ტენდენციები სამოსის გალამაზების საუკეთესო ხერხი. 2018 წლის ზაფხულის მთავარი ტრენდი 2018, 29 იანვარი, 15:13 სულ მალე ზაფხული მოვა და 2018 წლის ცხელი სეზონის უმთავრესი ტრენდი, ბისერით მოქარგული სამოსი იქნება.
იყო დრო, როდესაც ბისერი ოქროზე ძვირად ფასობდა და მძივით მოქარგული კაბები მხოლოდ დედოფლებს, მის ფავორიტებს და სამეფო კართან დაახლოებულ, კეთილშობილი წარმომავლობის ქალბატონებს ეცვათ, რადგან მხოლოდ მათ შეეძლოთ ასეთი ძვირიანი მასალის შეძენა. დღეს საქმე სულ სხვგვარად არის და ნებისმიერს შეუძლია ბისერით მოქარგული სამოსი შეძენა, ახალი შენაძენის გაფორმება ან თუნდაც, ძველ სამოსისთვის «ახალი სიცოცხლის» მინიჭება. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, წელს ცნობილი დიზაინერების შთაგონების წყარო შუშის მბზინავი წვეთები გახდა. მათი მეშვეობით, ისინი წარმოუდგენლად ლამაზ ნაწარმს, ფაქტიურად ხელოვნების ნიმუშებს ქმნიან! თუ თავადაც გაქვთ მსგავსი სამოსის ტარების სურვილი, აუცილებელი არ არის ცნობილი ბრენდის ძვირადღირებული ნაწარმის შეძენა. მართალია, ხელით ქარგვა შრომატევადი საქმეა, მაგრამ როდესაც საქმე ცნობილ ბრენდს ეხება, მისი მარკა უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე მის მიერ წარმოებული სამოსის თვითღირებულებაა. ასე, რომ, ტყუილად ნუ დაიხარჯებით. ბისერით სამოსის გაფორმება ყველას შეუძლია და თუ ამ სფეროში გამოცდილება არა გაქვთ, შეგიძლიათ დიზაინერობა საყელოს გაფორმებით დაიწყოთ. ეს ნამდვილად ორიგინალური იქნება და რაც მთავარია, ბევრად უფრო ლამაზი, ვიდრე მანამდე იყო.
მაგრამ, თუ უფრო შორს «წახვედით»... მაგ., ეს კაბა — მძივით და თვლებით არის გაფორმებული და ის ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია! ეს კი, თავად გაზაფხულია...
ჩაცმის სტილი 160 სმ-მდე სიმაღლის გოგონებისთვის და ქალბატონებისთვის
390 9-ს მოსწონს
|