მასალა ცომისთვის:
ფქვილი - 4 ჭიქა
მარგარინი - 150 გრ.
კვერცხი - 2 ცალი
შაქარი - 4 ს. კ.
მარილი - 0, 5 ჩ. კ.
არაჟანი 25 % - 6 ს. კ.
გამაფხვიერებელი - 0, 5 ჩ. კ.
მასალა გულსართისთვის:
ხაჭო - 500 გრ.
შაქარი - 3 ს. კ.
კვერცხი - 1 ცალი
ფქვილი - 1–2 ს. კ.
შაქრიანი ვანილი - გემოვნებით
კვერცხის გული - გადასასმელად
მომზადება:
1. ერთმანეთს შეურიეთ შაქარი, კვერცხი და მარგარინი.
2. ათქვეფილ მასას დაამატეთ მარილი და ფქვილი გამაფხვიერებლით.
3. მოზილეთ ცომი და გააკეთეთ გუნდა.
4. გულსართის მოსამზადებლად, ერთმანეთს შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, ფქვილის გარდა.
ფქვილი იმ შემთხვევაში დაამატეთ, თუ გულსართი თხელი გამოვა.
5. ცომი გააბრტყელეთ 0, 5 სმ. სისქეზე და დაჭერით ცომის საჭრელით.
6. წრის ერთ ნახევარში მოათავსეთ გულსართი და გადმოაფარეთ მეორე ნახევარი, თავში და ბოლოში გვერდები დაამაგრეთ, მაგრამ ბოლომდე ნუ შეკრავთ.
7. მოათავსეთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე და ზემოდან გადაუსვით ცოტა წყალში ათქვეფილი ვანილიანი კვერცხის გული.
8. შედგით გამოსაცხობად, 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.