სხვა ულამაზესი სამაჯურები, საყურეები და ყელსაბამები! სამკაულის 150 იდეა, ყაისნაღით და ჩხირებით ქსოვისთვის 2018, 17 იანვარი, 10:46 უამრავი სახის სამკაული არსებობს: ძვირფასი, ნახევრადძვირფასი, მეტალის, ხის... მაგრამ, ყველაზე მრავალფეროვანი და ნაირსახოვანი, როგორც ტექსტურის, ისე ფერადოვანი თვალსაზრისით, ნაქსოვი სამკაული არის. ამ სფეროში დახელოვნებულმა დიზაინერებმა იციან, რომ მასში უდიდესი პოტენციალი და შესაძლებლობები არის. ხოლო, მათ, ვისაც ამ მხრივ, გამოცდილება არა აქვთ, შეუძლიათ სამკაულების კეთება საყურეებით დაიწყონ: თუ ყაისნაღით ქსოვა იცით, არც რბილი მავთულებით ქსოვა გაგიჭირდებათ. მავთულის გამოყენებით შესაძლებელია როგორც ყელსაბამების, ისე სამაჯურების და ნებისმიერი სხვა აქსესუარის შექმნა. მაგ., ქამრების, ჩანთების და თუნდაც დეტალების, სამოსის გასაფორმებლად. მავთულით მოქსოვილი სამკაული შეგიძლიათ ბისერით ან მძივებით გააფორმოთ. ამ შემთხვევაში, ყველაზე რთული სამაჯურზე შესაკრავის მორგება არის. ამიტომ, ვიდრე სამკაულის შექმნას დაიწყებთ, შესაკრავზე იფიქრეთ. ეს შეიძლება როგორც მზა სამაგრები, ისე ლენტები ან მსხვილი მძივები იყოს. სამკაულის შექმნა ჩვეულებრივი საქსოვი ძაფითაც შეიძლება. ამ შემთხვევაში არანაირი ჩარჩო და შეზღუდვა არ არსებობს. ყველაფერი მხოლოდ ქსოვის ტექნიკაზე და თქვენს ფანტაზიაზე არის დამოკიდებული. შეგიძლიათ მოქსოვოთ ე. წ. ტრანსფორმერები, – სამკაული, რომლის გამოყენება, როგორც ყელსაბამად და სამაჯურად, ისე თმაში ჩასაწნავად იქნება შესაძლებელი. სამკაულის შექმნისას, მის საფუძვლად, შეგიძლიათ ხე ან მსხვილი მავთული გამოიყენოთ: განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურება გარკვეული ფორმის მქონე მეტალი და საქსოვი ძაფის კომბინაცია: ლამაზია ჟგუტისებური სამაჯურებიც, რომლის გაკეთება არც ისე რთულია. ჯერ დრეკადი მავთულის ირგვლივ უნდა მოქსოვთ, ხოლო შემდეგ, მას თქვენთვის სასურველი ფორმა მისცეთ. პატარა მოქსოვილი ყვავილების და ბისერის კომბინაცია, განსაკუთრებით კარგად ჯდება ჩხირებით ან ყაისნაღით მოქსოვილ ბრტყელ სამაჯურებზე: შედარებით დიდი ზომის ყვავილებით და ფოთლებით, შეიძლება ყელსაბამების გაფორმება. განსაკუთრებით ლამაზი გამოდის ყვავილები მძივებთან კომბინაციაში: ყელსაბამების გარდა, შეგიძლიათ უფრო მინიატურული სამკაულიც, მაგ., გულსაკისიდები ან გულსაბნევები გააკეთოთ: თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:მორჩენილი საქსოვი ძაფების გამოყენების იდეები. მეორადი (ნაშალი) ძაფის განახლების ხერხი ხრიკები ქსოვის პროცესის გასამარტივებლად 100-ზე მეტი იდეა ჩხირებით ქსოვის მოყვარულთათვის (მოდელები, სქემები, უზორები) 622 10-ს მოსწონს
|