩატარების შემდეგ, დაადგინეს, რომ პოპულარული წარმოდგენები სუსტი სქესის შესახებ, ხშირ შემთხვევაში, სიმართლეს არ შეესაბამება.


image


ქალებს ძალიან უყვართ სამშვენისები: მაქმანები, სამკაული, ბრჭყვიალები და მსგავსი რამეები


როდესაც ქალი თხოვდება, ის ქორწილში მაქმანებიან კაბას იცვამს, იმიტომ რომ, ასეა მიღებული. მაგრამ, ქუჩაში თუ დააკვირდებით, იშვიათად შეხვდებით ქალს, თუნდაც გოგონას, რომელიც მაქმანებით გაფორმებული სამოსით დადის. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქალებისთვის ყველაზე მოსახერხებელი, შარვლის და მაისურის ან ბლუზის ტარებაა. რაც შეეხება სამკაულს, ბრჭყვიალებს, პრიალებს და ქუსლებს, ყოველივე ამას ქალბატონები მხოლოდ იმიტომ ატარებენ, რომ ეს მამაკაცებს მოსწონთ.


ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენ


სინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარადაა. ქალები კი არ ცოცხლობენ დიდხანს, სამწუხაროდ, მამაკაცები იღუპებიან ადრე. მამაკაცები 36-დან – 50 წლის ასაკამდე გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ჯგუფში არიან. იგივე რისკებისგან ქალბატონებს ჰორმონი ესტროგენი იცავს. ხოლო, 50 წლის შემდეგ, ქალს და კაცს ხანგრძლივი ცხოვრებისთვის ერთნაირი შანსები აქვს.


ქალები რიცხობრივად აღემატებიან მამაკაცებს


სტატისტიკის მიხედვით, საშუალოდ, ყოველ 107 ახალშობილ ბიჭზე – 100 ახალშობილი გოგონა მოდის (თუ არ ჩავთვლით ინდოეთს და ჩინეთს, სადაც დისბალანსი სქესთა შორის, ხელოვნურად არის გაზრდილი). და თუ მსოფლიოში მამაკაცების ნაკლებობა იგრძნობა, მხოლოდ იმიტომ, რომ საშუალო ასაკში, მამაკაცებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ და მათი უმრავლესობა ექიმთან მისვლას და მკურნალობას თავს არიდებს.


ქალები ნაკლებად ჭკვიანები არიან


მეცნიერები თვლიან, რომ ქალბატონები ამ მხრივ — ნორმის ფარგლებში არიან, ანუ მათ შორის იშვიათად შეხვდებით, როგორც ძალიან მაღალ ინტელექტუალებს, ისე მეტისმეტად დაბალი გონებრივი შესაძლებლობის ადამიანებს. რამდენიმე წლის წინ, ჩიკაგოს უნივერსიტეტმა კვლევის შედეგი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველს ამერიკის კოლეჯებში ჩატარებული ტესტები წარმოადგენდა. გოგონების ტესტებში ნიშნები თითქმის ერთნაირი იყო, მცირედი გადახრებით, ხოლო ბიჭების ტესტების ანალიზისას აღმოჩნდა, რომ შეფასების უმრავლესობა, საშუალოზე მაღალი, ან დაბალი იყო. ნიშნების საშუალო მაჩვენებლები კი, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს უფრო მაღალი ჰქონდათ, ვიდრე მამრობითი სქესის წარმომადგენლებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალები უამრავი გამოგონების ავტორები არიან. მაგ. ჰედი ლამარის აღმოჩენის წყალობით ვსარგებლობთ დღეს მობილური ტელეფონებით, ნავიგატორებით, Bluetooth-ით და Wi-Fi-ით.


ქალები კაცებზე ცუდად მუშაობენ


ფართოდ გავრცელებული აზრის მიხედვით, მამაკაცი ბევრად უფრო კვალიფიციური თანამშრომელია, ვიდრე ქალი და ანაზღაურებაც, შესაბამისად, მაღალი აქვს. არსებობს იელის უნივერსიტეტის კვლევა, რომელშიც მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ასეთ შემთხვევაში გენდერულ უთანასწორობასთან გვაქვს საქმე: კვლევის ფარგლებში, აშშ-ს რამდენიმე უნივერსიტეტში სამუშაოს მაძიებლების ერთნაირი რეზიუმეები გაგზავნეს — ქალის და მამაკაცის სახელებით. შედეგმა აჩვენა, რომ მამაკაცი მაძიებელი უფრო ხშირად იღებდა შემოთავაზებას, თან უფრო მაღალი ანაზღაურებით, ვიდრე იგივე გამოცდილების მქონე ქალი მაძიებელი.

