რჩევები ვირჩევთ მოდურ ჯინსებს ზაფხულის სეზონისთვის 2016, 8 აპრილი, 9:55 სხვადასხვა სტილისა და ფერის შარვლებს შორის, რთულია გადაწყვეტილების მიღება და ერთი და თუნდაც, რამდენიმე შესაფერისი მოდელის შერჩევა, რომელიც მოგვერგება, მოგვიხდება და ამავდროულად, მოდურიც იქნება. მაშ ასე, თუ გადაწყვიტეთ, ახალი შარვლის შეძენა, ახალი სეზონისთვის, მაშინ ეს სტატია თქვენთვის არის: აქტუალური მოდელები ამ სეზონზე;ფიგურის გათვალისწინებით, რა ფერს და სტილს ენიჭება უპირატესობა; მოდის რომელ აქცენტებზე არის საჭირო ყურადღების გამახვილება; ამ პუნქტების გთვალისწინებით, შესაძლებელია იდეალური და მოდური შარვლის შერჩევა. აქტუალური მოდელები
ხალ სეზონზე, საპატიო პირველი ადგილი სწორმა და მუხლსქვევით გაშლილმა შარვლის მოდელებმა გაიყვეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოდელები ძირითადად მუქი ფერებით არის წარმოდგენილი. ამიტომ, ყველაზე აქტუალური – მუქი ლურჯი, მელნისფერი და შავი მოდელებია. სხვა მოდელების შერჩევაც შეიძლება, მაგრამ 2016 წლის ძირითადი ტრენდი ეს მოდელებია. გარდა ამისა, წელს მოდაში არის ჯინსები მაღალ წელზე. ასეთი წელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სტილის შარვალზე. ამ შემთხვევაში, სტილი ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია – მაღალი წელი. ასეთ მოდელს შეუძლია სხეულის გარკვეული ნაკლების დაფარვა და ის ვიზუალურად აგრძელებს ფეხებს. კიდევ ერთი სუპერმოდური ვარიანტი – შემოკლებული ჯინსებია, რომელიც ქალის ლამაზ კოჭ-წვივებს აჩენს. ასეთი მოდელის ჯინსები მაღალ გოგონებს უხდებათ. დანარჩენებმა უარი უნდა თქვან ამ ვარიანტზე, ან მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე ჩაიცვან . ამრიგად, ზაფხულის სეზონის აქტუალური მოდელების ნუსხა ასე გამოიყურება:
სწორი; ფერი და სტილი ნებისმიერი ფიგურისთვის
ჯინსის შარვლის შერჩევა უფრო მარტივია მაღალი და კარგი აღნაგობის (ზედმეტი წონის გარეშე) გოგონებისთვის. ასეთი იღბლიანებისთვის ნებისმიერი სახის მოდელი მისაღებია: სკინები (ქვემოთ შევიწროვებული), შემოკლებული, ჯეგინსი (ძალიან მოტკეცილი), სტვირი (სწორი), ბოიფრენდი (ფართე, თავისუფალი და არანაირი დეკორი) და რა თქმა უნდა, შლაქსები. სამწუხაროდ, ასეთი ფიგურა ყველას არა აქვს. თუ გოგონას განიერი თეძოები და მსხვილი ბარძაყები აქვს, ყურადღება უნდა მიაქციოს მუქი ლურჯი ფერის შლაქსებს. მუქი ფერი ვიზუალურად ამცირებს ზომას, შარვლის განიერი ტოტი კი – ათანაბრებს ბარძაყებს. შედარებით ჭარბწონიან გოგონებს, ასევე უხდებათ შარვლის სწორი მოდელი – ე. წ. სტვირი. ასეთი სტილი თავისუფალი მოძრაობის საშუალებას იძლევა და არანაირ დისკომფორტ არ უქმნის პატრონს. გოგონას, თუ «ქვიშის საათის» ფორმის ფიგურა აქვს, მოუხდება ჯინსები შევიწროვებული ქვედა ნაწილით – მოდელი სკინი. თუმცა იმ პირობით, თუ მას სწორი ფეხები აქვს. ძალიან გამხდარ გოგონებს განიერი ჯინები უნდა ეცვათ. ისეთი მოდელები, როგორებიც არის “შაროვარები" და იალქნები. ასეთი მოდელის ჩაცმის შემთხვევაში, ხაზგასმული იქნება მისი სინაზე და სათუთობა. და ბოლოს, ცოტა რამ ფერის შესახებ. წელს, კლასიკური ლურჯი ფერის გარდა, ასევე აქტუალური ფერებია: ინდიგო, კრემისფერი, იისფერი, მწვანე (ლია და მუქი) და შავი. სეზონის აქცენტები და დეტალები გასულ სეზონზე, ძალიან პოპულარული იყო ჯინსები ამოკეცილი ტოტებით. ამ სეზონშიც პოპულარული იქნება შარვლის ტარების ეს სტილი. შეიძლება როგორც ვიწრო, ისე განიერი მოდელის შარვლების აკეცვა. ამ ბოლო დროს, პოპულარობას იკრებს ლამპასიანი (განიერი ფერადი ზოლი, დაყოლებული შარვლის გვერდით ნაკერზე) შარვლები. ყველაზე თამამებს კი, დიზაინერები საკერებლიან შარვლებს სთავაზობენ. ასეთი ჯინსები, არა მხოლოდ ჯინსის ქსოვილს, არამედ ტყავს, ზამშს და გამჭვირვალე ქსოვილსაც შეიძლება შეიცავდეს. გახეხილი ჯინსები უკვე დიდი ხანია არ გადადის მოდიდან. ასეთი შარვლები, ამ სეზონზე, ისევ პოპულარული იქნება. მოდაში არის არა მარტო გახეხილი, არამედ ნახვრეტებიანი და ფოჩებიანი (დაძენძილი) ჯინსი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სრული გოგონებისთვის არ შეიძლება სიგანეზე გახეხილი შარვლის ჩაცმა, რადგან ის მათ ვიზუალურად უფრო დიდს გამოაჩენს. ამიტომ, მათ ვერტიკალურ ზოლზე გახეხილი შარვლები უნდა შეარჩიონ. 556 8-ს მოსწონს
|