გორში გარდაცვლილი 10 თვის ბავშვის დედა -" ჩემი შვილი ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს, მიუხედავად იმისა, რომ ისევ მაღალი სიცხე ჰქონდა."
![გორში გარდაცვლილი 10 თვის ბავშვის დედა
-" ჩემი შვილი ინფექციური
საავადმყოფოდან გაწერეს, მიუხედავად
იმისა, რომ ისევ მაღალი სიცხე ჰქონდა." image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201901/2019010921490285522.png)
გორის რაიონში გარდაცვლილი 10 თვის გოგონას დედა აცხადებს, რომ თავდაპირველად ბავშვს წითელა ყვარლის საავადმყოფოში დაუდგინდა. შემდეგ ფილტვების უკმარისობის გამო თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს, საიდანაც ბავშვი მაღალი ტემპერატურის მიუხედავად მაინც გაწერეს სახლში.
„-ბავშვი ცუდად რომ გახდა, ჯერ ყვარლის საავადმყოფოში მივიყვანე, სადაც მითხრეს, რომ წითელა ჰქონდა. შემდეგ ფილტვების პრობლემა დაეწყო, უკმარისობა და გადავიყვანეთ თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში, საიდანაც 30 დეკემბერს გაგვწერეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილს ისევ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. თბილისიდან გორში ჩავედი ჩემ სოფელში, იქ გადასხმები გავუკეთე და ტემპერატურა დაეცა, მდგომარეობა დასტაბილურდა, კარგად იყო ბავშვი. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, არ ვიცი, თუმცა H1N1 ვირუსს გამოვრიცხავ. ვერავის დავადანაშაულებ, სანამ ექსპერტიზის პასუხს არ გავიგებ. ველოდები, რა დასკვნა იქნება, " - განაცხადა ნინო ჩახვაშვილმა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.