საზოგადოება კალაძეს ფეისბუქ-ლაივის დროს ლეიკემიით დაავადებული ბიჭის მეგობრებმა დახმარება სთხოვეს 2019, 8 მარტი, 1:44
ქალაქის მერმა ფეისბუქ-ლაივის დროს 21 წლის ლეიკემიით დაავადებული ბიჭის მეგობრების კომენტარები შეამჩნია, რომლებიც ერთი და იგივე ტექსტით მერს მეგობრის გადასარჩენად ფინანსურ დახმარებას სთხოვდნენ.
გიორგი კალიაევს ლეიკემია დაუდგინდა და სრული გამოკვლევებისთვის 30 000 დოლარი ესაჭიროება.
21 წლის ფოტოგრაფის მეგობრებმა საკუთარი ძალებით უამრავი საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარეს, არაერთ ცნობილ თუ უცნობ ადამიანს სხთოვეს დახმარება და ძვლის ტვინის დონორის თანხა ააგროვეს. თუმცა, ოპერაციაზე თურქეთში გამგზავრებულმა გიორგიმ აღმოაჩინა, რომ მეტასტაზები ტვინშიც ვრცელდება და დამატებითი გამოკვლევები სჭირდება. რაც უფრო დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
გიორგის მეგობრებმა გადაწყვიტეს დახმარება ქალაქის მერისთვის ეთხოვათ, როდესაც ის ლაივში ჩაერთვებოდა. კახა კალაძემ მეგობრების კომენტარები შეამჩნია და გადაწყვიტა მათ 20 000 ლარით დახმარებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მანანა თოქმაჯიშვილმაც დაადასტურა. გიორგის 20 000 დოლარი მოკლე დროში კიდევ ესაჭიროება სრული გამოკვლევებისთვის. მისმა ოჯახმა ყველა რესურსი ამოწურა ფინანსური შესაძლებლობა აღარ გააჩნიათ. დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა ამ ანგარიშებზე შეგიძლიათ: საქართველოს ბანკი / Bank of Georgia – GE44BG0000000607618300 თიბისი ბანკი /TBC Bank – GE17TB7712145061100086 ლიბერთი ბანკი / Liberty Bank- GE54LB0111142322316000 მიმღები – მაკა ვარინა / Recipient - Maka Varina 0901700483 – ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან - 1 ლარი /Call from any mobile operator 1.00 GEL https://m.facebook.com/story.php?story_fbid=2331262160239099&id=100000660146542 213 შეფასება არ არის
|