რჩევები როგორ გავარჩიოთ ბრენდული სამოსი, კარგი ხარისხის ან იაფფასიანი პატენტისგან? 2018, 12 ივნისი, 11:22 1. უპირველეს ყოვლისა, უნდა შევამოწმოთ ქსოვილის ხარისხი. ამის გაკეთება, მისი სინათლესთან მიტანით შეიძლება. რაც უფრო თხელია ქსოვილი, მით უფრო მაღალია სამოსის ხარისხი!2. ქსოვილის ხარისხის შემოწმების მეორე ეტაპზე, მუჭაში მოაქციეთ ის, მუშტი მჭიდროდ შეკარით და რამდენიმე წამი მოჭმუჭნილ მდგომარეობაში გააჩერეთ. ხელის გაშვების შემდეგ, თუ ქსოვილი მაშინვე გასწორდა, ე. ი. კარგი ხარისხის არის. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე წამიან მოჭმუჭვნას ვერ გაუძლო და დაიჭმუჭნა, სავარაუდოდ, მალე გაცვდება. 3. ქსოვილის ხარისხის შემოწმება მისი გაწელვითაც შეიძლება. ფრთხილად გაწელეთ ქსოვილი, ხოლო შემდეგ, ხელი გაუშვით. თუ ქსოვილი ძველ ფორმას მაშინვე დაიბრუნებს, ნამდვილ ბრენდთან გექნებათ საქმე. ხოლო, თუ დეფორმაციას მიიღებს, - ბრენდი გაყალბებულია. 4. თუ სამოსის ხარისხში ეჭვი გეპარებათ, ის მამაკაცების განყოფილებაში შეიძინეთ.
5. თავი აარიდეთ ისეთი სამოსის შეძენას, რომელზეც ელვა ზემოდან არის. ეს შეიძლება დაბალი ხარისხის ნიშანი იყოს. იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც ელვის ზევიდან დაკერება - დიზაინერის ჩანაფიქრია. გარდა ამისა, ელვა იგივე ფერის უნდა იყოს, რა ფერისაც ქსოვილია და ქსოვილით უნდა იფარებოდეს. 6. შეამოწმეთ, აქვს თუ არა, კაბას ან შარვალს, ბრტყელი გადანაკეცი. გადანაკეცის სიგანე სქელი ქსოვილის ქვედაბოლოებზე და შარვლებზე 3, 5-4 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. 7. მხედველობაში მიიღეთ, რომ ხარისხიანი შარვალი ყოველთვის ფრანგული ნაკერით არის დაგვირისტებული. ფრანგული ნაკერი – ყველა დიზაინერის საყვარელი ტექნიკაა, რადგან ის კარგად მალავს ქსოვილის დაუმუშავებელ კიდეებს. 8. ყოველთვის გაეცანით ქსოვილის შემადგენლობას. ნატურალური ქსოვილისგან (ბამბა, შალი, აბრეშუმი) შეკერილი სამოსი ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე სინთეტიკური ტანსაცმელი. 9. დააკვირდით გადაბმის ადგილებს. სამოსის ხარისხის კიდევ ერთი ნიშანი, გვერდითი ნაკერები და ჯიბის ჩასმის ადგილებია. თუ პერანგი, კაბა ან პიჯაკი კუბოკრული ქსოვილით არის შეკერილი, გადაბმის ადგილებში ზოლების და ხაზების მიმართულება და ფერები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. 10. შეამოწმეთ ძაფი. მისი ფერი ქსოვილის ფერს უნდა ემთხვეოდეს. ხარისხიან სამოსზე, ნაკერი ყოველთვის სწორედ არის გატარებული და მისი ფერი, ყოველთვის ქსოვილის ფერს ემთხვევა. თუ რა თქმა უნდა, ძაფის ფერი დიზაინერის სპეციალური განკარგულებით არ არის შეცვლილი. 11. სამოსის ხარისხის შემოწმების უმარტივესი გზა, ჩასაღილავის (ე. წ. პეტლი) ნახვაა. ხელით მოსინჯეთ ჩასაღილავი. ის სქელი უნდა იყოს და ღილი თავისუფლად უნდა მოძრაობდეს მასში. გარდა ამისა, ვიზუალურ მხარესაც დიდი მნიშვნელობა აქვს, - ლამაზად უნდა იყოს დაგვირისტებული და ძაფები არ უნდა ჰქონდეს გამოძენძილი. 12. ფრთხილად გაჭიმეთ ნაკერის ხაზი, რომ ნახოთ ინტერვალი ნაკერებს შორის. ეს უმარტივესი ხრიკია უხარისხო სამოსში ფულის გადაყრისგან თავის დასაცავად. ხარისხიან ტანსაცმელზე ნაკერი ყოველთვის თანაბარი დაშორების, მჭიდრო არის და გაწევისას, ქსოვილის დაფარული ნაწილი არ ჩნდება. 13. ქვესადები – ყოველთვის კარგი ნიშანია. ხარისხიან პიჯაკს ყოველთვის აქვს ქსოვილის ქვესადები, რომელიც დამატებითი ნაკერით არის შეერთებული მის საყელოსთან. 14. თუ გინდათ დარწმუნდეთ, რომ ხელნაკეთ სამოსს ყიდულობთ, დააკვირდით ნაკერებს. მანქანით ნაკერი ყოველთვის სწორი და ბრტყელია, ხოლო ექსკლუზიურ ნივთზე, - ის ოდნავ გვერდით იქნება გადახრილი. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: სამოსის გალამაზების საუკეთესო ხერხი. 2018 წლის ზაფხულის მთავარი ტრენდი 14 რჩევა, დაბალი ბიუჯეტით, მდიდრული და დახვეწილი იმიჯის შესაქმნელად
451 6-ს მოსწონს |
SEV.GE - თანამედროვე ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!
SEV.GE - თანამედროვე ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!
SEV.GE - თანამედროვე ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!
SEV.GE - თანამედროვე ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!
SEV.GE - თანამედროვე ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!