x
image
ვიზა კოხაძე
მე მოვკალი ზვიად გამსახურდია!!!" - რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში
imageცნობილი ადვოკატი ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს ვრცელი სტატუსით ეხმაურება და წერს: – " მე მოვკალი ზვიად გამსახურდია!!!პირველად, როცა მშობლებს ვკითხე, ზვიადი რატომ დამარქვითთქო, კონსტანტინეს შვილს ერქვა და იმიტომო, მიპასუხეს, თან ერთმანეთს გადახედეს და გაიღიმეს.
ეს იყო ჩემი პირველი შეხება მასთან. ვიცოდი რომ არსებობდა ზვიად გამსახურდია, შეიძლება ამ მიზეზის გამო ჩემს თანატოლებზე უფრო ადრეც.შემდეგ იყო 88-89-90 წლები, მოთხოვნები ჯერ საარჩევნო ცვლილებების, მერე დამოუკიდებლობის. სკოლის მოსწავლეს და აბიტურიენტს, ქუთაისშიც და შემდეგ თბილისშიც მიტინგიდან მიტინგზე მისი სახელი დამყვებოდა.მერე მერაბ კოსტავას გასვენებაზე მახსოვს ცოცხალ ჯაჭვში მდგარს, ცალფრთამოტეხილი, საყრდენგამოცლილი და განახევრებული.შემდეგ, საჯარო ლექციაზე. ძლივს შევაღწიე, გადატენილ დარბაზში. პირველად რომ შემოუშვეს წლების შემდეგ უნივერსიტეტში. “ ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველებას კითხულობდა.”
მიტინგებზე ხმაურს და გამომსვლელთა, მათ შორის მის ექსპრესიულ გამოსვლას მიჩვეულმა, პირველად ვნახე, როგორ აიყვანა ხელში უზარმაზარი აუდიტორია, ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდი.
წინ “ვეფხისტყაოსანი” ედო, აქეთ ბიბლია, იქეთ ყურანი და ავლებდა პარალელებს.imageიმ ლექციაზე პირველად მივხვდი, რას ნიშნავს სიტყვები “აზროვნების მასშტაბურობა”, “უგზო უკვლოდ განათლებულობა” ...
დღემდე მგონია, რომ ეს იყო მისი ძირითადი საქმე რაც უნდა ეკეთებინა, რომ არა უფრო დიდი და მასშტაბური რაღაც, რომელსაც თავი შესწირა.

განსხვავებული იყო ვაკის პარკის ცნობილ გამოსვლისას “ ქრისტეს გზა, ბარაბას გზა”. იქაც ხელში აიყვანა მთელი სტადიონი. მერე თვითონაც ხელში აიყვანეს. იქ პირველად ვნახე როგორ შეიძლება ინდივიდები, მათ შორის სკეპტიკურად განწყობილები, იდეის გარშემო გააერთიანო და ერთ მასად გადააქციო. სკეპტიკურად იმიტომ, რომ რამდენიმე ისეთი სახე მახსოვს იმ მიტინგიდან მთლად რომ ბოლომდე მის მომხრედ არ ითვლებოდა.imageმერე 31 მარტის რეფერენდუმი და ცხრა აპრილის დილა. ტელევიზორი ჩავრთე. სახლში მარტო ვიყავი. ვხედავ სესია მიდის. არც ვიცი რა ხდება და დამოუკიდებლობის გამოცხადება. არ ვიცოდი რა მექნა, ემოცია ვისთვის გამეზიარებინა, ტელეფონი მე არ მქონდა ნაქირავებ ბინაში და სახლში არავინ იყო. წლების მერე მივხვდი, რომ პრივილეგიაა იყო იმ თაობის წარმომადგენელი, რომლის დროსაც შენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

მერე იყო ჩემი მეგობარი, რომელთან ერთადაც ბინა მქონდა ნაქირავები და რომელმაც მის პირად დაცვაში დაიწყო მუშაობა.
დეტალებში ვიცოდი ბევრი რამ: ცოტნეს ნიჭიერება, გიორგის ეშმაკობა, რომლის გამოც სისხლი ქონდათ დაცვის ბიჭებს გამშრალი, მანანა და ლელე ...

სამოქალაქო ომი. შეცდომა თუ ავბედითი კანონზომიერება, როგორც სასჯელი, რომელიც თავისუფლებისკენ სწრაფვას მოყვა. ზოგი მოღალატე, ზოგი გულწრფელად დარწმუნებული რომ მის გარეშე უკეთესობა იქნებოდა. შემდეგ გაქცეული პრეზიდენტი, დევნა, ხაფანგში მოქცევა, მკვლელობა.


საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ესროლეს, თუ თვითონ გამოკრა სასხლეტს ხელი. არც იმას აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად ვინ ჩაიდინა და დაგეგმა ეს. ის მოკლეს, არა ის მოვკალით ჩვენ ყველამ, ისევე როგორც ილია. როცა ქმნი გარემოს სადაც ილიას და ზვიადის მკვლელობა არათუ შესაძლებელი არამედ მოსაწონი საქმე ხდება, ეს ერის დანაშაულია და სამარცხვინო ლაქაა, რომელსაც ვერასდროს ვერანაირი გამოძიებით ვერ ჩამოირეცხავ.

ასე რომ თავი დავანებოთ მკვლელების სხვაგან ძებნას, გამოვიდეთ და ყველამ სათითაოდ ვთქვათ:
"მე მოვკალი ზვიად გამსახურდია”.

ეს ის შემთხვევაა როცა აღიარება დანაშაულს არ ამსუბუქებ !!!"imageZviad Kordzadzeგუშინ 12:49-ზემე მოვკალი ზვიად გამსახურდია!!!პირველად, როცა მშობლებს ვკითხე, ზვიადი რატომ დამარქვითთქო, კონსტანტინეს შვილს ერქვა და იმიტომო, მიპასუხეს, თან ერთმანეთს გადახედეს და გაიღიმეს.ეს იყო ჩემი პირველი შეხება მასთან. ვიცოდი რომ არსებობდა ზვიად გამსახურდია, შეიძლება ამ მიზეზის გამო ჩემს თანატოლებზე უფრო ადრეც....კითხვის გაგრძელებაEka Kherkheulidze, Irakli Glonti და 206 სხვა19 კომენტარი12 გაზიარებამომწონსკომენტარიგააზიარეთკომენტარებინახეთ კიდევ 13 კომენტარი

0
1543
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
1543
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0