რჩევები მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი კომფორტული რომ იყოს – 5 მარტივი გზა 2016, 10 ივნისი, 18:08 ქალბატონების უმრავლესობისთვის, მაღალი ქუსლები ტანჯვასთან ასოცირდება: სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, დარწმუნებულები არიან ისინი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველას ძალიან უნდა, თუნდაც ხანდახან, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა. ამიტომ, სახლში ყველას აქვს, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, 1-2 წყვილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გადანახული! ამ სტატიის გაცნობის შემდეგ, თქვენ აღარ მოგიწევთ ლამაზი ფეხსაცმლის მხოლოდ სახლში, სარკის წინ ჩაცმა და მისი განსაკუთრებული შემთხვევისთვის, კარადაში შენახვა! ბევრი თქვენგანისთვის, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ყოველდღიური მოხმარების საგნად გადაიქცევა და თუ აქამდე მხოლოდ ქუსლის გამო იკავებდით თავს, ფეხსაცმლის შეძენისგან, ამის შემდეგ, ქუსლის გამო, მას აღარ დაიწუნებთ! სიმძიმის ცენტრი თუ ქუსლი უკან «მიდის», წონასწორობა ნამდვილად დაირღვევა. ფეხსაცმლის შეძენის დროს, აუცილებლად დააკვირდით ქუსლის მდებარეობას. ქუსლი, უშუალოდ, ფეხის ქუსლის ქვემოთ უნდა მდებარეობდეს; ამ თვალსაზრისით, ყველაზე ადვილად შესარჩევი არის ფეხსაცმელი, სქელი ქუსლით. მაგრამ, თუ საუბარი «შპილკებზე» არის, აუცილებლად დააკვირდით ქუსლის ლოკაციას. პლატფორმა დახმარებისთვის მაღალი ქუსლის «გადატანა» ბევრად უფრო ადვილი იქნება, როდესაც ფეხსაცმელს თუნდაც პატარა პლატფორმა აქვს. მაგრამ, რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენი ოცნების ფეხსაცმელს პლატფორმა არა აქვს? ამ შემთხვევაში, ყველაზე კარგი გამოსავალი, ფეხსაცმლის სილიკონის ჩასაფენი არის, რომელიც ფეხს, ფეხსაცმელზე ამაგრებს და დაცურების საშუალებას არ აძლევს. გარდა ამისა, ის ფეხსაცმელს უფრო კომფორტულსაც ხდის. არანაირი ხე რაც უფრო სქელია, მით უფრო მოსახერხებელია ფიქსირება 950 7-ს მოსწონს
|