x
image
ვიზა კოხაძე
ამერიკელი მაფიოზური კლანის ბოსი საკუთარ სახლთან ჯერ მოკლეს და შემდეგ მანქანით გადაუარეს ( + ფოტოები )

imageნიუ-იორკში, ცნო­ბი­ლი ამე­რი­კუ­ლი მა­ფი­ო­ზუ­რი კლა­ნის მე­თა­უ­რი მოკ­ლეს. "გამ­ბი­ნოს ოჯა­ხის" მე­თა­ურს ფრენკ კა­ლის ნიუ იორკში, სტე­ი­ტენ აი­ლენდში სა­კუ­თარ სახ­ლთან ეს­რო­ლეს, რის შემ­დე­გაც თავ­დამ­სხმელ­მა მოკ­ლუ­ლის ცხე­დარს პი­კა­პით გა­და­უ­ა­რა და მი­ი­მა­ლა.როგორც წყარო წერს, ასეთი გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტის მქონე მკვლელობა უკანასკნელი 35 წლის მანძილზე არ მომხდარა."გამ­ბი­ნოს ოჯა­ხი" იტა­ლი­ურ-ამე­რი­კუ­ლი მსხვი­ლი მა­ფი­ო­ზუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის იმ ხუ­თე­ულ­შია, რომე­ლიც ნიუ-იორ­კის კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს აკონ­ტრო­ლებს. კლა­ნი­ 2 500 წევ­რის­გან შედ­გე­ბა. ისი­ნი ნიუ-იორკში ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულს აკონ­ტრო­ლე­ბენ, მათ შო­რის იყო: ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო გავ­რცე­ლე­ბა, შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბე­ბი და ძა­ლა­დო­ბა. მა­ფი­ო­ზუ­რი კლა­ნის მე­თა­უ­რი ფრენკ კალი, ცნო­ბი­ლი რო­გორც - "ფრენ­კი ბოი" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. imageimageimageად­გი­ლობ­რი­ვი ძა­ლოვ­ნე­ბის თქმით, კალი აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ჰე­რო­ი­ნი­თა და ოქ­სი­ტო­ცი­ნით ვაჭ­რო­ბა­ში, თუმ­ცა, ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვთ.გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი ცოლ-შვილ­მა სახ­ლთან ახ­ლოს იპო­ვა და სას­წრა­ფოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა თუმ­ცა, 53 წლის მა­ფი­ო­ზი უკვე მკვდა­რი იყო. ად­გი­ლი, სა­დაც კლა­ნის მე­თა­უ­რი ცხოვ­რობ­და, პრეს­ტი­ჟუ­ლი მას შემ­დეგ გახ­და, რაც იქ "ნათ­ლი­მა­მას" ერთ-ერთი სი­უ­ჟე­ტი გა­და­ი­ღეს. იმ რა­ი­ონ­ში იყო სახ­ლი, რო­მელ­შიც კორ­ლე­ო­ნეს ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და.imageimage"dailymail" - ის ცნობით, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან მკვლე­ლო­ბა, მა­ფი­ო­ზუ­რი კლა­ნის და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, "უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის" გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა და მათივე თქმით კა­ლის მკვლე­ლო­ბა მა­ფი­ო­ზუ­რი კლა­ნის შიდა გარ­ჩე­ვებს უკავ­შირ­დე­ბა და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, დაჯ­გუ­ფე­ბის რამ­დე­ნი­მე წევ­რიც და­ა­კა­ვონ.imageimageimage"გამ­ბი­ნოს ოჯახს" გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის­ 20-იან წლებ­ში სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა განგსტ­ერმა­ კარ­ლო გამ­ბი­ნომ. კარ­ლო მა­ფი­ოზ­თა ოჯახ­ში და­ი­ბა­და და პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე ჩარ­თუ­ლი იყო კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში. 19 წლის ასაკ­ში ის "ოჯა­ხის" სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან წევ­რად ით­ვლე­ბო­და. მსგავ­სი შემ­თხვე­ვა, რომ 19 წლის ასა­კის ბიჭი მა­ფი­ო­ზუ­რი კლა­ნის წევ­რი გამ­ხდა­რი­ყო, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია. გამ­ბი­ნო ნიუ-იორკში გადა­სახ­ლდა.imageimageimageრამ­დე­ნი­მე­ წ­ლი­ა­ნი მშვი­დი ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ ის ლუ­ჩი­ა­ნოს მა­ფი­ო­ზუ­რი ოჯა­ხის მმარ­თვე­ლის ალ­ბერტ ანას­ტა­სი­ას მკვლე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს, რის შემ­დე­გაც თა­ვად გახ­და კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის მთა­ვა­რი ფი­გუ­რა. გამ­ბი­ნოს რე­პუ­ტა­ცია თან­და­თან უფრო იზ­რდე­ბო­და, ამი­ტომ ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს ლუ­ჩი­ა­ნოს ოჯა­ხის­თვის "გამ­ბი­ნოს ოჯა­ხი" ეწოდებინათ. ის მა­ფი­ო­ზურ კლანს 22 წელი მარ­თავ­და.imageIn 1957, Albert Anastasia lies on the floor of the barbershop at New York's Park Sheraton Hotel after his murder. Anastasia's crime family was then taken over by Carlo Gambino.

ფრანკ კალი, პრაქ­ტი­კუ­ლად, გამ­ბი­ნოს კლანს მე­თა­უ­რობ­და. მან 68 წლის დო­მე­ნი­კო ჩე­ფა­ლი შეც­ვა­ლა, რო­მელ­მაც საქ­მე­ში მთე­ლი ძა­ლის­ხმე­ვა ჩადო. ამ ხნის მან­ძილ­ზე კალი გამ­ბი­ნოს ოჯა­ხის “გა­მა­ერ­თი­ა­ნებ­ლად” მი­იჩ­ნე­ო­და, ის აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობ­და კლან­ში იტა­ლი­ი­დან ახა­ლი ემიგ­რან­ტი განგსტე­რე­ბის მო­ზიდ­ვას.წყაროს ინფორმაციით, კალი ნამდვილად "მშვიდი ბოსი" იყო და ის არც ერთ საქმეზე არასდროს არავის უნახავს.წარსულში ფრენკ ბოი მხოლოდ ერთხელ იყო ნასამართლევი. ის 2008 წელს რეკეტის ბრალდებით დააკავეს საკმაოდ დიდ დაჯგუფებასთან ( 62 დამნაშავე) ერთად. მისტერ კალიმ მაშინ დანაშაული აღიარა და ის ციხეში 16 თვე იჯდა.imageimage






0
210
2-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0