x
image
ვიზა კოხაძე
შეიარაღებულ თავდასხმას ემსხვერპლა 29 წლის ჟურნალისტი ჩრდილოეთ ირლანდიაში

imageimageდღეს მსოფლიოს პრესა და ტელევიზიები ცნობილი ირლანდიელი ჟურნალისტის 29 წლის გარდაცვალებას და ტრაგიკულად დაღუპვას ეხმაურება. როგორც წყარო წერს, მსხვერპლი მოჰყვა ირლანდიაში, კერძოდ ქალაქ ლონდონ - დერისის ცენტრში შეიარაღებულ თავდასხმას, როდესაც მასობრივი არეულობის დროს ნიღბიანმა ახალგაზრდებმა პოლიციას ჯერ ხელით ნაკეთი ასაფეთქებლები დაუშინეს, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნეს.სროლის შედეგად დაიღუპა ჟურნალისტი 29 წლის ლაირა მაკიი, რომელიც შემთხვევითი მსხვერპლია.ლაირა მაკკი ქალაქლონდონ დერისში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა. არეულობა ჩრდილოეთ ირლანდიაში ქალაქ ლონდონ დერისში 1916 წელს მომხდარ სააღდგომო ამბოხებისადმი მიძღვნილ აქციაზე დაიწყო. მსვლელობას რადიკალების ჯგუფი გამოეყო, რომლებმაც უმოწყალოდ დაარბიეს შენობები და პოლიციის მანქანები გადაწვეს.აღნიშნულ თავდასხმას ადგილობრივმა პოლიციამ ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.imageimageსიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში კერძოდ კი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ლონდონდერეში მიმდინარე არეულობაზე მინიშნება გააკეთა, როცა სტატუსი დაწერა: - " დერე კოლაპსშია! სრული საგიჟეთი!" imageროგორც ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ის ბრმა ტყვიას შეეწირა, რომელიც სავარაუდოდ პოლიციელების წინააღმდეგ იყო მიმართული.ცნობისათვის, აღდგომის აჯანყება ირლანდიაში პირველი მსოფლიო ომის დროს იყო ორგანიზებული და მომზადებული ირლანდიის დამოუკიდებლობისათვის მოძრაობის ლიდერების მიერ. გამოსვლები დაიწყო 1916 წლის 24 აპრილს აღდგომის დღესასწაულზე. აჯანყებულების მთავარი მიზანი იყო ირლანდიის დამოუკიდებლობა ბრიტანეთისგან.აჯანყება ძირითადად დუბლინში მიმდინარეობდა, თუმცა სხვადასხვა მასშტაბის გამოსვლები აღინიშნა ქალაქს გარეთ, საგრაფოებში.აჯანყება სასტიკად ჩაახშეს ბრიტანელებმა. მათ ტყვედ ჩაიგდეს პატრიკ პირსი და მის ძმასთან და 14 მოკავშირესთან ერთად სიკვდილით დასაჯეს ტრიბუნალის გადაწყვეტილების საფუძველზე.image



0
20
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0