x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გაიგეთ რა ფერის აურა გაქვთ და რას ნიშნავს მისი ფერი

image

არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ ბავშვებს იმის დანახვა შეუძლიათ, რასაც უფროსები ვერ ხედავენ. შესაძლებელია ეს მათ მდიდარ ფანტაზიას და წარმოსახვის უნარს უკავშირდებოდეს. მაგრამ, შეიძლება ბავშვის ფანტაზია სულაც არ იყოს და ყველადერი რაც ჩვენთვის მისტიკის სფეროს განეკუთვნება, რეალურად არსებობდეს. მაგალითად, ამბობენ რომ ბავშვები და შინაური ცხოველები ადამიანის აურას ხედავენ. აურა — ყველა ადამიანის ირგვლივ არსებული ენერგეტიკული ველია, რომელიც ქვემოთ ხსენებული 9 ფერიდან, რომელიმე ფერის არის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას ბავშვები ხედავენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი დანახვის შესაძლებლობა უფროსებსაც ქონიათ.

image

როგორ უნდა დაინახოთ?


I ნაბიჯი: დადექით ღია ფერის ერთფეროვან კედელთან (საუკეთესო ვარიანტია თეთრი).


image
უნდა გეცვათ თავისუფალი ტანსაცმელი და ხელის სიგრძის დაშორებით, იდგეს დიდი სარკე, ისე რომ, საკუთარ თავს სრულად ხედავდეთ. თუ ასეთი სარკე არა გაქვთ, შეგიძლიათ პატარა სარკე გამოიყენოთ და მხოლოდ თავის ირგვლივ შექმნილ ენერგეტიკულ ველს დააკვირდეთ. ამ შემთხვევაში, დახმარება სხვას სთხოვეთ, რომ სარკე რამდენიმე წუთით, თავის სიმაღლეზე, დაგიჭიროთ.


II ნაბიჯი: გაასწორეთ სინათლე


image
აურის ნახვა ყველაზე უკეთესად დღის სინათლეზე შეიძლება. თუ ფანჯრები აღმოსავლეთის მომართულებით მდებარეობს, პროცედურა დილით უნდა ჩაატაროთ, ხოლო თუ დასავლეთით — საღამოს საათებში.


III ნაბიჯი: მოახდინეთ ხედვის კონცენტრაცია ერთ წერტილში.


image
დახუჭეთ თვალები და მოდუნდით. ჩაიხედეთ სარკეში და 5-10 წუთის მანძილზე, რაც შეიძლება იშვიათად ახამხამეთ თვალები. მხედველობის კონცენტრაცია მოახდინეთ ცხვირის წვერზე. თუ თვალები დაგეღლებათ, მოჭუტეთ და შემდეგ ისევ გაახილეთ. დაახლოებით, 5 წუთის შემდეგ, დაინახავთ რომ თქვენი სხეული გამჭვირვალე, რომელიმე ფერის, ნათებას ასხივებს.


აურის ფერის მნიშვნელობა:



1. ყვითელი


image
ამ ფერის აურის მქონე ადამიანიები – ძალიან ჭკვიანები არიან, აქვთ რკინის ლოგიკა და კრიტიკული აზროვნების უნარი. თანმიმდევრულები არიან მოქმედებებში, მაგრამ ამავდროულად, უდიდეს შემოქმედებითი პოტენციალს ფლობენ. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ იდეა საქმედ აქციონ და ოპტიმიზმით უყურებენ მომავალს იქამდე, ვიდრე ხედავენ, თუ შემდეგ რა ნაბიჯი უნდა გადადგან.


2. ნარინჯისფერი


image
ამ ფერის აურის მქონე ადამიანები ძალიან თბილები, გულისხმიერები და საკმაოდ იმპულსურები არიან. ხშირ შემთხვევაში, მათი მოქმედებები წინ უსწრებს აზრებს, მაგრამ ეს იმპულსურობა, მხოლოდ შარმს მატებს მათ. ისენი თავისუფლები და ღიები არიან ურთიერთობაში, არიან კომპანიის სული და გული! მაგრამ ამავდროულად, საკუთარი ოჯახი ძალიან უყვართ და ყოველთვის ზრუნავენ მასზე.


