საზოგადოება ქობულეთში ავარიას ორი წლის ბავშვი ემსხვერპლა 2018, 12 დეკემბერი, 21:20 ქობულეთის სოფელ ხალაში ცოტა ხნის წინ მომხდარ ავარიას ორი წლის ბავშვი ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, ბავშვს მიკროავტობუსი დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპოსტო მოძრაობისას წესების დარღვევით გამოწვეულ ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 19 შეფასება არ არის
|