საზოგადოება
16 წლის ლუკა ფოფხაძე, რაჭიდან ქუთაისში გადაყვანისას, რეანომობილის გაუმართაობის გამო გარდაიცვალა
2019, 2 სექტემბერი, 18:55
16 წლის ლუკა ფოფხაძის მდგომარეობა ამბროლაურიდან ქუთაისში, გაუმართავი რეანომობილით გადაყვანისას გართულდა.
მოზარდი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში იწვა. ის 40 დღე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ფოფხაძე ქუთაისის კლინიკაში 19 ივლისს შეიყვანეს. ოჯახის წევრების თქმით, ის ზღვიდან დაბრუნების შემდეგ შეუძლოდ გახდა. მდგომარეობის დამძიმების გამო ის ამბროლაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 40 დღე იწვა. ამის შემდეგ მისი გადაყვანა კვლავ გახდა საჭირო, რა დროსაც რეანომობილის აპარატურა დაზიანდა. მეორე რეანომობილის მოსვლას კი 3 საათი დასჭირდა, რა დროსაც მოზარდის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა და ის გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.