x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საბოლოოდ დამარცხდება თუ არა ტუბერკულიოზი 2030 წლისათვის?
image

გაეროს ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციის თანახმად, 2030 წლისთვის დაგეგმილია მსოფლიო მასშტაბით ტუბერკულიოზის ელიმინაცია.


"ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და ზოგადად, იშვიათია, რომ გაეროს შეკრება იმართებოდეს რომელიმე კონკრეტული, ერთი დაავადების ირგვლივ. პოლიტიკურმა ლიდერებმა მიიღეს დეკლარაცია, რომ ამ დაავადების ირგვლივ უნდა კონსოლიდირდნენ არა მხოლოდ ექიმები და ბიოსამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, არამედ პოლიტიკური ლიდერები, ადგილობრივი თვითმმართველობები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ეს ის დაავადებაა, რომელსაც მხოლოდ სამედიცინო სფეროს მუშაკები ვერ გაუმკლავდებიან“, - ამბობს ექიმი-ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი.

ბოლო წლებში, საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელების შემთხვევებმა იკლო, თუმცა მაჩვენებელი ჯერ კიდევ უმნიშვნელოა ევროკავშირის ქვეყნების მონაცემებთან შედარებით, ამის შესახებ განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ცირა მერაბიშვილმა.



"გასულ 2017 წელს დარეგისტრირებულია 2 927 ახალი შემთხვევა, - ამ შემთხვევვებში იგულისხმება როგორც სრულად ახალი, ისე წარსულში ნამკურნალევი შემთხვევებიც. თუ წინა წლებს გადავხედავთ, ესაა მნიშვნელოვანი კლება და ბოლო წლებია, ეს ტენდენცია გრძელდება“




ტუბერკულიოზი უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს მიკრობაქტერია, Mycobacterium tuberculosis, რომელიც მე-20 საუკუნის შუახანებამდე პრაქტიკულად განუკურნებელი დაავადება იყო.



2017 წელს მსოფლიო მასშტაბით ტუბერკულიოზით დაავადდა 10 მილიონი ადამიანი, აქედან მილიონზე მეტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთაგან 95% განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეები არიან, ძირითადად, აფრიკის და აზიის ქვეყნები.


ტუბერკულიოზის მკურნალობა და პრევენცია ხანგრძლივად მიმდინარეობს(6 თვე და მეტი) და საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას. ბოლო წლებში განსაკუთრებით საშიში გახდა რეზისტენტული ფორმის ტუბერკულიოზი, (როდესაც მიკრობაქტერია მდგრადია ორი ძირითადი ანტიტუბერკულიოზური პრეპარატის მიმართ)რომელიც ძირითადად შეწყვეტილი და არასწორი მკურნალობის, ან უხარისხო წამლების მიღების შედეგად ჩნდება. რეზისტენტული ტუბერკულიოზის მკურნალობა ხანგრძლივი და რთული პროცესია, რომელიც ხშირად სასურველი შედეგით არ მთავრდება, თუმცა ისეთმა ახალმა, მესამე თაობის პრეპარატებმა, როგორებიცაა ბედაქვილინი(2012) და დელამადინი, (2014)მნიშვნელოვნად შეამსუბუქეს რეზისტენტული ფორმის ტუბერკულიოზის მკურნალობა.





0
75
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0