x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დანიელ სვაროვსკი – დიდი იმიტატორი, თაღლითი, თუ ბრწყინვალე ინჟინერი?

ხელოვნური ბრილიანტის შექმნას, შეიძლება სხვადასხვანაირად მივუდგეთ: ვუწოდოთ თაღლითობა, ძვირფასი ქვების გაყალბება, ან იმიტაციის ხელოვნებად შევაფასოთ, რომელიც სამკაულზე ეკონომიის გაკეთების საშუალებას იძლევა. და ყველანაირი მტკიცება, ერთნაირად სწორი იქნება. დანიელ სვაროვსკი XIX ს. II ნახევარში დაიბადა და იმ ეპოქის საზოგადოება, მას ეშმაკ თაღლითსაც ეძახდა, ილუზიების ოსტატსაც და იუველირ–ვირტუოზადაც მოიხსენიებდა. თუმცა, ერთი ფაქტი უდავოა: რაც არ უნდა ეწოდებინათ მისი ბიზნესისთვის, სვაროვსკიმ მოახერხა და თავისი კომპანია, კრისტალების მთავარ მწარმოებლად აქცია მსოფლიოში.


image


რა თქმა უნდა, სვაროვსკი არ იყო, კაცობრიობის ისტორიაში პირველი ადამიანი, ვისაც ძვირფასი ქვების გაყალბების იდეა გაუჩნდა. უძველესი დროიდან, ეს უკანონო, თუმცა მომგებიანი ბიზნესი იყო. მაგ., XVIII ს–ში ცნობილი თაღლითი, რომელიც ფულს ქვების გაყალბებით შოულობდა, ჟორჟ ფედერიკ სტრასი იყო. მოგვიანებით, მის პატივსაცემად, ხელოვნურ ბრილიანტს სტრაზები უწოდეს. ხოლო, იმ დროს, ის ავანტიურისტად ითვლებოდა. ხოლო, დანიელ სვაროვსკი, პირველი იყო, ვინც შეძლო და ყალბი ქვები მოდურ ტენდენციად აქცია.


image


მთავარი მიზეზი, რის გამოც სვაროვსკი თაღლითად არ უნდა ჩაითვალოს, – ის არის, რომ არასდროს დაუმალავს გაყალბების ფაქტი და მის მიერ შექმნილ ხელოვნურ ბრილიანტს, იმიტაციას უწოდებდა და ადამიანები შეცდომაში არ შეჰყავდა. სვაროვსკიმ არა მარტო აიძულა ქალბატონები, რომ ხელოვნური ბრილიანტი ეტარებინათ, არამედ დაარწმუნა კიდეც, რომ ეს მოდური და პრესტიჟული იყო.


image


შეიძლება ითქვას, რომ სვაროვსკის პროფესია, მისთვის დაბადებიდან იყო განსაზღვრული: ის 1862 წ. ჩრდ. ბოჰემიაში (ჩეხეთის ისტორიული მხარე) დაიბადა, რომელიც XVIII ს. ბოჰემური მინის წარმოებით იყო ცნობილი. პროვინციაში უამრავი მინის სახელოსნო იყო და მათ შორის ერთ–ერთი, დანიელის მამას ეკუთვნოდა. დიდი კონკურენციის პირობებში, სახელოსნოს დიდი შემოსავალი არ ჰქონდა. ამიტომ, დანიელი მამის საქმის გაგრძელებას არ აპირებდა. ის ვიოლინოზე უკრავდა და მუსიკოსის კარიერაზე ოცნებობდა. მაგრამ, უეცრად ყველაფერი მიატოვა და ინჟინრის პროფესიის დასაუფლებლად, პარიზში გაემგზავრა.


image


სწავლის პერიოდში, დანიელი ელექტრო ინჟინერიით და ელექტრო ტექნიკის დიზაინით დაინტერესდა. 1883 წ. ვენის პირველ ელექტრო გამოფენაზე, მას ელექტრული დენის შუშის გასაპრიალებლად გამოყენების იდეა გაუჩნდა. ხოლო, ხელსაწყოს გამოგონებას და გამოცდას, დაახლოებით, 10 წელი დასჭირდა. 1892 წ. სვაროვსკიმ პატენტი მიიღო ელექტრო მანქანაზე, რომელიც მინას აწახნაგებდა და აპრიალებდა. ამ აპარატის წყალობით, ბროლის წარმოება ბევრად უფრო სწრაფი გახდა. ხოლო ხელოვნური ბრილიანტის წარმოება – მასიური.



image


სვაროვსკი სამშობლოში აღარ დაბრუნდა, რადგან იქ კონკურენცია ისედაც დიდი იყო. ის ავსტრიაში, სოფ. ვატენში დამკვიდრდა და ბროლის მწარმოებელი ქარხანა გახსნა... და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პატარა სოფელი, წლების შემდეგ, ბროლის იმპერიად და ტურისტულ მექად იქცეოდა.


image


წარმოება სწრაფად ვითარდებოდა. 1900 წ. სვაროვსკიმ ქარხანა გააფართოვა, კიდევ 200 თანამშრომელი დაიქირავა და თავის კომპანიას «Swarovski» დაარქვა და ამ სახელით, ის დღემდე ფუნქციონირებს. ხოლო, ფორმულა რომლითაც ხელოვნური კრისტალები იქმნება, დღემდე საიდუმლოს წარმოადგენს.


image


დანიელ სვაროვსკი ბიჟუტერიის ეპოქის დამფუძნებელი გახდა და უკვე ХХ ს. დასაწყისში, ქალბატონები «ყალბი» სამკაულების ტარებას, სამარცხვინოდ აღარ მიიჩნევდნენ. ამასთან, კოკო შანელი და ელზა სკიაპარელი ბიჟუტერიას, თავიანთ კოლექციებში აქტიურად იყენებდნენ. კოკო შანელი ამტკიცებდა, რომ «იმიტაცია – მაამებლობის ყველაზე გულწრფელი ფორმაა. სამკაული კი ბევრი უნდა იყოს. მაგრამ, თუ ის ნამდვილია – ეს უკვე ტრაბახზე და ცუდ გემოვნებაზე მიანიშნებს».


image


მას შემდეგ, ბიჟუტერია, უგემოვნებოდ სამეფო კარზეც კი აღარ ითვლება და გაჩნდა «ელიტური ბიჟუტერიის» კონცეფცია. ხოლო სვაროვსკი, მისი მთავარი მწარმოებელი გახდა.


imageსაკოლექციო ფიგურა Silver Crystal სერიიდან


imageსაკოლექციო ფიგურა Silver Crystal სერიიდან


imageბროლის ავტომობილები


ბროლის იმპერიის დამაარსებელი 1956 წელს, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხოლო, მისი საქმე შვილებმა და შვილიშვილებმა გააგრძელეს. მათ ფერადი კრისტალების დამზადებაც დაიწყეს, რომელსაც ჭაღების და სასაჩუქრე ფიგურების დასამზადებლად იყენებენ. გარდა ამისა, მათ ავტომობილების ზედაპირის დაკრისტალებაც დაიწყეს:


imageimageRolls-Royce – Swarovski–სგან


1995 წ. მუზეუმი «Swarovski Kristallwelten» («სვაროვსკის ბროლის სამყარო») გაიხსნა, რომელიც თავისი არსით, მსოფლიოში ცნობილი კომპანიის მიღწევების და შესაძლებლობების დემონსტრირებას წარმოადგენს.


image *სვაროვსკის ბროლის სამყაროს* მუზეუმის ექსპონატები


imageმუზეუმში შესასვლელი


image

არხის სხვა სიახლეები:


* ეგვიპტეში უცხოპლანეტელი მუმია აღმოაჩინეს, რომელიც ფარაონის მრჩეველი იყო

* ეშმაკის ზღვა და მსოფლიო ოკეანეს სხვა იდუმალი გამოცანები

* მაღაროელებმა ქვანახშირის 300 მილიონი წლის ფილაში ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
480
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
480
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0