საზოგადოება 28 ნოემბერს საქართველო რიგით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს 2018, 28 ნოემბერი, 9:33
ყველა საარჩევნო უბანზე, დილის 8 საათიდან, 20:00 საათამდე, საქართველოს მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა შეეძლება.
საქართველოს ახალი კონსტიტუციის თანახმად, რომელიც პარლამენტმა ბოლო მოსმენით, 2018 წლის მარტში დაამტკიცა, პრეზიდენტის 6 წლით არჩევა, გამონაკლისის წესით ერთჯერადად არის დაშვებული.
არჩევნებში მონაწილეობას ორი კანდიდატი -N5 გრიგოლ ვაშაძე და N48 სალომე ზურაბიშვილი იღებენ.
ამომრჩევლებს ხმის მიცემა იმ უბნებზე შეეძლებათ, სადაც დარეგისტრირებულები არიან და ხმა უკვე მისცეს არჩევნების პირველ ტურში.
საარჩევნოდ სულ 3 703 უბანია გახსნილი. აქედან 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლისი შემთხვევებისთვის. ავღანეთში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა ხმა გუშინ მისცეს. მათი ხმები დღეს, კენჭისყრის საბოლოო დასრულების შემდეგ დაითვლება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 528 658. არჩევნებს საარჩევნო სუბიექტების 17000 წარმომადგენელი, 48 500 -ზე მეტი ადგილობრივი, დაახლოებით 1300 საერთაშორისო დამკვირვებელი და 2300 ჟურნალისტი დაესწრება. რიგით მეხუთე პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ ვირჩევთ. პრეზიდენტს მომავალში 300 წევრით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია აირჩევს. 5 1-ს მოსწონს
|