![თბილისში აფეთქების შედეგად ორი
ადამიანი დაიღუპა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201901/2019011621220985522.jpg)
თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ და დაგროვებამ გამოიწვია.
შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა- დაღუპულია ორი ადამიანი.
ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურები. მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.