x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ის, რაც ბავშვმა მშობლებისგან უნდა მოისმინოს

არის სიტუაციები, როდესაც ჩვენ არ ვიცით როგორ მოვექცეთ ბავშვებს, გამოვხატოთ ჩვენი მისადმი დიდი სიყვარული, გავხადოთ ის ბედნიერი, აღმოვაჩინოთ მასში ნიჭი და მივცეთ მას გასაქანი. ეს ყოველივე ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია! ფსიქოლოგებმა და გამოცდილმა პედაგოგებმა შეადგინეს ფრაზების (და არა მარტო) სია, რომელიც მშობლებს დაეხმარება ბავშვებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში.


image

უთხარით:


1. «მე შენ მიყვარხარ».

2. «ყველაფრის მიუხედავად, მე შენ მიყვარხარ».

3. «მე შენ მაშინაც მიყვარხარ, როდესაც ჩემზე გაბრაზებული ხარ».


4. «მე შენ მაშინაც მიყვარხარ, როდესაც შენზე გაბრაზებული ვარ».

5. «მე შენ მაშინაც მიყვარხარ, როდესაც ჩემგან შორს ხარ. ჩემი სიყვარული ყოველთვის შენთან არის».

6. «მე რომ შემძლებოდა, ნებისმიერი ბავშვის არჩევა, მთელს მსოფლიოში, მე მაინც შენ აგირჩევდი».

7. «ჩემი შენდამი სიყვარული იმდენად დიდია, რომ ის მთვარეს მისწვდება, ვარსკვლავებს შემოუვლის და უკან დაბრუნდება».

8. «მადლობა».

9. «მე ძალიან მომეწონა დღეს შენთან თამაში».

10. «დღის მანძილზე, ჩემი საყვარელი მოგონება ის არის, როდესაც ჩვენ რაღაცას ერთად ვაკეთებდით».


მოუყევით:


11. მათი დაბადების ან შვილად აყვანის ისტორია.

12. იმის შესახებ, თუ როგორი იყო ახალშობილი, როგორ აიდგა ფეხი, როგორ დაიწყო ლაპარაკი...

13. იმის შესახებ, როგორ შეურჩიეთ სახელი.

14. საკუთარ თავზე, როდესაც მის ასაკში იყავით.

15. ბებიებზე, ბაბუებზე და სხვა ახლო ნათესავებზე.

16. რომელია თქვენი საყვარელი ფერი.

17. რომ არის მომენტები, როდესაც თქვენც გიჭირთ (მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხართ).

18. ის რომ, როდესაც მისი ხელი გიჭირავთ და 3-ჯერ ზედიზედ მოუჭერთ, ეს საიდუმლო კოდია, რომელიც ნიშნავს: «მიყვარხარ».

19. თქვენი გეგმების შესახებ.

20. რითა ხართ დაკავებული მოცემულ მომენტში.


უსმინეთ:


21. თქვენს შვილს მანქანაში.

22. რას ყვება ბავშვი თავისი სათამაშოების შესახებ; დაფიქრდით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მისთვის.

23. საკითხს, რომელშიც ბავშვს თქვენი დახმარება ესაჭიროება.

24. იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ამის საშუალებას საკუთარი მოთმინება გაძლევთ.

25. გრძნობებს, რომლებიც ბავშვის სიტყვების უკან დგას.


კითხეთ:


26. «როგორ ფიქრობ, რატომ მოხდა ეს? ».

27. «როგორ ფიქრობ, რა იქნება, თუ..?».

28. «ეს როგორ უნდა გავიგოთ?».

29. «რაზე ფიქრობ?».

30. «დღეს კარგი რა მოხდა?».

31. «რას ფიქრობ, როგორი გემო აქვს?».


გამოყავით დრო:


32. რომ ბავშვთან ერთად სადილი მოამზადოთ.

33. მასთან ერთად იაროთ სუპერმარკეტებში და სხვა სახის დაწესებულებებში.

34. ბავშვის ტემპში შეასრულეთ დავალება, ნუ აგრძნობინებთ, რომ ნელა აზროვნებს.

35. ითამაშეთ მასთან ერთად ან უბრალოდ იქ იყავით, ვიდრე ის თამაშობს. კარგი იქნება, თუ მასთან ერთად იატაკზე ითამაშებთ, სხვადასხვა ასაწყობი თამაშებით.

36. ბავშვის კერძს ან დესერტს მიეცით «სმაილის» ფორმა.


დაივიწყეთ:


37. თქვენი აზრი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს სწორედ.

38. თქვენი მოთხოვნილება, რომ იყოთ მართალი.


გაეცით:


39. ბავშვს ყოველთვის კეთილი თვალებით უყურეთ.

40. გაიღიმეთ, როდესაც ბავშვი ოთახში შემოდის. თუ შეგეხოთ, საპასუხოდ, აუცილებლად მოეფერეთ.

0
621
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
621
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0