ქალი და მამაკაცი სამეფო ოჯახის პოპულარულმა წყვილმა ინსტაგრამზე მსოფლიო რეკორდი მოხსნა ( + ფოტოები ) 2019, 4 აპრილი, 22:11 პრინცმა ჰარიმ და ფეხმძიმე მეგან მარკლმა ინსტაგრამზე საკუთარი აქაუნთი გახსნა და საბოლოოდ გამოეყო ქენსინქტონების სასახლეს და რაც მთავარია ქეით მიდლტონსა და პრინც უილიამსს. სხვათაშორის ძალიან არც არავინ გაბრაზებულა და სასწრაფო წესით მოხდა "@kensingtonroyal"პროფილის საერთო სურათის შეცვლა მეგანის და ჰარის გარეშე.ახლა მეგან მარკლი კონკურენციას გაუწევს ქეთ მიდლტონს არა მხოლოდ ჩაცმის სტილში, არამედ ვის უფრო მეტი გამომწერი და ფოლოვერი ეყოლება სოციალურ ქსელში.რამდენიმე დღის წინ აშკარად ლიდერობდა მიდლტონი 7, 3 მილიონი გამომწერით, თუმცა ირკვევა, რომ ეს შედეგი სულაც არფ არის მუდმივი. წყაროს ინფორმაციიუთ, მეგან მარკლმა მსოფლიო რეკორდი მოხსნა. მისი და ჰარის ინსტაგრამი ხუთ საათსა და 45 წუთში მილიონი გამომწერით შეივსო ( მილიონი ფოლოვერი კორეელმა მომღერალმა კან დანიელომ შეაგროვა 11 საათში). სხვათაშორის სამეფო წყვილის პირველი მომდევრები გახდნენ ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, ჰოლივუდის ვარსკვლავი გვინეტ პერტლოუ, პრინცესა ევგენია და სხვა ცნობადი სახეები, რომლებმაც სიყვარულით მიულოცეს წყვილს სოციალურ ქსელში პირადი აქაუნთის გამოჩენა.ჯენიფერ ლოპესის ამ ფოტოს 3, 4 მილიონი გამომწერი ჰყავს.ბიონსე და ჯეი ზი 3 მილიონი.კორტნი კარდაშიანი 2, 9 მილიონი.ჯიჯი ჰადიდი 2, 5 მილიონი გამომწერით.ემილი რატაკოვსკი 1, 8 მილიონი ფოლოვერი. 110 2-ს მოსწონს
|