საზოგადოება "გავერთიანდეთ მტრის წინააღმდეგ და მიშასეული წინსვლის დასაბრუნებლად!" - ნანა მოსიას ფეისბუქსტატუსს საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აზიარებს 2019, 7 მაისი, 11:56 დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში ძალიან დაძაბული და შემაშფოთებელია. სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, მათი ლიდერები, სოციალური მედია და სატელევიზიო თოქ - შოუები ძირითადად გადართულია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და შეფასებებიც და ხედვებიც რა თქმა უნდა განსხვავებულია.დაპირისპირება ორ უმსხვილეს პოლიტიკურ ძალას შორის უკვე 7 წელია გრძელდება და ბოლო არ უჩანს. პარტია "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტელიტას, მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაძაბულ და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს ამჟამადაც წინა საარჩევნო კამპანია.ზოგიერთი მოქალაქე სააკაშვილის დროინდელ განვითარებაზე წერს, ზოგი კი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზეა ორიენტირებული და მას და მის გუნდს აქებს და ადიდებს. აი, რას წერს ფეისბუქმომხმარებელი ნანა მოსია სოციალურ ქსელში, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა საკუთარ გვერდზე გააზიარა: – "შუქი მოვიდა, გაზი მოვიდა, დოლარი 1.65. ღირდა, პენსია გაიზარდა 14 ლარიდან 150 ლარამდე, მანქანებს არ ვკეტავდით, მანქანის სარკეებს არ გვპარავდნენ, შვილებს ეზოში სათამაშოდ მშვიდად ვუშვებდით, შეიქმნა ჯარი და პოლიცია, გადაშენდა ქურდული მენტალიტეტი, აშენდა იუსტიციის სახლები, Nana Mosia. 14 სთ. შუქი მოვიდა, გაზი მოვიდა, იხილეთ მეტი... 60 3-ს მოსწონს
|