რა ბიზნესსა და ქონებას ფლობს და ვისი ყოფილი ქმარია ნანუკა გოგიჩაიშვილის მილიონერი საქმრო
მოდელი და "ვიცე მის საქართველო 2009 " ნანუკა გოგიჩაიშვილი სულ
ახლახანს დაინიშნა.
მას ხელი საქმრომ, ნიკა ნაყოფიამ სთხოვა და ხელის თხოვნის ამსახველმა ვიდეომ სოციალური ქსელი უკვე შემოიარა.
ნაყოფიების ოჯახი საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილია, თუმცა ისინი ეკრანსა და პრესაში იშვიათად ჩნდებიან.
ნიკა ნაყოფია ბიზნესმენის, პოლიტიკოსისა და ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ კობა ნაყოფიას ვაჟია. კობა ნაყოფია "მადნეულისა" და "კვარციტის " აქციებს ფლობს.
ოჯახის მფლობელობაშია : ბინა მოსკოვში, კაშერსკოე შოსეზე (55 კვ.მ.), საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი გალში (360 და 1 200 კვ. მ.), მიწის ნაკვეთი დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში (11 301 კვ.მ.) და იმავე მისამართზე მშენებარე საცხოვრებელი სახლი; ბინა თბილისში, ჭავჭავაძეზე (198 კვ.მ.), კიდევ ერთი ბინა ჭავჭავაძეზე (223 კვ.მ.) და აგარაკი კანარის კუნძულებზე (300 კვ.მ.).
ნიკოლოზ ნაყოფიას მფლობელობაშია ბინა 204 კვ. მ. ფართობის ბინა ვაკეში და 14 კვ. მ. ფართობის ავტოფარეხი.
ოჯახის მფლობელობაში იყო დიღომში მდებარე ცნობილი სასახლე, "ვილა ლა როტონდას" ქართული ანალოგი, რომლის ფართი 1670 კვადრატულ მეტრს შეადგენს. როგორც კობა ნაყოფიამ გასულ წელს "პალიტრავიდეოსთან" განაცხადა ეს სახლი მას აღარ ეკუთვნის, რადგან სესხი ვერ დაფარა ის ბანკმა წაართვა.
ნიკა ახალგაზრდა ასაკიდან მუშაობდა "კვარციტში" და მისი ყოველთვიური შემოსავალი რამდენიმე ასეულ ათას ლარს სცდებოდა.
ამის მიუხედავად "კვარციტში" დასაქმებულები ხშირად მართავდნენ საპროტესტო აქციებს ხელფასებოს მომატების მოთხოვნით, თუმცა, მოთხოვნა უყურადღებოდ რჩებოდა.
ბიზნესმენი ტელეკომპანია "რუსთავი ორის " საკონტროლო წილის (50%-ის ) მფლობელიც გახლავთ. ასევე მისი ოჯახის მფლობელობაშია სამკაულების ცნობილი ბრენდი "ზარაფხანა ", რომლის სარეკლამო ვიდეორგოლებშიც ნანუკა გოგიჩაიშვილი ხშირად ჩნდებოდა.
აღსანიშნავია, რომ "ზარაფხანა და "რუსთავი ორი " "მის საქართველოს " კონკურსის მთავარი სპონსორები იყვნენ, რომელშიც ნანუკას დამ, ნინი გოგიჩაიშვილმა გაიმარჯვა.
კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ კობა ნაყოფიას ვაჟის პარლამენტში შეყვანა სურდა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან უარი მიიღო.
საინტერესო დამთხვევაა, რომ ნაყოფიას პირველი ცოლიც " მის საქართველო 2008" გახლდათ. აშკარაა ახალგაზრდა ბიზნესმენის ინტერესი მოდელების მიმართ.
წყვილი ჰოლანდიაში ცხოვრობდა, თუმცა ისინი რამდენიმე წლის წინ დაშორდნენ და ხათუნა სხირტლაძე მეორედ გათხოვდა.
ნანუკას და ნიკას ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ!