თბილისში მომხდარმა შემზარავმა ავარიამ 16 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა ( + ვიდეო )
სრულიად ქართული საზოგადოება შემძრა რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის ცენტრში მომხდარმა შემზარავმა ავარიამ, რომელმაც 16 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა და მათ შორის ცნობილი ავტომრბოლელის და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე - პრეზიდენტის მევლუდ მელაძის 16 წლის ბიჭის ნიკუშა ჯორჯაძის ტრაგიკული სიკვდილი. მევლუდ მელაძეს და მის მეუღლეს სალომე გველესიანს უამრავი მეგობარი და გულშემატკივარი ჰყავს ქვეყანაში და აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დაკრძალვაზეც ვერ ბედავდნენ მისვლას და სამძიმრის თქმას ამ გაუბედურებული ოჯახისთვის. მევლუდ მელაძეს მთელი საქართველო იცნობს თავისი პროფესიის გამო. აი რას წერს უზომოდ დამწუხრებული და გაუბედურებული მამა სოციალურ ქსელში: - " ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ. ალბათ მისთვისაც და ყველასთვის ათასგზის უნდა ამეხსნა, რომ უკანა სავარძელზე ჯდომა და უკიდეგანოდ სწორი გზა ვერაფერი გარანტიაა როდესაც სიჩქარეც უკიდეგანოდ მაღალია ... უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი უარი თქვა სასიკვდილო თამაშებზე, უნდა მეყვირა, რომ უფროსებს გადაემალათ ავტომობილების გასაღებები თინეიჯერი ბავშვებისთვის, უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია და მასთან ახალგაზრდების მიკარება მათი სამიზნედ ამოღების ტოლფასია ... დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათე კლასელი მიწას მივაბარე ... მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ ამ სიმწარის გემოს გაგებას".
ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ. ალბათ მისთვისაც და ყველასთვის ათასგზის უნდა ამეხსნა, რომ უკანა სავარძელზე ჯდომა და უკიდეგანოდ სწორი გზა ვერაფერი გარანტიაა როდესაც სიჩქარეც უკიდეგანოდ მაღალია ???? უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი უარი თქვა სასიკვდილო თამაშებზე, უნდა მეყვირა, რომ უფროსებს გადაემალათ ავტომობილების გასაღებები თინეიჯერი ბავშვებისთვის, უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია და მასთან ახალგაზრდების მიკარება მათი სამიზნედ ამოღების ტოლფასია ???? ???????? დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათე კლასელი მიწას მივაბარე ???????????? მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ ამ სიმწარის გემოს გაგებას ????????????
კომენტარები
-
-
-
Qetuna Yazaishvili ვაიმე ძვლები დამეწვა..????????????გული მეტკინა???????? ღმერთმა გაგაძლიეროთ ორივე მშობელი
-
-
დამალე ან გაასაჩივრე
-
-
Nunu Qatamadze ცრემლებს ვერ ვიკავებ, რამხელა ტკივილია ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის სულს.
-
Nina Ma-ria ვაიმეეე, სული და ხორცი მეწვისს, რატომ გამწარეე შვილო დედაა????????????????????
-
Sofo Lochoshvili Gmertma gagadzlierot amaze sashineli tkivili ararsebobs????????????????????????
-
Katerina Katerina vai shviloo????????????????????????????????????????????????????????????
-
Natia Devadze Viziareb????????tqven mwuxarebas, ufalma gagazlierot????????
-
თბილისში მომხდარ ავარიას 16 წლის ბიჭი ნიკუშა ჯორჯაძე ემსხვერპლა. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იჯდა, ხეს შეეჯახა. უკან მჯდომი ერთ-ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. სამი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.გარდაცვლილი ახალგაზრდა ნიკა ჯორჯაძეა, რომელიც 16 წლის აგვისტოში გახდებოდა. ის "აგროჰაბის" მარკეტინგის მენეჯერის, სალომე გველესიანისა და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, მევლუდ მელაძის შვილია. სალომეს ნიკა პირველი ქორწინებიდან ჰყავს.