ახლახან გარდაცვლილი კარლ ლაგერფელდის უკანასკნელ ჩვენებაზე, რომელიც პარიზში გაიმართა, მსოფლიო სუპერმოდელების მთელი დესანტი გადასხეს და მათ რიცხვს არ დაჰკლებია იტალიური კინოს ლეგენდა და უმშვენიერესი მსახიობი, ყველა დროის ყველაზე მოთხოვნადი ვარსკვლავი მონიკა ბელუჩი, რომელიც ჩვენებაზე კლაუდია შიფერის, ნაომი ქემპბელის და ასევე თავისი
36 წლის ბოიფრენდის, არქიტექტორ ნიკოლას ლევეფრას გვერდით წარდგა. მსახიობის სასიყვარულო ურთიერთობა მხატვართან და არტ - დილერთან ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს იყო ცნობილი საზოგადოებისათვის. მონიკას მეწყვილე მასზე თითქმის 20 წლით უმცროსია და მართლაც რომ მომხიბლავი და ახოვანი ახალგაზრდაა.
როგორც მონიკა ამბობს, მის მეწყვილეს მასავით ძალიან ხიბლავს მოგზაურობა და ისინი ერთმანეთს ძალიან, ძალიან ეწყობიან რომანტიკულ მოგზაურობებში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში. წყვილი მანამდე ერთ რესტორანშიც დააფიქსირეს.- "ჩემს მამაკაცს არა აქვს ურთიერთობა მსოფლიო კინოსთან. მას სულ სხვა სამსახური აქვს, თუმცა მასაც ისევე ხიბლავს მოგზაურობა, როგორც მე, ამიტომ ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ." ![](http://n1s2.hsmedia.ru/a6/21/fe/a621fe823fe161d68dcc1884c31b1d66/400x600_0_3bd5fac576f71485dff0f8eb7c71b099@683x1024_0x0a330ca2_9700746061551849253.jpeg)
დღემდე ყურადღების ცენტრშია 48 წლის ნაომი ქემპბელისა და 25 წლის ლაიამ პეინის სასიყვარულო კავშირები. საინტერესოა, რამდენად სერიოზულია მათი ურთიერთობა, თუმცა ოფიციალურ მიღებებზე და სოციალურ მედიაში ისინი ერთმანეთს ავსებენ კომპლიმენტებით და გულის სმაილიკებით - წერს წყარო. ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც სუპერმოდელმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, ლაიამ პეინი კომენტარს წერს: - " ვირტუალური ფლირტიდან პირველ პაემანსაც მივაღწიე".
45 წლის ქეით ბეკინსეილმა აგრეთვე ოფიციალურად გამოაცხადა რომანტიკული ურთიერთობა 25 წლის კომიკოსთან, პიტ დევიდსონთან. ამ
წყვილის ვნებიანმა კოცნამ პირდაპირ ხალხით გადაჭედილ სტადიონზე, როცა ისინი ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ამჩნევდნენ, ამით ყველაფერი უკვე ნათქვამი იყო.![საშუალო ასაკის სუპერვარსკვლავები და
მათი ახალგაზრდა ბოიფრენდები ( +
ფოტოები ) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201903/2019030623372530087.jpg)
მონიკა ბელუჩი ახლახან გახდა ახალი ტრენდის წარმომადგენელი შოუბიზნესში. ყველა დიდი ვარსკვლავი ლამაზმანი ცხოვრების მეორე ნახევარს უფრო ახალგაზრდული ასაკიდან ირჩევს. მაგალითად ასეთივეა 50 წლის სელინ დიონის სასიყვარულო ურთიერთობა 33 წლის ბოიფრენდთან, პეპე მუნოზსთან
და როგორც წყარო წერს, ეს მოვლენა კვირის ან კიდევ ამ თვის მოდას წარმოადგენს. როგორც ჩანს, ლამაზმანების გარშემო ატმოსფერო მაგნიტივით იზიდავს ასევე არანაკლებ ლამაზ მამაკაცებს და ძალიან ახალგაზრდებსაც.![საშუალო ასაკის სუპერვარსკვლავები და
მათი ახალგაზრდა ბოიფრენდები ( +
ფოტოები ) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201903/2019030700131830087.jpg)