საზოგადოება მე მოვკალი ზვიად გამსახურდია!!!" - რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში 2019, 2 აპრილი, 0:19 ![]() ეს იყო ჩემი პირველი შეხება მასთან. ვიცოდი რომ არსებობდა ზვიად გამსახურდია, შეიძლება ამ მიზეზის გამო ჩემს თანატოლებზე უფრო ადრეც.შემდეგ იყო 88-89-90 წლები, მოთხოვნები ჯერ საარჩევნო ცვლილებების, მერე დამოუკიდებლობის. სკოლის მოსწავლეს და აბიტურიენტს, ქუთაისშიც და შემდეგ თბილისშიც მიტინგიდან მიტინგზე მისი სახელი დამყვებოდა.მერე მერაბ კოსტავას გასვენებაზე მახსოვს ცოცხალ ჯაჭვში მდგარს, ცალფრთამოტეხილი, საყრდენგამოცლილი და განახევრებული.შემდეგ, საჯარო ლექციაზე. ძლივს შევაღწიე, გადატენილ დარბაზში. პირველად რომ შემოუშვეს წლების შემდეგ უნივერსიტეტში. “ ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველებას კითხულობდა.” მიტინგებზე ხმაურს და გამომსვლელთა, მათ შორის მის ექსპრესიულ გამოსვლას მიჩვეულმა, პირველად ვნახე, როგორ აიყვანა ხელში უზარმაზარი აუდიტორია, ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდი. წინ “ვეფხისტყაოსანი” ედო, აქეთ ბიბლია, იქეთ ყურანი და ავლებდა პარალელებს. ![]() დღემდე მგონია, რომ ეს იყო მისი ძირითადი საქმე რაც უნდა ეკეთებინა, რომ არა უფრო დიდი და მასშტაბური რაღაც, რომელსაც თავი შესწირა. განსხვავებული იყო ვაკის პარკის ცნობილ გამოსვლისას “ ქრისტეს გზა, ბარაბას გზა”. იქაც ხელში აიყვანა მთელი სტადიონი. მერე თვითონაც ხელში აიყვანეს. იქ პირველად ვნახე როგორ შეიძლება ინდივიდები, მათ შორის სკეპტიკურად განწყობილები, იდეის გარშემო გააერთიანო და ერთ მასად გადააქციო. სკეპტიკურად იმიტომ, რომ რამდენიმე ისეთი სახე მახსოვს იმ მიტინგიდან მთლად რომ ბოლომდე მის მომხრედ არ ითვლებოდა. ![]() დეტალებში ვიცოდი ბევრი რამ: ცოტნეს ნიჭიერება, გიორგის ეშმაკობა, რომლის გამოც სისხლი ქონდათ დაცვის ბიჭებს გამშრალი, მანანა და ლელე ... სამოქალაქო ომი. შეცდომა თუ ავბედითი კანონზომიერება, როგორც სასჯელი, რომელიც თავისუფლებისკენ სწრაფვას მოყვა. ზოგი მოღალატე, ზოგი გულწრფელად დარწმუნებული რომ მის გარეშე უკეთესობა იქნებოდა. შემდეგ გაქცეული პრეზიდენტი, დევნა, ხაფანგში მოქცევა, მკვლელობა. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ესროლეს, თუ თვითონ გამოკრა სასხლეტს ხელი. არც იმას აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად ვინ ჩაიდინა და დაგეგმა ეს. ის მოკლეს, არა ის მოვკალით ჩვენ ყველამ, ისევე როგორც ილია. როცა ქმნი გარემოს სადაც ილიას და ზვიადის მკვლელობა არათუ შესაძლებელი არამედ მოსაწონი საქმე ხდება, ეს ერის დანაშაულია და სამარცხვინო ლაქაა, რომელსაც ვერასდროს ვერანაირი გამოძიებით ვერ ჩამოირეცხავ. ასე რომ თავი დავანებოთ მკვლელების სხვაგან ძებნას, გამოვიდეთ და ყველამ სათითაოდ ვთქვათ: "მე მოვკალი ზვიად გამსახურდია”. ეს ის შემთხვევაა როცა აღიარება დანაშაულს არ ამსუბუქებ !!!" ![]() 1409 3-ს მოსწონს 1-ს არა
|