ინგრედიენტები:
ცომისთვის:
ხაჭო – 300 გრ.
მზესუმზირის ზეთი (რაფინირებული) – 100 მლ.
რძე – 80 მლ.
შაქრის ფხვნილი – 75 გრ.
შაქრიანი ვანილი – 1 შეკვრა
სოდა – 1/2 ჩ. კ.
ფქვილი – 450 გრ.
გულსართისთვის:
თხილი – 150 გრ.
კარაქი – 40 გრ.
ნაღები – 100 გრ.
ნუში – 100 გრ.
კვერცხი – 1 ცალი
რომი – 1 ს. კ.
თაფლი – 4 ს. კ.
ჯემი – 150 გრ.
მომზადება:
I. ერთმანეთს შეურიეთ ხაჭო, ზეთი, რძე, შაქრის ფხვნილი და ვანილინი > სოდა შეურიეთ ფქვილს და დაამატეთ ხაჭოს მასას > მოზილეთ რბილი გასაბრტყელებელი ცომი > შეახვიეთ სამზარეულოს აპკში და შეინახეთ მაცივარში 30 წთ.
II. გულსართის მოსამზადებლად, შეათბეთ თაფლი (თუ თხევადია, არ უნდა) > ათქვიფეთ კვერცხთან ერთად > დაუმატეთ წვრილად დაჭრილი თხილი, ნაღები, რომი და კარაქი.
III. ჯემი შეათბეთ და საცერში გაატარეთ.
IV. გააბრტყელეთ ცომი და მიეცით კვადრატის ფორმა (დაახლოებით, 45X45 სმ) > გაანაწილეთ ცომზე გულსართი > გადაახვიეთ ხვეული.
V. გადააფარეთ ხვეულს ტილო და 30 წთ. ასე გააჩერეთ.
VI. დაჭერით 3 სმ-იან ნაწილებად > საცხობ ფირფიტაზე დაფინეთ კალკა > დაალაგეთ მასზე დაჭრილი ხვეულის ნაწილები და მსუბუქად დააწექით ზემოდან > მიეცით დისკის ფორმა.
VII. გამოაცხვეთ 180 °C-ზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, დაახლოებით, 25 წთ. > გადაუსვით ზემოდან ჯემი და აცხვეთ კიდევ 10 წთ.