x
image
ზოგადი განათლება
ილია მეორე: მსოფლიოში ათეისტური ტალღა გაძლიერდა და მისი გავლენა ჩვენს ქვეყანაშიც იგრძნობა

„დღეს, როდესაც მსოფლიოში ათეისტური ტალღა გაძლიერდა და მისი გავლენა ჩვენს ქვეყანაშიც იგრძნობა, თვალნათელი გახდა, როგორ დეგრადირდება ადამიანი უფლის გარეშე, როგორ ადვილად გადაგვარებადია იგი, როგორი უგუნური და თვითგანადგურებისაკენ მიდრეკილი ხდება ის“ - ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში.

image


„ბოროტი ძალა, შეფარვით თუ აშკარად, ყოველთვის ებრძოდა ჭეშმარიტებას, მაგრამ XX საუკუნიდან ამან განსაკუთრებული სახე მიიღო: ჯერ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმის სახით გაბატონდა ათეიზმი, რომელიც კატეგორიულად და ძალმომრეობითად უარყოფდა ღმერთს და, ამასთან, სიცრუეზე დაყრდნობით, ქმნიდა თავისთვის სასურველი “სანიმუშო, ზნეობრივი ადამიანების” სახეებს; მათი საშუალებით კი გარკვეულ ორიენტირს უსახავდა ცალკეულ პიროვნებებსაც და საზოგადოებასაც.



ახლა კი, შეიძლება ითქვას, გამოცხადებულია სრული თავისუფლება როგორც მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა მიმართ, მაგრამ ამ სივრცეში მკვეთრად იგრძნობა ღვთის უარმყოფელთა სითამამე; ისინი სრული თავაშვებულების პროპაგანდას აქტიურად ეწევიან ყველა საშუალებით და ცდილობენ, ეს ქმედება სიმართლისა და სიკეთის სახელს დაუკავშირონ, რათა თავისი გაუკუღმართებული შემოთავაზებანი ხალხისთვის მისაღები გახადონ“ - ნათქვამია საქართველოს საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში.




4
25
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
25
  
2019, 28 აპრილი, 10:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 28 აპრილი, 10:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 28 აპრილი, 8:06
რა დროს ათეისტებია, სხვა პრობლემა არ აქვს ამ ქვეყანას? მაშინ როცა აზერბაიჯანელ და რუს ოკუპანტებზე ცუდს ვერაფერს ათქმევინებ და სტალინს, რომლის მმართველობის დროსაც საბჭოთა რეჟიმმა 23 მილიონი კაცი ამოხოცა და პირადად მისი ინიციატივით 7 მილიონზე მეტი უკრაინელი ამოწყვიტეს შიმშილით ჰოლოდომორის დროს, იმ კაცზე იძახის "ბოლო დიდი მართლმადიდებელი ხელმწიფე" იყოო...
2019, 28 აპრილი, 8:06
მღვდელი ვახტანგ მარგიანის ინტერვიუში, რომელიც მან 1999 წლის 13 აპრილს `ახალ თაობას~ მისცა, ვკითხულობთ:
` _ რაც ვთქვი, იმაზე შემიძლია, იურიდიულად ვაგო პასუხი…
`7 იანვარს ილია II-მ დამპატიჟა ბანკეტზე საეკლესიო დღესასწაულის დღეებში. თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბანკეტი ჩატარდა, მაგრამ მათთვის სულ არ იყო შობა მნიშვნელოვანი დღესასწაული. ყველაზე კარგი თამადები იყვნენ ჩემს მიერ ხსენებული დიაკონი ლევან სხილაძე და ამჟამად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი. მაშინ ის არქიმანდრიტი იყო. ილია II-ს ყველა ულოცავდა გამარჯვებას, ვინაიდან… ვაგებ პასუხს, მარტო ხომ არ ვიჯექი იმ სუფრასთან, თუ სინდისი შეაწუხებს ვინმეს _ ულოცავდნენ ილია II-ს, ვინაიდან ილია II-ის ლოცვით იყო, რომ…
_ ლოცვით რომ იყო, რა?
_ რომ განიდევნა გამსახურდია საქართველოდან და რას არ უწოდებდა თვითონ სამღვდელოება. ვინც იქ ისხდნენ. აი, კონსტანტინე მელიქიძე, მაგალითად. ერთი სიტყვით, ილია II-ს გამარჯვებას ულოცავდნენ, ულოცავდნენ გამსახურდიას დამხობას, გინდა თუ არა გაოგნებული ვიყავი, გაოგნებული, რადგან არ მოველოდი, რომ მე კათალიკოსის სახით ამ პიროვნებას დავინახავდი _ აღვსილს ზიზღით.
რა თქმა უნდა, ერთმანეთს ეცილებოდნენ მისალოცი სადღეგრძელოების თქმაში არქიმანდრიტი დანიელი და დიაკონი ლევან სხილაძე, რომლებიც ულოცავდნენ გამარჯვებას ილია II-ს.
0 1 4