x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
იტალიაში სახლები ერთ დოლარად იყიდება,თუმცა საქმე არც ისე მარტივადაა
image
იტალიაში დაიწყო სახლების გაყიდვა სულ რაღაც 1 აშშ$-ად, მოტივაცია სრულიად მარტივია – აღორძინდეს და გამოცოცხლდეს მიტოვებული დასახლებული პუნქტები, მათ შორის არის კომუნ ოლოლაი სარდინიაში, მუსომელი და სამბუკუ – სიცილიაში და სხვა.


მიუხედავად იმისა, რომ წინადადება ძალზე მიმზიდველად გამოიყურება, ძველი სახლები, რომელიც ერთ დოლარად იყიდება, კომპლექსურ მოვლას ითვალისწინებს, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, იგი უნდა გარემოტნდეს.

image

ავიღოთ მაგალითად პატარა დაბა ცუნგოლი, სადაც სულ 1000 კომლი ცხოვრობს, ცუნგოლი 2015 წელს იტალიის ერთ-ერთ ულამაზეს დასახლებულ პუნქტად აღიარეს, დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია შევიდეს ცუნგოლის საიტზე და აირჩიოს ფერმერის სახლი ან ვილა საღეჭი რეზინის ფასად.



როგორც ცუნგოლის მერი პაულო კარუზო CNN-თან საუბარში აღნიშნავს, ახალმოსახლეთა მოსაზიდად აიყვანა მოხალისეთა გუნდი, რომლებიც დაეხმარებიან დაინტერესებულ ადამიანებს, მონახონ საიმედო სამშენებლო ფორმები, რომლებიც ჩაატარებენ ხარისხიან სარემონტო სამუშაოებს.

image


ამრიგად, მსურველი, რომელიც 1 დოლარად შეიძენს სახლს, სამი წლის განმავლობაში უნდა გაარემონტოს საცხოვრებელი, წარუდგინეოს ადგილობრივ ხელისუფლებას რემონტის გეგმა, გადაიხადოს სადაზღვევო დეპოზიტი 2 250 დოლარის ოდენობით.



"ჩვვენ გვსურს, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ახალ მყიდველებს.ჩვენს ქალაქში მოხდა ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, დავაყენეთ საზოგადოებრივი დიოდური ლამპიონები, შესანიშნავი Wi-Fi, მოედნები და ტროტუარები ახლახან გავარემონტეთ, ცხოვრების ხარისხი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია"-აღნიშნა ქალაქის მერმა, პაულო კარუზომ.

0
282
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0