სიახლეები ამერიკელი მეცნიერები: გაზიანი სასმელი კიბოს პროვოცირებას იწვევს 2019, 14 მაისი, 12:18 ![]() მონესოტას უნივერსიტეტის მეცნიერებმა მარკ პერეირეას ხელმძღვანელობით გამოაქვეყნეს 14 წლიანი ექსპერიმენტის დასკვნა, რომელშიც სინგაპურის 60 000 მაცხოვრებელი მონაწილოებდა. მეცნიერების მტკიცებით გაზიან სასმელს პირველ რიგში შეუძლია გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები და მათ შორის ონკოლოგიურიც. ხოლო გაზიანი წყლების მოყვარულებს პანკრეასის კიბოთი დაავადების რისკი 87%-ით ეზრდებათ .ამერიკელი მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ დიდი რაოდენობით ტკბილი გაზიანი სასმელი ინსულინის მომატებასაც იწვევს ორგანიზმში. მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არ არის, თვით სამკურნალო მინერალური წყალსაც კი, მით უმეტეს თუ გაზი ხელოვნურად აქვს დამატებული მრავალი გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს. ![]() ექიმები დღეში მხოლოდ 2 ჭიქა სამკურნალო მინერალური წყლის მიღებას ურჩევენ პაციენტებს, ქრონიკული გასტრიტის და მაღალი მჟავიანობის დროს მინერალური წყალი უნდა დაილოს სწრაფად და ერთბაშად, ხოლო დაბალი მჟავიანობის დროს ნელა და ყლუპ-ყლუპად. ![]() ასევე დაგაინტერესებთ
73 7-ს მოსწონს
|