საზოგადოებრივი ბუნება თუ აღზრდა, რა უფრო მნიშვნელოვანია ადამიანის პიროვნების ფორმირებაში 2016, 3 თებერვალი, 13:16 რა უფრო დიდ გავლენას ახდენს ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაზე, აღზრდა თუ გენეტიკა — ეს ერთ-ერთი აქტუალური და საინტერესო კითხვაა საზოგადოებრივ მეცნიერებაში. ამის გასარკვევად, საუკეთესო საშუალება, კლონების დიდი ჯგუფის შექმნა და მათი სხვადასხვა გარემოში მოთავსება არის. მაგრამ, ამის გაკეთება შეუძლებელია და მეცნიერები იმით დაკმაყოფილდნენ, რაც არის ანუ ტყუპებით, ერთი კვერცხუჯრედიდან, რომლებიც ფაქტიურად, ერთმანეთის კლონები არიან. მემკვიდრეობითობის შესწავლის მიზნით, ტყუპების გამოყენების იდეა ინგლისელ მეცნიერს ფრენსის ჰალტონს ეკუთვნის. რომელმაც XIX საუკუნის ბოლოს, გარემო ფაქტორების, პიროვნების ფორმირებაზე, ზეგავლენის შესწავლა დაიწყო. ის ამტკიცებდა, რომ ახალშობილი — სუფთა ფურცელი არ არის და პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს გენეტიკა. XX საუკუნის ბოლოს, ამ საკითხით დაინტერესებულმა მეცნიერებმა, მოახერხეს და ერთ კვერცხუჯრედიანი ტყუპები მოძებნეს, რომლებიც დაბადებისთანავე დაშორებულები იყვნენ. სხვადასხვა ადამიანების მიერ აღზრდილ ტყუპებს, შეეძლოთ, ბოლოს და ბოლოს, ზუსტად გაეცათ პასუხი კითხვაზე: «რა უფრო მეტად ახდენს გავლენას, ბუნება თუ აღზრდა»? ოთხი სხვადასხვა ტესტის მონაცემების დამუშავების შემდეგ, დაადგინეს, რომ 75% პიროვნებაში მემკვიდრეობითია და მხოლოდ 25% აღზრდაზე და გარემოზე მოდის.
653 11-ს მოსწონს
|