ტენდენციები გოფრე - 2016 წლის მთავარი ტრენდი (შერჩევა და მოვლა) 2016, 4 მაისი, 9:34
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გოფრეს ჩაცმის შემთხვევაში, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, მისთვის სამოსის სხვა ელემენტების და აქსესუარების შერჩევა. გოფრეს ტექსტურა კარგად უთავსდება ნებისმიერ ქსოვილს, დაწყებული თხელი გიპიურიდან – ჯინსით და ხელით ნაქსოვით დამთავრებული, უხდება ტყავიც. დაგოფრილი კაბის ან ქვედა ბოლოს კომბინირება შეიძლება, როგორც კლასიკური, ისე სპორტული სტილის სამოსთან. სრული დემოკრატიაა ფეხსაცმლის და ჩანთის შერჩევის კუთხითაც: გოფრესთან ნებისმიერი სტილის და სიმაღლის ფეხსაცმლის ჩაცმა შეიძლება. კედები, კლასიკური «ნავი», მაღალყელიანი ჩექმა – მას ყველაფერი ერთნაირად უხდება. რაც შეეხება ჩანთას – ის შეიძლება იყოს ნებისმიერი სტილის და ზომის: პატარა კლაჩით დაწყებული და დიდი ხელჩანთით და ზურგჩანთით დამთავრებული. დაგოფრილი სამოსი და სამოსის ცალკეული დეტალები, მონოქრონული კომპლექტების შედგენისას, საუკეთესო ვარიანტებია. დღეს Total black (ტოტალური-შავი) – სეზონის ყველაზე მოდური ტრენდია. დაგოფრილი შეიძლება იყოს არა მთლიანად სამოსი, არამედ მისი შემადგენელი ნაწილი – ვთქვათ, გრძელი სახელოები, ან გოფრე შეიძლება «იმალებოდეს» სწორი, შეხსნილი ქვედა ბოლოს ქვეშ. დაგოფრილი ფაქტურა – ყოველთვის მოცულობას მატებს ქალის ფიგურას. მაგრამ, მეორეს მხრივ, დადებითი მომენტიც აქვს – გოფრეს ნაკეცები ვერტიკალურ გრაფიკას ქმნის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება სხეულის ვიზუალური კორექციისთვის არის შესაძლებელი. დაგოფრილი სამოსის შერჩევის დროს, აუცილებელია ნაკეცების ზომის გათვალისწინება. გამხდარი ქალბატონებისთვის ყველა ზომის გოფრეს ტარება შეიძლება. თუ ქალს სხეულის მკვრივი აღნაგობა აქვს, მისთვის რეკომენდირებულია გოფრე 3 სმ-იანი ან უფრო განიერი ნაკეცებით. დაგოფრილი ნივთები, მყიფე და «მსხვრევადია». ამიტომ, მოვლის დროს, სათუთ მოპყრობას მოითხოვს. საერთოდ, მისი მოწესრიგების საუკეთესო ვარიანტი, ქიმწმენდაში ჩაბარება არის, მაგრამ თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს ვერ ხერხდება, მაშინ საქმეში უკვე საშინაო ხრიკები ერთვება. გარეცხვის წინ, ნაკეცები ძაფით უნდა დააფიქსიროთ. ნემსი და ძაფი რაც შეიძლება წვრილი უნდა იყოს, რომ ქსოვილის ფაქტურა არ დააზიანოს. ამის შემდეგ, ის სპეციალურ სარეცხ ტომარაში უნდა მოათავსოთ ან მჭიდროდ ჩადოთ ქალის წინდაში. რეცხვის დროს, საჭიროა თხევადი სარეცხი საშუალების გამოყენება და სარეცხ მანქანაზე «დელიკატური» რეჟიმის დაფიქსირება. 573 11-ს მოსწონს
|