x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
90–იანი წლების სუპერმოდელები – სეზონის ტენდენცია!
image


90–იანი წლების სუპერმოდელებს, უკვე თამამად შეიძლება, კულტურული, თუ არა, მოდური ფენომენი ვუწოდოთ. თითქმის 30 წლის შემდეგ, მათ მიმართ ინტერესი, არათუ გაქრა, უფრო გაძლიერდა კიდეც.

ლინდა ევანგელისტა, ნაომი კემპბელი, კრის ტურლინგტონი, კლაუდია შიფერი, სინდი კროუფორდი და კეთრინ მოსი — მოდელები არიან, რომლებიც მოდის ინდუსტრიაში საკვანძო მოთამაშეებად იქცნენ და თავიანთი პოპულარობით, შეეძლოთ, კონკურენცია დიზაინერებისთვის კი არა, კინოვარსკვლავებისთვისაც გაეწიათ.
90–იანი წლების სუპერმოდელები, ოცნებების ასრულების განსახიერებას წარმოადგენდნენ — სრულიად უცნობი გოგონები, მთელს მსოფლიოში ცნობადი სახეები გახდნენ და ბრწყინვალე შოუებში მონაწილეობდნენ.


image


დღეს მედია სივრცეში, ხშირად იხსენებენ იმ დროს და სუპერ მოდელების სილამაზესა და ინდივიდუალობაზე ხაზგასმით საუბრობენ... და ამ ქათინაურების ლომის წილი, — ნამდვილად სიმართლეა. თითოეული მოდელი, სარეკლამო კამპანიაში, ან პოდიუმზე, ბრენდის პოპულარობის მთავარი გარანტი იყო. მაშინ არ არსებობდა სოციალური ქსელები, არ იყვნენ ინფლუისერები და ბლოგერები. ახლა, მაგ., ახალი ტუჩსაცხის გაგზავნა, TikTok–ზე მილიონიანი გამომწერის ბლოგერისთვის შეიძლება და გაყიდვები გარანტირებულია. მაგრამ, წინა საუკუნის ბოლო წლებში, ასეთი რამ, უბრალოდ შეუძლებელი იყო.


image


90–იანი წლების მოდელების ფენომენს, ერთი მნიშვნელოვანი რამ ჰქონდა — ეს თავისუფლება იყო. ახლა მოდის ინდუსტრია, მიუხედავად აშკარა მრავალფეროვნებისა, უფრო ფრთხილი და კონტროლირებადია. ვინმეს შეურაცხყოფის შიში, ბრენდები იძულებულები არიან, "თითი მუდმივად პულსზე ედოთ". დღეს მოდა მხოლოდ სილამაზეს კი არა, საზოგადოების სტანდარტებსაც ითვალისწინებს. მაგ., უკვე ცუდ ტონად ითვლება ველური ცხოველების ბეწვის გამოყენებით სამოსის შექმნა. გარდა ამისა, ადრე სექსუალურობა და ელეგანტურობა რეგულირებადი არ იყო. ამჟამად კი, ცვლილებები ამ მხრივაც არის. მაგ., სკანდალისტი ნაომი, ან ემანსიპირებული ჯია, დღეს ალბათ, ვერ იპოვიდა "მზის ქვეშ" საკუთარ ადგილს, რადგან მათთან თანამშრომლობის შემთხვევაში, ბრენდისთვის რეპუტაციის დაკარგვის რისკი ძალიან დიდი იქნება.


image


დიახ, სუპერმოდელების დრო წავიდა. მაგრამ, მოდური ბრენდები, მიუხედავად ამისა, ისევ უბრუნდებიან წარსულის ლეგენდებს. ეს მეგა ტრენდზე ნოსტალგიით და გაციფრულებამდე დროში დაბრუნების სურვილითაც არის გამოწვეული. ახლა, სუპერმოდელების სცენაზეა დაბრუნება — ძველ მეგობრებთან შეხვედრას, ახალგაზრდობის უდარდელ წლებში და ნათელ შოუებში დაბრუნება ჰგავს...



image

სხვა სიახლეები:


* იდუმალი ჰუმანოიდები, თუ გოლიათების ცივილიზაცია? – XX საუკუნის ყველაზე საოცარი აღმოჩენა

* ხეოფსი პირამიდა წარღვნამდე არსებობდა

* ფოტოები წარსულიდან, რომელიც ადასტურებს, რომ კაცობრიობის ისტორია, გაუთავებელი აღმოჩენების სერიაა

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
152
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0