რეალურად კი, ქალებმა უკვე დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ პროფესიების უმრავლესობაში, რომლებიც მძიმე ფიზიკურ შრომასთან არ არის დაკავშირებული, ისინი როგორც მინიმუმ, ისევე ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, როგორც მამაკაცები.


ქალები მშიშარები არიან


გერმანელი მეცნიერის და შიშის ფენომენის შესახებ ნაშრომის ავტორის, ფ. რიმანის კვლევის თანახმად, ქალები სარისკო სიტუაციებს სწრაფად ვერ აცნობიერებენ და დაუფიქრებლად დგამენ გაბედულ ნაბიჯს. მაგრამ, თუ მაინც გააცნობიერეს ხიფათის რისკი, შიშის გრძნობას ვეღარ უმკლავდებიან.


ქალებს გველების და ობობების უფრო მეტად ეშინიათ


არაქნოფობიით (ობობას შიში) 3-ჯერ მეტი მამაკაცია დაავადებული, ვიდრე ქალი. რაც შეეხება გველს, სტატისტიკის მიხედვით, მის მიერ დაკბენილ ყოველ ქალზე, 10 დაკბენილი კაცი მოდის და ეს იმიტომ არ ხდება, რომ ქალს უფრო მარტივად შეუძლია «საერთო ენის» გამონახვა ამ ქვეწარმავალთან. საქმე იმაშია, რომ გველები ძალიან მგრძნობიარენი არიან არომატების მიმართ და მამაკაცის სუნი მათში აგრესიას იწვევს. შესაბამისად, ისინი ქალებთან უფრო მარტივად მიდიან კონტაქტზე და ნაკლებად ერჩიან. მოკლედ რომ ვთქვათ, ქალებს ამ ცხოველების შიშის საფუძველი ნაკლებად აქვთ და ნაკლებადაც ეშინიათ.


ქალები სუსტი სქესის წარმომადგენლები არიან და უარესად არიან ადაპტირებული ცხოვრებასთან


ითვლება, რომ მამაკაცები უფრო აქტიურად გამოხატავენ აგრესიას, ვიდრე ქალები, მაგრამ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ასე არ არის. გარდა ამისა, ქალები უკეთ ეგუებიან გარემოს და იტანენ ყველანაირ უსიამოვნებას. მეცნიერები თვლიან, რომ ეს ყველაფერი დნმ-ის დამსახურებაა. ქალები — ХХ ორმაგი ქრომოსომის ბედნიერი მფლობელები არიან და ამის გამო, მრავალი გენეტიკური დაავადების მიმართ, ბუნებრივი იმუნიტეტი გააჩნიათ.... და და მიუხედავად იმისა, რომ საშუალოსტატისტიკური ქალის კუნთების მასა, 24%-ით ნაკლებია, საშუალოსტატისტიკური მამაკაცის კუნთების მასაზე, ბევრი კრიტიკული სიტუაცია, როგორიცაა ხანგრძლივი შიმშილობა, წყურვილი ან ტემპერატურის უეცარი ცვლილებები, ქალები უფრო კარგად იტანენ. გარდა ამისა, ქალები ბევრად უკეთესად ეწინააღმდეგებიან ინფექციებს.


ქალებს ტკბილეული უყვართ, კაცებს — ხორცი


არსებობს აზრი, რომ მამაკაცებისთვის აუცილებელია ცხოველური ცილების მიღება, ხოლო ქალბატონები უპირატესობას უფრო მსუბუქ კერძებს და ტკბილეულს ანიჭებენ. სინამდვილეში, მამაკაცებისთვის ცხოველური პროტეინები არც იმდენად საჭიროა და მათი ჩანაცვლება, მცენარეული ცილებით არის შესაძლებელი. ხოლო, ქალისთვის ხორცის მიღება აუცილებელია, რეპროდუქციული სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის – იმისთვის, რომ ჯანმრთელი ბავშვები დაიბადონ. დღეს ექიმები ვეგეტარიანელებისთვის ამუშავებენ სპეციალურ დიეტებს და მომავალ დედებს მინერალურ-ვიტამინებიან კომპლექსებს უნიშნავენ, რომ ნაწილობრივ მაინც აანაზღაურონ ზიანი, რომელიც ქალმა შეიძლება მუცლად მყოფ ბავშვს მიაყენოს.


imageარხის სხვა სიახლეები:


* ბრიტანეთში უცხო ცივილიზაციების ვალუტა აღმოაჩინეს

* ახალი აღმოჩენები ეგვიპტეში – მეცნიერებმა აღიარეს, რომ პირამიდები უფრო ძველია, ვიდრე აქამდე თვლიდნენ

* მაიკლ ჯექსონმა საკუთარი სიკვდილის ინსცენირება მოახდინა? – რა წერია პოპის მეფის დღიურში?

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
377
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0