რჩევები ჩაცმის სტილი 160 სმ-მდე სიმაღლის გოგონებისთვის და ქალბატონებისთვის 2017, 18 მაისი, 11:13 მინიატურული გოგონები – მშვენიერები არიან (მაღლების საწყენად არ არის ნათქვამი). გავიხსენოთ კაილი მინოუგი (155 სმ), სალმა ჰაიეკი (157 სმ), შაკირა (150 სმ), დები ოლსონები (155 სმ), მადონა (158 სმ) და ბევრი სხვა ვარსკვლავი, რომლებიც «პატარები» არიან, მაგრამ ყველაზე მეტად «ანათებენ».
ასევე უნდა დაივიწყონ: I. საშუალო სიმაღლის ჩექმები
ფეხის დასაგრძელებლად, უმჯობესია, შედარებით წვეტიანი ფეხსაცმლის არჩევა. IV. ფენა-ფენა სტილი არ უნდა ჩაიცვან რამდენიმე დასახელების სამოსს ერთდროულად. ეს საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის დაბალი გოგონებისთვის. V. კაბა-მაისური არც ეს არის კარგი ვარიანტი მინიატურული აღნაგობის გოგონებისთვის. VI. კვადრატული ტოპები ასეთი ტოპი, დაბალ გოგონას კვადრატულად აქცევს. VII. აბრეშუმის განიერი შარვლები მათ უფრო მუხდებათ შარვლები სქელი ქსოვილებისგან. VIII. გრძელი ქვედაბოლო ეს ყველაზე ცუდი ვარიანტია, ყველა ვარიანტს შორის. დაბალი გოგონა, გრძელ კაბაში, ზარს ემსგავსება. IX. ჰორიზონტალური ზოლები გამოიყენეთ სამოსი ვერტიკალური პრინტები, რომელიც ამაღლებს. ხოლო სიგანის ზოლები, პირიქით – ადაბლებს. X. კაბა არათანაბარი სიგრძით წინ აწეული და უკან დაწეული კაბა, ასევე შეუფერებელია დაბალი გოგონებისთვის. საუკეთესო ვარიანტია მოკლე კაბა. XI. კომბინიზონი პრინტით ასეთი კომბინიზონი ადაბლებს, უმჯობესია ერთტონიანი კომბინიზონის შერჩევა. XI. ტომარისებური ჯინსები
სანტიმეტრები მთავარი არ არის და არც ასაკსა აქვს დიდი მნიშვნელობა. თუ ქალბატონს უნდა, რომ კარგად გამოიყურებოდეს და იმაზე მაღალი გამოჩნდეს, ვიდრე რეალურად არის, ქვემოთ მოცემული რჩევები უნდა გაითვალისწოს: უპირველეს ყოვლისა, თუ საუბარი კაბაზე არის, ის უნდა იყოს სწორი, ტანზე კარგად მომდგარი ან А სტილის – კაბები ამაღლებული წელით, ხოლო ქვედაბოლოები ჭრილით. უპირატესობა უნდა მიანიჭონ ერთტონიან სამოსს, რომლის გაფორმება სხვადასხვა სახის აქსესუარებით შეიძლება. მინიატურულ ქალბატონებს ძალიან უხდებთ სამოსი ვერტიკალური ხაზებით — ეს შეიძლება იყოს პრინტი, დეკორატიული ელემენტები, ვერტიკალური პლისები, ღილები, კონტრასტულად გამოყოფილი ელვა შესაკრავი და სხვა. მათ უნდა აირჩიონ დეკოლტეს ღია ზონა V-სტილით, რომელიც სხეულის ზედა ნაწილს აგრძელება, ხოლო ოთხკუთხედ და წრიულ დეკოლტეებზე, უარი თქვან. ასევე, არ უნდა შეიკრან პერანგი ბოლო ღილამდე. არ არის რეკომენდირებული ჰორიზონტალური უზორები, უჯრედების სტილის ნახატები, დიდი ზომის პრინტები, ფერების კონტრასტი, რომლიც ოპტიკურ ზონებად ყოფს სხეულს. ღია ფერის ზედა და მუქი ფერის ქვედაბოლო, ასევე ცუდი არჩევანია — ასე ჩაცმულები ქალბატონები, უფრო დაბლებად გამოიყურებიან, ვიდრე სინამდვილეში არიან. წელის არის გამოყოფის სურვილის შემთხვევაში, უნდა შეარჩიონ სამოსი მკაცრი სილუეტით და მაღალი წელით. განიერი ქამრები და მასიური შარფები, სხეულს ამოკლებს. რეკომენდირებულია მოკლე პიჯაკები და კარდიგანები, ხოლო ჟილეტი –შედარებით გრძელი უნდა იყოს. მინიატურული ქალბატონები, წითელ ხალიჩაზე წარდგენის დროს, ხშირად იყენებენ ქალთევზას მიმზიდველ სილუეტს: ტანზე მომდგარი სამოსი კარგად გამოყოფს თეძოებს, ხოლო კაბის ქვედა ნაწილი, შლეიფის სტილში – აგრძელებს სხეულს. გამხდარი გოგონები იდეალურად გამოიყურებიან თავისუფალი სტილის ქვედაბოლოებში. ხოლო შედარებით ფერ-ხორციანებს, უხდებათ კლასიკური –ქვედაბოლო-ფანქარი, რომელიც ქვედა ნაწილში შევიწროვებული არის. სიმაღლის ოპტიკური ზრდის საქმეში, კარგ ეფექტს იძლევა მჭიდროდ მომდგარი ჯინსის შარვალი და ქვედაბოლო, რომლებიც ფეხებს აგრძელებს. ხოლო ბრიჯებზე უარი უნდა თქვან, რადგან ის, პირიქით – ფეხებს ამოკლებს. პალტო კარგად გამოკვეთილი მხრებით უნდა იყოს და მისი სიგრძე არ უნდა ჩამოდიოდეს მუხლებს ქვევით. მინიატურული ქალბატონების ჩაცმის სტილის მთავარი დეტალი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არის. ფეხსაცმლის არჩევის დროს, უპირატესობა უნდა მიანიჭინ ნავის სტილის ფეხსაცმელს. კარგია, თუ ის მუქი ან ბეჟი ფერის იქნება. არ არის რეკომენდირებული ფეხსაცმლის ტარება ჯვარედინი თასმებით. მაგრამ, თუ მაინც ვერ შეელევიან თასმებიან ფეხსაცმელს, მაშინ ისეთი მოდელი უნდა შეარჩიონ, რომელიც კოჭებს არ დამალავს. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: 15 ოქროს წესი, 40 წლის შემდეგ, სამოსის შერჩევასთან დაკავშირებით სამოსის სტილი. კლასიფიკაცია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით სამკაულის და სხვა აქსესუარების ტარების 10 წესი ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ: 2017 წლის 7 ტრენდი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი კომფორტული რომ იყოს – 5 მარტივი გზა ფეხსაცმლის შერჩევა, კაბის სიგრძის მიხედვით სხეულის ნაკლის დამალვა ტანსაცმლით. რა უნდა ჩავიცვათ, რომ ყოველთვის კარგად გამოვიყურებოდეთ ვირჩევთ მოდურ ჯინსებს ზაფხულის სეზონისთვის 10458 11-ს მოსწონს
|