x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სხეულის ნაკლის დამალვა ტანსაცმლით. რა უნდა ჩავიცვათ, რომ ყოველთვის კარგად გამოვიყურებოდეთ

ტელევიზორში, თითქმის, ყველა ვარსკვლავს მოდელის გარეგნობა აქვს. მაგრამ რეალურად, ეს ვარსკვლავები სულ სხვანაირად გამოიყურებიან.

როდესაც საკუთარი სხეულის ნაკლს დავინახავთ სარკის ანარეკლში, უამრავ დროს და ენერგიას ვხარჯავთ მის გამოსასწორებლად. ეს დროში გაწელილი, ხანგრძლივი პროცესია და ვიდრე პრობლემის მოგვარებას შევძლებთ, მისი შენიღბვა და სხეულის კორექცია, სწორედ შერჩეული ტანსაცმლით არის შესაძლებელი.


image


ნებისმიერი ქალი — ინდივიდუალურობაა, თავისი ცხოვრების ტემპით, გარემოებებით და ბუნებრივი მონაცემებით, რაც ჩაცმის სტილში, შაბლონების არსებობის ფაქტს გამორიცხავს.


მაგრამ, რა უნდა გავაკეთოთ, თუ არ გვინდა, რომ მოდას ჩამოვრჩეთ?

ამ კოთხვაზე პასუხი ძალიან მარტივია: უბრალოდ, არ უნდა ჩავიცვათ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ჩვენს ნაკლს წინა პლანზე წამოწევს და ღირსებებს დაჩრდილავს!


მაშ, ასე, ჩაიხედეთ სარკეში და განსაზღვრეთ თქვენი სხეულის პრობლემური ზონები. ზოგიერთ შემთხვევაში, ფიგურის ყველა ნაკლის გამოსწორება, ქირურგიული ჩარევის გარეშე, ვერ ხერხდება. მაგ., სიმაღლე, თეძოების გარშემოწერილობა, პროპორციები, რომელიც გენეტიკურად არის ადამიანში ჩადებული – სხეულის ის ხარვეზებია, რომლის დამალვა, სწორად შერჩეული სამოსით არის შესაძლებელი.


image


დაბალი.


— დაბალი სიმაღლის შემთხვევაში, არ შეიძლება დიდი ზომის აქსესუარებისა და რამდენიმე ფენა ტანსაცმლის ჩაცმა. ასე ჩაცმული დაბალი გოგონა და ქალბატონი, ვიზუალურად უფრო დაბალი გამოჩნდება.
— მოერიდეთ სამოსს ჰორიზონტალური ხაზებით.
— სამოსის შერჩევის დროს, ყურადღება მიაქციეთ წელის არეს. ის აუცილებლად უნდა იყოს მაღალ წელზე.
— სასურველია, რომ ფეხსაცმელი, კოლგოტი და ქვედაბოლო, ერთი ფერის ან თითქმის ერთი ფერის იყოს.
— სამოსი უნდა იყოს მონოქრომატული (ერთი ფერის ტონის, არაკონტრასტული), მარტივი ორნამენტებით.


image



საშუალოზე მაღალი.


— ამ შემთხვევაში, რეკომენდირებული არ არის სამოსი ვერტიკალური ზოლებით და პატარა ზომის ორნამენტებით. სასურველია, რომ ტანსაცმელი რამდენიმე ფერით იყოს წარმოდგენილი.
— ქვედაბოლო და შარვალი უნდა იყოს დაბალ წელზე, ხოლო აქსესუარები დიდი ზომის. ეს ყოველივე, ვიზუალურად შეამცირებს სიმაღლეს.


image


პრობლემური წელი.


— ჭარბწონიანი ქალბატონებისთვის, არ არის რეკომენდირებული მსუბუქი ქსოვილებისგან შეკერილი სამოსის ტარება, რადგან ასეთი ტანსაცმელი ხაზს უსვამს სხეულის ყველა ნაკლს.
— ქვედაბოლო და შარვალი უნდა იყოს მაღალ წელზე, ქამარი კი, უნდა გაიკეთონ პრობლემური ზონის ზევით.
— კარგად აგვარებს ზედმეტი წონის პრობლემებს სტრეიჯის სტილის ჯინსის შარვალი და ქვედაბოლო.


image


სრული ფეხები.


— ეს ყველაზე გავრცელებული პრობლემაა სუსტი სქესის წარმომადგენლებს შორის. ამ შემთხვევაში, სამოსიდან უნდა გამოირიცხოს დახრილი ხაზების მქონე პრინტი და მოკლე ქვედაბოლო.
— რეკომენდირებულია მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება, გამოყოფილი საშუალო სისქის ქუსლით.
— ტანსაცმლის შერჩევის დროს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფერს. ფერი უნდა იყოს მქრქალი, პრიალა ან ხავერდოვანი ფაქტურით.
— შავი ფერის გამოყენება არ შეიძლება, ის თვალსაჩინოს ხდის და ხაზს უსვამს სხეულის ასეთ ნაკლს.

0
1772
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1772
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0