3. წითელი


image
ეს ძალიან ძლიერი ტონალობაა, როდესაც საქმე აურას ეხება. ის მიუთითებს სულის სიძლიერეზე და სხვა ადამიანების აყოლიების უნარზე. ასეთი ადამიანები ზოგს მოსწონს, ზოგი საერთოდ ვერ იტანს, მაგრამ არავინ რჩება გულგრილი. ისინი დაბადებიდანვე ლიდერები არიან და რთულ სიტუაციაში, სიტუაციის მართვას საკუთარ თავზე იღებენ.


4. ცისფერი


image
თუ ვინმეს ცისფერი აურა აქვს, იმას ნიშნავს, რომ მეტისმეტად მშვიდი და აუღელვებელი ადამიანი არის. ის თავშეკავებული და უშფოთველია, მაგრამ ამავდროულად, ყველაფერს ამჩნევს, რაც ირგვლივ ხდება. კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია, იმ დონემდე, რომ შეუძლია სხვისი აურის დანახვაც კი. ნებისმიერ სიტუაციაში აქვს ზომიერების გრძნობა.


5. მწვანე


image
ამ ფერის აურის მფლობელები ძალიან ახლოს არიან ბუნებასთან. მათ სიახლოვეს, ავადმყოფები უკეთესად გრძნობენ თავს. ხშირ შემთხვევაში, თანდაყოლილი მებაღეობის ნიჭი აქვთ. არიან ძალიან პრაგმატულები და მათზე ყოველთვის შეიძლება დაყრდნობა.


6. იისფერი


image


ამ ფერის აურა ძალიან მგრძნობიარე და სამსახიობო ნიჭით მქონე ადამიანებს აქვთ. უყვართ ყველაფრის გამუქება და დრამატიზება. ისტორიულად ისე მოხდა, რომ იის და ბორფოს ფერები სამეფო ხელისუფლებასთან ასოცირდება. ასეთივე “დიდგვაროვნული” ქცევის წესები ახასიათებთ ამ ადამიანებს – ზოგს მკვეთრად გამოხატული და უფრო თეატრალური, ზოგს კი, ნაკლებად შესამჩნევი.


7. ცისარტყლისებური


image


ასეთი აურა ხშირი არ არის. მისი მფლობელი - სულიერად ამაღლებული, დიდი შთაგონების მქონე ადამიანი არის. მას შეუძლია სხვა ადამიანის სულიერი განწყობა იგრძნოს და საკუთარი აურის ფერადოვნების გამო, ნებისმიერი ადამიანის კეთილგანწყობა და ნდობა მოიპოვოს. ამ აურის მფლობელები ნამდვილი მესაიდუმლენი არიან და ყოველთვის მზად არიან გასაჭირში მყოფს ადამიანს რჩევა მისცენ და დაეხმარონ.


8. შავი


image


ამ ფერთან სიფრთხილე არის საჭირო. ყველაზე ხშირად, ის ადამიანის ნეგატიურ, დეპრესიულ შინაგან მდგომარეობაზე მიუთითებს. ასეთი ფერი აურას, დიდი დანაკარგის, დიდი სტრესის განცდის შემდეგ უჩნდება და ამ ადამიანს სხვების თანადგომა და სიყვარული ესაჭიროება.


9. თეთრი


image


თეთრი — სისუფთავის ფერია. ადამიანი ამ ფერის აურით — სუფთა, “დაულაქავებელი" სულის არის. ასეთი აურა უმეტესად პატარებს ან მოხუცებს აქვთ, სიცოცხლის მიწურულს, მაშინ როდესაც ისინი სხვა სამყაროში გადასასვლელად ემზადებიან. ყველა დანარჩენს, თეთრი აურა, მხოლოდ უფლის კურთხევით შეიძლება ჰქონდეს.

0
4569
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4569
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0